პორტოვენერე
პორტოვენერე, ჩინკვე-ტერე და კუნძულები: პალმარია, ტინო, ტინეტო* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | იტალია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iv, v |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 44°03′00″ ჩ. გ. 9°50′00″ ა. გ. / 44.05000° ჩ. გ. 9.83333° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1997 (21-ე სესია) |
ნომერი | 826 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 826 ინგლ. • რუს. • ფრ. |
პორტოვენერე (იტალ. Porto Venere) — ქალაქი და კომუნა იტალიაში, ლიგურიის რეგიონის სანაპირო ზოლში. 2004 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 4 041 ადამიანს შეადგენს. კომუნა მოიცავს სამ დასახლებულ პუნქტსა და სამ კუნძულს: პალმარიას, ტინოს და ტინეტოს. 1997 წელს ქალაქი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი ძვ. წ. I საუკუნის შუა წლებში დაარსდა. ამბობენ, რომ მას სახელი ეწოდა ქალღმერთ ვენერასგან, რომლის რჩეული ადგილიც ის კონცხი იყო, სადაც დღეს წმინდა პეტრეს ეკლესია დგას. სახელს ასევე უკავშირებენ განდეგილ ბერს, წმინდა ვენერიუსს. რომანულ პერიოდში, ეს ქალაქი ძირითადად მეთევზეთა გაერთიანებას წარმოადგენდა.
დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, პორტოვენერე ბიზანტიური ფლოტის ბაზა გახდა ტირენიის ზღვაში, მაგრამ ის 643 წელს ლომბარდიელებმა დაანგრიეს. 1494 წელს, გენუის ომის მიმდინარეობისას, ქალაქი არაგონების ფლოტის მასიური თავდასდხმის ობიექტი გახდა.
ძეგლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1198 წელს აშენებული წმინდა პეტრეს გოთიკური ეკლესია.
- 1098 წლის წმინდა ლავრენტის რომანული ეკლესია, რომელიც იუპიტერის უძველესი ტაძირს ადგილასაა აშენებული.
- დორიას ციხესიმაგრე
- გროტა-დელ-არპაიას გამოქვაბული
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Official Website Tourist Association PRO LOCO PORTO VENERE დაარქივებული 2010-08-15 საიტზე Wayback Machine.
- Official website
- Image Gallery დაარქივებული 2010-01-07 საიტზე Wayback Machine.
- A welcome from the mayor დაარქივებული 2007-10-09 საიტზე Wayback Machine.
- Unesco World Heritage entry