შინაარსზე გადასვლა

ვიერის დოლმენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანტეკერის დოლმენები: მენგა, ვიერა, ელ-რომერალი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ვიერის დოლმენის შესასვლელი
ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2016  (40-ე სესია)
ნომერი 1501
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1501
ინგლ.რუს.ფრ.

ვიერის დოლმენი (ესპ. Dolmen de Viera) — დოლმენი ესპანეთში, მდებარეობს ქალაქ ანტეკერის მახლობლად, მისგან ჩრდილო-აღმოსავლეთით ერთ კილომეტრში. მენგისა და ელ-რომერალის დოლმენებთან ერთად ქმნის ანტეკერის დოლმენების ანსამბლს.

დოლმენი ენეოლითის ხანას განეკუთვნება. აღმოაჩინეს 1903 წელს. სახელი ეწოდა მისი აღმომჩენის გვარის მიხედვით.

კონსტრუქციის მიხედვით დოლმენი კორიდორით იწყება, რომლის სიგრძეა 20 მ., სიმაღლე — 185 სმ., ხოლო სიგანე — 120 სმ. დასაკრძალი ოთახის სიმაღლეა 210 სმ., ხოლო სიგანე — 180 სმ.

ისევე როგორც ანტეკერის სხვა დოლმენები, ვიერის დოლმენიც ყორღანული ტიპისაა, დაფარულია მიწით.

2016 წლის 15 ივლისს ვიერის დოლმენი მენგისა და ელ-რომერალის დოლმენებთან ერთად ანტეკერის დოლმენების სახელით შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]