ალბერობელო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალბერობელოს ტრულოები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv, v
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 40°47′00″ ჩ. გ. 17°14′00″ ა. გ. / 40.78333° ჩ. გ. 17.23333° ა. გ. / 40.78333; 17.23333
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1996  (მე-20 სესია)
ნომერი 787
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 787
ინგლ.რუს.ფრ.

ალბერობელო (იტალ. Alberobello) — პატარა ქალაქი და კომუნა იტალიაში, აპულიის რეგიონის ბარის პროვინციაში. 2007 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 11 040 ადამიანს შეადგენს, ფართობი 40 კმ²-ს. ქალაქი ცნობილია თავისი უნიკალური ნაგებობებით - ტრულოებით, რომლებიც 1996 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

ქალაქის ისტორია XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება, როდესაც აქ გლეხები მოვიდნენ, რომლებიც მიწას ამუშავებდნენ. ლეგენდის თანახმად, ახალმოსახლეებმა სახლების ცარიელი ქვებისგან შენება დაიწყეს, რათა სამეფო შემოწმების შემთხვევაში, მათი ადვილად დაშლა შეძლებოდათ. ამავე დროს, ფერდინანდ I არაგონელი ყველასგან მოითხოვდა გადასახადს, ვინც ფიქსირებულ სახლში ცხოვრობდა.

ამ სარისკო მდგომარეობით შეწუხებულმა ალბერობელოს მაცხოვრებელმა მამაკაცთა გარკვეულმა ჯგუფმა, 1797 წელს ბურბონ მეფეს, ფერდინანდ IV-ს მიმართეს. მეფემ ისინი მიიღო და დაპირდა, რომ მათ თავისუფლად ცხოვრება შეეძლებოდათ, რაც 1797 წლის 20 მაისის ბრძანებით შეასრულა კიდეც.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: