შინაარსზე გადასვლა

ჰილდესჰაიმის წმინდა მიქაელის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმინდა მარიამისა და წმინდა მიქაელის ტაძრები ჰილდესჰაიმში
სტატუსი architectural heritage monument in Lower Saxony[1] და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტის ნაწილი
ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iii
რეგიონი ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1985  (მე-9 სესია)
ნომერი 187
Map
https://michaelis-hildesheim.wir-e.de
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 187
ინგლ.რუს.ფრ.

ჰილდესჰაიმის წმინდა მიქაელის ტაძარი (გერმ. Michaeliskirche) — ადრეული რომანული არქიტექტურული სტილის ეკლესია გერმანიის ქალაქ ჰილდესჰაიმში. 1985 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

წმინდა მიქაელის სააბატო ეკლესია 1001 - 1033 წლებში აშენდა ეპისკოპოს ბერნვარდ ჰილდესჰაიმელის მიერ, როგორც მისი ბენედიქტური ეკლესიის კაპელა. მშენებარე ტაძარს ის მიქაელ მთავარანგელოზს უძღვნიდა, მაგრამ 1022 წელს ეპისკოპოსი გარდაიცვალა და მშენებლობა გაჭიანურდა კიდევ 11 წლით.

რეფორმაციის ეპოქაში, 1542 წელს, ტაძარი ლუთერანულად გადააკეთეს, მაგრამ ბენედიქტური სამონასტრო გადმონაშთები კვლავ რჩებოდა 1803 წლამდე, სანამ ტაძრის სეკულარიზაცია მოხდებოდა. ამჟამად ეკლესია კათოლიკურია.

მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, 1945 წლის 22 მარტს, წმინდა მიქაელის ეკლესია საჰაერო დაბომბვების შედეგად დაინგრა, მაგრამ კვლავ აღადგინეს 1950 - 1957 წლებში.

ტაძარი 1985 იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ჰილდესჰაიმის წმინდა მარიამის კათედრალთან ერთად შეიტანა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Monument Map Lower Saxony / Niedersächsisches Landesamt für Denkmalpflege