პადუის ბოტანიკური ბაღი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პადუის ბოტანიკური ბაღი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Orto botanico padova.JPG
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 40°24′05″ ჩ. გ. 11°52′48″ ა. გ. / 40.40139° ჩ. გ. 11.88000° ა. გ. / 40.40139; 11.88000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1997  (21-ე სესია)
ნომერი 824
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 824
რუს.ინგლ.ფრ.

პადუის ბოტანიკური ბაღი (იტალ. Orto botanico di Padova) — ბოტანიკური ბაღი ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ პადუაში. შეიქმნა 1545 წელს და წარმოადგენს მსოფლიოს უძველეს აკადემიურ ბაღს, რომელიც დღემდე თავის პირვანდელ ადგილას მდებარეობს. ბაღი მასთან დაკავშორებულ პადუის უნივერსიტეტთან ერთად 22 000 მ²-ს მოიცავს და ცნობილია თავის სპეციალური კოლექციითა და ისტორიული დაგეგმარებით.

ბაღი ვენეციის რესპუბლიკის სენატის გადაწყვეტილებით შეიქმნა. მისი მთავარი მიზანი სამკურნალო მცენარეების მოშენება იყო, რათა ეწარმოებინათ ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები, ასევე სტუდენტებს ესწავლათ სამკურნალო მცენარეების გამორჩევა სხვა მცენარეთაგან.

ბაღს გარშემო კედელი შემოარტყეს, რათა ღამით გახშირებული ქურდობებისგან დაეცვათ. სულ მალე, ბაღი გაამდიდრეს მცენარეულობით თითქმის მთელი მსოფლიოდან, პრაქტიკულად ყველა იმ ქვეყნიდან, რომლებიც ვენეციასთან სავაჭრო კავშირში იმყოფებოდნენ. შესაბამისად, პადუამ იკისრა წამყვანი როლი არაერთი ეგზოტიკური მცენარის შესწავლის საქმეში. ამას ხელს უწყობდა ჰერბარიუმი და ლაბორატორიები, რომლებიც ბაღს თანდათან ემატებოდა.

1997 წელს, პადუის ბაღი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: