შინაარსზე გადასვლა

ფაგუსის ქარხანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაგუსის ქარხანა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ფაგუსის ქარხანა ალფელდში
ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 51°59′01″ ჩ. გ. 9°48′45″ ა. გ. / 51.98361° ჩ. გ. 9.81250° ა. გ. / 51.98361; 9.81250
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2011  (35-ე სესია)
ნომერი 1368
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.

ფაგუსის ქარხანა (გერმ. Fagus-Werk) გერმანიის ქალაქ ალფელდში მდებარეობს და ფირმა Fagus-GreCon-ის სათავო ოფისს წარმოადგენს. ქარხნის შენობა 1911 წელს არქიტექტორ ვალტერ გროპიუსისა და ადოლფ მაიერის მიერ შეიქმნა და, როგორც მოდერნისტული მიმდინარეობის ერთ-ერთი პირველი ნაგებობა, 1946 წლიდან გერმანიის დაცულ ძეგლებს მიეკუთვნება. 2011 წლიდან იგი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

1911 წელს გერმანელმა მეწარმემ კარლ ბენშაიდტმა (1858–1947) არქიტექტორ ვალტერ გროპიუსს შესთავაზა, თავისი ახალი ფეხსაცმლის ფაბრიკისათვის[1] აეგო შენობა, რომელიც შესახედავადაც თანამედროვეობის შესატყვისი იქნებოდა და თანაც უშუალოდ ჰანოვერის რკინიგზის ხაზთან განლაგდებოდა. გროპისს შეეძლო სართულების დიზაინის შექმნისას დაყრდნობოდა არქიტექტორ ედუარდ ვერნერის უკვე მზა ნამუშევარს, ფასადი კი სრულიად ახალ მიდგომას საჭიროებდა. დღეს ფაგუსის ქარხნის შენობაში არა მარტო ფეხსაცმლის ფაბრიკაა, არამედ ფუნქციონირებს ფეხსაცმლის მუზეუმიც.

სახელწოდება ფაგუსი ლათინური წარმოშობისაა და წიფელს ნიშნავს. ეს სახელწოდება დაკავშირებული იმასთან, რომ ალფელდში 1858 წლიდან მოყოლებული ფეხსაცმელების წარმოებისათვის მასალად წიფლის ხე გამოიყენებოდა.

1946 წლიდან ფაგუსის ქარხანა რეგისტრირებულია, როგორც არქიტექტურული ძეგლი; 1984 წელს მას მნიშვნელოვანი რესტავრაცია ჩაუტარდა. 2006 წლიდან ყოფილ საწყობში მოწყობილია ფაგუს-გროპიუსის გამოფენა. 2011 წლის 25 ივნისს ფაგუსის ქარხანა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა[2].

  • Heinrich Biermann, Norbert Hoffmann, Manfred Henke: Architektonische Kostbarkeiten im Landkreis Hildesheim. Köhler, Harsum 1993, გვ. 25–27.
  • Annemarie Jaeggi: Fagus. Industriekultur zwischen Werkbund und Bauhaus. Jovis, Berlin 1998, ISBN 3-931321-83-5.
  • Anne Sudrow: Der Schuh im Nationalsozialismus. Eine Produktgeschichte im deutsch-britisch-amerikanischen Vergleich. Wallstein, Göttingen 2010, გვ. 352-372; 572-591.
  • Arne Herbote: Lebensreform und Amerikanisierung : Anmerkungen zum Bauherrn des Fagus-Werks. In: der architekt, 2011, 4, გვ. 31-35.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]