სან-მილან-დე-ლა-კოგოლიის მონასტრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სან-მილან-დე-ლა-კოგოლიის იუსოსა და სუსოს მონასტრები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Sanmillan.012.jpg
სუსოს (წინ) და იუსოს (უკან) მონასტრები
ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv, vi
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 42°20′00″ ჩ. გ. 2°52′00″ ა. გ. / 42.33333° ჩ. გ. 2.86667° ა. გ. / 42.33333; 2.86667
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1997  (21-ე სესია)
ნომერი 805
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 805
რუს.ინგლ.ფრ.

სან-მილან-დე-სუსო და სან-მილან-დე-იუსო (ესპ. San Millán de Suso; San Millán de Yuso) — ორი მონასტერი, რომელიც მდებარეობს ესპანეთის ლა-რიოხის პროვინციის სოფელ სან-მილან-დე-ლა-კოგოლიაში, ერთმანეთისგან სულ რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით. აგებულია სხვადასხვა ეპოქაში. 1997 წელს იუნესკომ ისინი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

მონასტრების სახელები - Suso და Yuso ძველ კასტილიურ ენაზე „ზემოს" და „ქვემოს" ნიშნავს შესაბამისად. სუსოს მონასტერი შუაგულ ტყეში მდებარეობს და უფრო ადრეა აგებული, ვიდრე იუსო. მორწმუნეებს სჯერათ, რომ იმ ადგილასაა აშენებული, სადაც წმინდა ემილიანი ცხოვრობდა განდეგილობის დროს.

მონასტერში დაკრძალულია გონსალო დე ბერსეო, XIII საუკუნეში მონასტერში მოღვაწე ბერი და ამავე დროს პირველი ესპანელი პოეტი, რომელიც სახელითაა ცნობილი. ამ მონასტერში, 977 წელს, ერთ-ერთი ბერის მიერ შესრულებულია დღემდე ცნობილი პირველად ჩაწერილი კასტილიური ტექსტი Glosas Emilianenses, რომელიც ლათინურიდან კანონიკის თარგმანს წარმოადგენს. დღეს ის ესკორიალში ინახება.

იუსოს მონასტერი 1050 წელს დაარსდა, თუმცა სრული რეკონსტრუქცია XVI - XVIII საუკუნეებში ჩაუტარდა. მისი დრეს შემორჩენილი ყველაზე ძველი ნაწილი XVI საუკუნეს მიეკუთვნება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]