შინაარსზე გადასვლა

აუგუსტუსბურგისა და ფალკენლუსტის სასახლეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აუგუსტუსბურგისა და ფალკენლუსტის სასახლეები
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა[1]
ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv
რეგიონი ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1984  (მე-8 სესია)
ნომერი 288
Map
ფალკენლუსტის სასახლე
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 288
ინგლ.რუს.ფრ.

აუგუსტუსბურგისა და ფალკენლუსტის სასახლეები (გერმ. Schlösser Augustusburg und Falkenlust), მდებარეობს გერმანიის ქალაქ ბრიულში. 1984 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. სასახლეები ერთმანეთთან დაკავშირებულია ვრცელი ბაღებით.

სასახლეები XVIII საუკუნის დასაწყისში, კიოლნის არქიეპისკოპოს კლემანს ავგუსტ ბავარიელის მიერ აიგო. აუგუსტუსბურგის სასახლის მთავარ ნაწილს U-ს ფორმა აქვს და შედგება სამი სართულისა და ორდონიანი სხვენისგან. საუცხოო კიბეები ბალთაზარ ნეიმანის მიერაა დაპროექტებული. ბაღები დააპროექტა დომინიკ გირარდმა.

ფალკენლუსტის სასახლე 1729 - 1740 წლებში, ამალიენბურგის სანადირო სახლის სტილში აიგო.

მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული 1994 წლამდე, აუგუსტუსბურგის სასახლე გერმანიის პრეზიდენტის მიერ სტუმრების მისაღებად გამოიყენებოდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. https://whc.unesco.org/en/list/288