შპაიხერშტადტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შპაიხერშტადტი
Speicherstadt
ზოგადი ინფორმაცია
შენობის ტიპი სასაწყობე რაიონი
არქიტექტურული სტილი გოთური აღორძინება
ქვეყანა გერმანია
მდებარეობა ჰამბურგი, გერმანია
კოორდინატები 53°32′36″ ჩ. გ. 9°59′31″ ა. გ. / 53.54333° ჩ. გ. 9.99194° ა. გ. / 53.54333; 9.99194
დაიწყო 1883
დასრულდა 1927
გაიხსნა 1888
ფართობი 26
არქიტექტორ(ებ)ი კარლ იოჰან კრისტიან ციმერმანი
სტრუქტურის ინჟინერი ფრანც ანდრეას მეიერი
შპაიხერშტადტი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი
ქვეყანა გერმანია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა
კოორდინატები 53°32′36″ ჩ. გ. 9°59′31″ ა. გ. / 53.54333° ჩ. გ. 9.99194° ა. გ. / 53.54333; 9.99194
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2015  (39 სესია)
ნომერი 1467
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1467
ინგლ.რუს.ფრ.

შპაიხერშტადტი (გერმ. Speicherstadt) — მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი სასაწყობო რაიონი, სადაც შენობები აგებულია ღრმა ფუნდამენტზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი — მუხის მორებზე. მშენებლობა დაიწყო 1883 წელს და დასრულდა 1927 წელს. მდებარეობს ჰამბურგის პორტში, გერმანიაში. მისი სიგრძეა 1.5 კმ.

რაიონი დაარსდა ტვირთის საბაჟო გადასახადის გარეშე გადასაზიდად, როგორც თავისუფალი ეკონომიკური ზონა. 2009 წლიდან, რაიონსა და მის შემოგარენ ტერიტორიაზე სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 2015 წლის 5 ივლისს, შპაიხერშტადტს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1815 წლიდან, ჰამბურგის დამოუკიდებელი და სუვერენული ქალაქი გერმანიის კავშირის წევრი იყო, მაგრამ არა გერმანულენოვანი სახელმწიფოების საბაჟო კავშირის წევრი. 1871 წელს, გერმანიის იმპერიის, დაარსების შემდეგ, ჰამბურგი ვერ გახდა საბაჟო გადასახადებისგან თავისუფალი და იმპერიის წევრი. 1888 წლის ხელშეკრულებებით, ჰამბურგი გერმანიის საბაჟო ზონის წევრი გახდა და დაარსდა ჰამბურგის თავისუფალი პორტი[1].

1883 წელს, დაიწყო კერვიდერის ტერიტორიის ნგრევა და აუცილებელი გახდა 20 000-ზე მეტი ადამიანის გადასახლება. 1885-1888 წლებში, შპაიხერშტადტის პირველი ნაწილი აშენდა. 1991 წელს, მას ჰამბურგის დაცული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა[2], 2008 წლიდან კი — HafenCity-ს კვარტალის წევრი გახდა[3]. ქალაქის შიდა ტერიტორიის გამოცოცხლების მიზნით, ჰამბურგის მთავრობამ HafenCity-ის ტერიტორიის განვითარების ინიციატივა წარადგინა. განვითარების კანონპროექტის ერთ-ერთი ნაწილი ელბის დიდი საკონცერტო დარბაზის მშენებლობა იყო[4].

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, მოკავშირეთა დაბომბვებმა გაანადგურა შპაიხერშტადტის დაახლოებით 50%. სტრუქტურის ზოგიერთი ნაწილი მთლიანად განადგურდა და ვერ მოხერხდა მათი აღდგენა. ამჟამად, ამ ტერიტორიაზე ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი ფუნქციონირებს[5].

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შპაიხერშტადტის რაიონში რამდენიმე მუზეუმია: Miniatur Wunderland-ი, Hamburg Dungeon-ი და Afghanisches Museum-ი. ასევე, რაიონი მოიცავს საწყობად გამოყენებად შენობებს[2].

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შპაიხერშტადტის ხედი, 1888 წელი.
შპაიხერშტადტის ხედი, 1888 წელი.
შპაიხერშტადტის პანორამული ხედი
შპაიხერშტადტის პანორამული ხედი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • Batz, M. (2002). „Urbane Light Germany Speicherstadt, Hamburg, the largest historical warehouse complex in the world, has become a softly-glowing night-time panorama“. International Lighting Review (12, ): 14–19. OCLC 193350885.CS1-ის მხარდაჭერა: დამატებითი პუნქტუაცია (link)
  • Lawrenz, Dierk; von Borstel, Christiane (2008) Die Hamburger Speicherstadt (German). Freiburg, Br: EK-Verlag. ISBN 978-3-88255-893-7. 
  • Meyn, Boris (2003). Die rote Stadt: ein historischer Kriminalroman (German). Reinbek: Rowohlt Verlag. ISBN 978-3-499-23407-1.  A historical detective story.
  • Lange, Ralf; Hampel, Thomas (2004) Speicherstadt und HafenCity: zwischen Tradition und Vision (German). Hamburg: Elbe-und-Flut-Ed., Hampel und Hettchen. ISBN 978-3-7672-1440-8. 

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Prange, Carsten (2005). „Zollanschluß“. In Franklin Koplitzsch and Daniel Tilgner (ed.). Hamburg Lexikon (German) (3 ed.). Ellert&Richter. p. 538. ISBN 3-8319-0179-1.
  2. 2.0 2.1 Prange, Carsten (2005). „Speicherstadt“. In Franklin Koplitzsch and Daniel Tilgner (ed.). Hamburg Lexikon (German) (3 ed.). Ellert&Richter. pp. 444–445. ISBN 3-8319-0179-1.
  3. Gesetz über die räumliche Gliederung der Freien und Hansestadt Hamburg (RäumGiG) [Act of the areal organisation] German (2006-07-06). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-13. ციტირების თარიღი: 2009-10-30.
  4. Jörn Weinhold (2008). რედ. Martina Heßler and Clemens Zimmermann: Port Culture: Maritime Entertainment and Urban Revitalisation, 1950–2000. Frankfurt am Main: Campus Verlag, გვ. 179–201. ISBN 978-3-593-38547-1. 
  5. Speicherstadt Hamburg Entwicklungskonzept (German). Hamburg Behörde für Stadtentwicklung und Umwelt (April 2012). ციტირების თარიღი: 5 July 2015.