უბედა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რენესანსის მონუმენტური ანსამბლები უბედასა და ბაესაში*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 38°00′00″ ჩ. გ. 3°22′00″ დ. გ. / 38.00000° ჩ. გ. 3.36667° დ. გ. / 38.00000; -3.36667
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2003  (27-ე სესია)
ნომერი 522
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 522
ინგლ.რუს.ფრ.

უბედა (ესპ. Úbeda) — ქალაქი ესპანეთში, ანდალუსიის ავტონომიური გაერთიანების პროვინცია ხაენში. 2009 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 35 649 ადამიანს შეადგენს.

უბედა მეზობელ ქალაქ ბაესასთან ერთად გამოირჩევა მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით, რასაც ძირითადად XVI საუკუნეში, რენესანსულ სტილში ნაგები ეკლესიათა და სასახლეთა მთელი სერიები წარმოადგენს. ამის გამო, ქალაქები დაცულია, 2003 წლიდან კი მათი რენესანსული მონუმენტები შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

ბოლო დროს გაკეთებული არქეოლოგიური აღმოჩენების შედეგად დასტურდება, რომ უბედაში რომაელების მოსვლამდეც ყოფილა დასახლებები, რომლებიც ჯერ რომაელებმა, შემდეგ კი ვესტგუთებმა დაიპყრეს. იბერიის ნახევარკუნძულზე არაბების მოსვლის შემდეგ, არეალი მნიშვნელოვან ქალაქად იქცა. ის ხელახლა გააშენა აბდ-არ-რაჰმან II-მ (822–852).

რეკონკისტის დროს, 1233 წელს, მეფე ფერდინანდ III-მ უბედა მუსლიმ მმართველებს გამოჰგლიჯა. ამის შემდეგ, ქალაქში ერთმანეთის გვერდიგვერდ, მუსლიმური, ქრისტიანული და ებრაული კულტურები დიდი ხნის განმავლობაში თანაარსებობდნენ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]