შინაარსზე გადასვლა

ვიჩენცა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ვიჩენცა
Vicenza
დროშა გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
რეგიონი ვენეტო
შიდა დაყოფა historic center of Vicenza
კოორდინატები 45°33′00″ ჩ. გ. 11°33′00″ ა. გ. / 45.55000° ჩ. გ. 11.55000° ა. გ. / 45.55000; 11.55000
ფართობი 80 კმ²
ცენტრის სიმაღლე 39
მოსახლეობა 115,927 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 1,449.1 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 0444
საფოსტო ინდექსი 36100
საავტომობილო კოდი VI
ოფიციალური საიტი comune.vicenza.it
ვიჩენცა — იტალია
ვიჩენცა

ვიჩენცა (იტალ. Vicenza) — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში, ვენეტოს რეგიონის დედაქალაქი. მდებარეობს დაახლოებით 60 კმ-ით დასავლეთით ვენეციიდან და 200 კმ-ით აღმოსავლეთით მილანიდან. 2010 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 115 927 ადამიანს შეადგენს, ხოლო მთლიანად მეტროპოლიური არეალის 270 000 ადამიანს.

ქალაქი მდიდარია ისტორიული და კულტურული წარსულით, აქ მდებარეობს მრავალი მუზეუმი და პიაცა, ხელოვნების გალერეები, ვილები, ეკლესიები და რენესანსული სასახლეები. მის შემოგარენში მდებარე ანდრეა პალადიოს ვილებთან და ცნობილ ტეატრო-ოლიმპიკოსთან ერთად, 1994 წელს ქალაქი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.[1]

ვიჩენცა იტალიის მესამე უდიდესი სამრეწველო ცენტრი და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული ქალაქია.[2][3] ამის მიზეზი კი ტექსტილისა და ფოლადის ფართო წარმოებაა, ასევე, ქვეყნის ოქროსა და იუვილერიის ნახევარი სწორედ ვიჩენცაში იწარმოება, რასაც ქვეყნის ეკონომიკაში უდიდესი წვლილი შეაქვს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Frommer's Northern Italy: Including ... - Google Books
  2. Vicenza: The Economy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-09. ციტირების თარიღი: 2011-05-23.
  3. Frommer's Northern Italy: Including ... - Google Books
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 712
ინგლ.რუს.ფრ.