შინაარსზე გადასვლა

ზემერინგის რკინიგზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზემერინგის რკინიგზა
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები ავსტრიის დროშა ავსტრია | ქვეყნის დროშა2 | name = ავსტრიის დროშა ავსტრია | variant = | size =

}}
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv
რეგიონი ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1998  (22-ე სესია)
ნომერი 785
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 785
ინგლ.რუს.ფრ.

ზემერინგის რკინიგზა (გერმ. Semmeringbahn) — სარკინიგზო ხაზი ავსტრიაში, რომელიც იწყება ქალაქ გლოგნიცში და ზემერინგის გავლით მიემართება ქალაქ მურცუშლაგში. ეს იყო ევროპაში აშენებული პირველი სტანდარტული სიგანის რკინიგზა. ამჟამად მიჩნეულია მსოფლიოში პირველ მთის რკინიგზად, რომელიც ურთულეს რელიეფზე წარმატებით იქნა გაყვანილი. იგი ამჟამადაც სრული დატვირთვით მუშაობს და შედის ავსტრიის ფედერალური რკინიგზის შემადგენლობაში.

რკინიგზის მშენებლობა 1848-1854 წლებში მიმდინარეობდა. პროცესში მონაწილეობას იღებდა 20 000 მუშა. პროექტი შეადგინა კარლ ფონ შეგამ. კონსტრუქცია მოიცავს 14 გვირაბს, 16 ვიადუკს და ასამდე ქვისა და 11 რკინის ხიდს. სადგურები და საზედამხედველო ნაგებობები გვირაბების გათხრისას გამოტანილი ნარჩენებისაგან აშენდა. სარკინიგზო ხაზის სიგრძე 41 კმ-ია.

1998 წელს, იუნესკომ ზემერინგის რკინიგზა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]