ალკალა-დე-ენარესი
| დასახლებული პუნქტი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
ალკალა-დე-ენარესი ესპ. Alcalá de Henares | |||||
|
| |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| შიდა დაყოფა | Q6107376? და Q5767265? | ||||
| კოორდინატები | 40°28′54″ ჩ. გ. 3°21′51″ დ. გ. / 40.48181500° ჩ. გ. 3.36430500° დ. გ. | ||||
| მმართველი | Judit Piquet Flores | ||||
| ფართობი | 88 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 588±1 მეტრი | ||||
| ოფიციალური ენა | ესპანური ენა | ||||
| მოსახლეობა | 200 702 (2024)[1] | ||||
| სასაათო სარტყელი | UTC+1[2] და UTC+2[2] | ||||
| სატელეფონო კოდი | 91 | ||||
| საფოსტო ინდექსი | E 28800-28807 | ||||
| საავტომობილო კოდი | M | ||||
| ოფიციალური საიტი | http://www.ayto-alcaladehenares.es | ||||
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 876 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ალკალა-დე-ენარესი (ესპ. Alcalá de Henares) — ქალაქი ესპანეთში, მადრიდის ავტონომიურ გაერთიანებაში, მდინარე ენარესის ნაპირზე. მოსახლეობა — 204 ათასი კაცი (2006).
იგი ანტიკურ დროში ცნობილი იყო, როგორც კომპლუტუმი (ლათ. Complutum). ქალაქი 1000 წელს გაანადგურეს მავრებმა, რომლებმაც იგი 1038 წელს ისევ ააშენეს და ალ-კალა-ან-ნარ უწოდეს. 1008 წელს კასტილიის მეფე ალფონსო VI-მ დაიბრუნა ალკალა და მმართველობა ტოლედოს ეპისკოპოსს გადასცა. ქალაქიდან ყველაზე ცნობილი ადამიანები არიან მწერალი მიგელ დე სერვანტესი, იმპერატორი ფერდინანდ I და კატალინა არაგონელი.
ქალაქის ცენტრი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. მისი ძირითადი ღირსშესანიშნაობაა ტაძრის ტიპის ეკლესია, რომელიც 1136 წელს გოტიკურ სტილში აიგო (იგი ძალიან დაზარალდა XX საუკუნის სამოქალაქო ომის დროს), და არქიეპისკოპოსის რეზიდენცია, რომელშიც დღეს ინკვიზიციის არქივებია დაცული.
სან-ილდეფონსოს კოლეგიუმის ეკლესიაში თავდაპირველად იდგა (შემდეგ მადრიდში გადაიტანეს) „დიდი კარდინალის“, ფრანსისკო ხიმენეს დე სისნეროსის საფლავი, რომელმაც აქ 1499-1509 წლებში დააარსა საქვეყნოდ ცნობილი უნივერსიტეტი, რომელიც 1838 წელს დაიხურა და ბიბლიოთეკასთან ერთად მადრიდში იქნა გადატანილი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Universidad de Alcalá
- Google Maps: The Plaza de Cervantes in Alcalá de Henares
- Photos of Alcalá de Henares
- Alcalá de Henares and its Famous University