შინაარსზე გადასვლა

მონფერატო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიემონტის ვენახების ლანდშაფტები: ლანგე-როერო და მონფერატო
სტატუსი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტის ნაწილი
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, v
რეგიონი ევროპა-ჩრდ. ამერიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2014  (38-ე სესია)
ნომერი 1390
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1390
ინგლ.რუს.ფრ.

მონფერატო (იტალ. Monferrato) — ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე პიემონტის რეგიონის ნაწილი. შუა საუკუნეებში მარკიზატის სახით არსებობდა დღევანდელი ლომბარდიის ტერიტორიაზე. მდებარეობდა ტურინსა და გენუას შორის.

2014 წლის 22 ივნისს მონფერატო შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1].

მარკიზატი მოიცავდა 2750 კმ² ტერიტორიას, რომლის დედაქალაქი იყო მონფერატო. კარლ დიდის დროს მონფერატოს გრაფები მართავდნენ, ხოლო 967 წელს ოტო I-მა აქ მარკიზატი დააარსა. მონფერატოს მარკიზებმა თავი გამოიჩინეს ჯვაროსნული ლაშქრობების დროს. მარკიზ გულიელმო VI-ის 2 ვაჟი და შვილიშვილი მეფეებიც კი გახდნენ.

XIV საუკუნეში მარკიზატი მემკვიდრეობით მიიღო პალეოლოგოსების დინასტიამ. 1533 წელს მონფერატო გონძაგას დინასტიის საკუთრება გახდა. მანტუის მემკვიდრეობისთვის ომის (1628-1631) შემდეგ მონფერატოს ნაწილი სავოიის მარკიზებმა დაისაკუთრეს, დარჩენილი ნაწილი საბოლოოდ 1708 წელს მიიღეს, როცა იმპერატორმა ლეოპოლდ I მონფერატო გონძაგას დინასტიამ ჩამოართვა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]