კიევ-პეჩერის ლავრა
| კიევის წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი და კიევ-პეჩერის ლავრა | |
|---|---|
|
| |
| სტატუსი | იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტის ნაწილი |
| ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | i, ii, iii, iv |
| რეგიონი | ევროპა |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 1990 (მე-14 სესია) |
| ნომერი | 527 |
![]() | |
| http://www.lavra.ua/ | |

| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 527 ინგლ. • რუს. • ფრ. |
კიევ-პეჩერის ლავრა (უკრ. Києво-Печерська лавра, რუს. Киево-Печерская лавра), აგრეთვე ცნობილი როგორც კიევის ქვაბულთა ლავრა — უძველესი ქვაბულთა მონასტერი კიევში, უკრაინა. დაფუძნდა 1051 წელს ბერების ანტონი და თეოდოსიუსის მიერ და კიევის რუსეთის მართლმადიდებელი ქრისტიანობის უმნიშვნელოვანესი ცენტრი გახდა.
ამჟამად, კიევ-პეჩერის ლავრა, ასევე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარის მიტროპოლიტ ვოლოდიმირის რეზიდენციის დანიშნულებას ასრულებს.
პირველადი ქრონიკების მიხედვით, ადრეულ მე-11 საუკუნეში, ანტონი, ბერძენი ორთოდოქსი ბერი, მთა ათოს ესფიგმენონის მონასტრიდან, რომელიც წარმოშობით ჩერნიგოვის სამთავროდან იყო, რუსეთში დაბრუნდა და კიევში დაფუძნდა, როგორც კიევის რუსეთის სამონასტრო ტრადიციის მისიონერი. საცხოვრებლად მან მერესტოვის მთის ქვაბულის საკანი აირჩია, რომელიც მდ. დნეპრს გადმოჰყურებდა. მის მოწაფეთა რაოდენობა მალე გაიზარდა. მცირე ხანში კიევის კნიაზმა იზიასლავმა მთელი მთა დაუთმო ანტონის ბერებს, რომელთაც აქ მონასტერი დააარსეს. კომპლექსი კონსტანტინოპოლიდან მოწვეულმა ხუროთმოძღვრებმა ააგეს.
2026 წლის 14 ივნისს, რუსეთ-უკრაინის ომის დროს, რუსულმა სამხედრო დრონებმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს კიევ-პეჩერის ლავრა და დააზიანეს მიძინების ტაძრის გუმბათი და სახურავი.[1] თავდასხმა საყოველთაო გმობას დაექვემდებარა: უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ მას „ქრისტიანული კულტურის წინააღმდეგ ჩადენილი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაული“ უწოდა, ევროპელმა ლიდერებმა - ომის დანაშაულად შეაფასეს, ხოლო მსოფლიო საპატრიარქომ „დაუშვებელ და წმინდა ადგილის შეურაცხყოფად“.[2][3]
კიევ-პეჩერის ლავრაში მსახურობდა და იქვეა დაკრძალული ქართველი ეპისკოპოსი ანტონი (აბაშიძე).
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Kollen Post. (2026-01-26) Ukraine war latest: Russian air attack damages Kyiv's holiest site. ციტირების თარიღი: 2026-01-26
- ↑ Το Οικουμενικό Πατριαρχείο καταδικάζει την επίθεση στη Λαύρα του Κιέβου - Οικουμενικό Πατριαρχείο el (2026-06-15). ციტირების თარიღი: 2026-06-16
- ↑ Newsroom. (2026-06-15) Patriarch Bartholomew condemns attack on Kyiv religious landmark | eKathimerini.com English. ციტირების თარიღი: 2026-06-16
