როლანდის ძეგლი (ბრემენი)
| როლანდის ქანდაკება და რატუშა ბრემენში | |
|---|---|
|
| |
| სტატუსი | protected cultural heritage monument in Bremen (state) და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტის ნაწილი |
| ქვეყანა |
|
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | iii, iv, vi |
| რეგიონი | ევროპა |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 2005 (29-ე სესია) |
| ნომერი | 1087 |
![]() | |
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1087 ინგლ. • რუს. • ფრ. |
როლანდის ძეგლი — როლანდის ქანდაკება გერმანიის ქალაქ ბრემენში. აღიმართა 1404 წელს. მდებარეობს ქალაქის ბაზრის მოედანზე, კათედრალის წინ. სკულპტურაზე გამოსახული როლანდი, საღვთო რომის იმპერიის პირველი იმპერატორის, კარლოს დიდის რაინდი და რონსევალის ხეობის ბრძოლის გმირი იყო. ქანდაკება ქალაქის ნამდვილი მცველის სახით გვევლინება, მას ხელში ქარქაშიდან ამოღებული ხმალი უჭირავს, ფარზე კი იმპერიის სიმბოლო - ორთავიანი არწივია გამოსახული.
ქანდაკების სიმაღლე 5.47 მეტრია, საყრდენი სვეტის კი 10,21 მ. გამოკვეთილია კირქვისგან. მისი მშენებლობა ეპისკოპოსმა დააფინანსა, რათა 1366 წელს დამწვარი ანალოგიური, ხისგან გამოკვეთილი ქანდაკება ჩაენაცვლებინათ.
როლანდის ქანდაკებები საღვთო რომის იმპერიის მრავალ ქალაქში გამოჩნდა, როგორც ქალაქის თავისუფლების სიმბოლო. ბრემენის ქანდაკება ანალოგებს შორის უძველესია. 2005 წელს, ბრემენის რატუშასთან ერთად, იუნესკომ ქანდაკება მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
