ვანვიტელის აკვედუკი
იერსახე
| კაზერტის სამეფო სასახლე ბაღებით, ვანვიტელის აკვედუკი და სან-ლეუჩიოს კომპლექსი | |
|---|---|
|
| |
| ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | i, ii, iii, iv |
| რეგიონი | ევროპა |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 1997 (21-ე სესია) |
| ნომერი | 549 |
![]() | |
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 549 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ვანვიტელის აკვედუკი ან კაროლინოს აკვედუკი (იტალ. Acquedotto Carolino) — აკვედუკი, რომელიც კაზერტის სამეფო სასახლისა და სან-ლეუჩიოს კომპლექსს წყლით ტაბურინოს მთებიდან ამარაგებდა. მისი სიგრძე 38 კმ-ია და უმეტესი ნაწილი მიწისქვეშაა განლაგებული.
აკვედუკის მშენებლობა 1753 წელს ბურბონმა მეფე კარლ III-მ დაიწყო, პროექტი მისმა არქიტექტორმა ლუიჯი ვანვიტელიმ შეადგინა. მშენებლობა 1762 წელს დასრულდა.
დღეისათვის შესანიშნავადაა შემორჩენილი აკვედუკის 529 მეტრი სიგრძისა და 55.8 მეტრი სიმაღლის ხიდის სქეცია ვალე-დი-მადალონის პროვინციაში. აკვედუკის აღნიშნული სექცია 1997 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Its history and architecture დაარქივებული 2011-11-19 საიტზე Wayback Machine.
- www.campaniatour.it დაარქივებული 2009-01-04 საიტზე Wayback Machine.
