შინაარსზე გადასვლა

სანტ-პაუს ჰოსპიტალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კატალონიური მუსიკის სასახლე და სანტ-პაუს ჰოსპიტალი
სტატუსი bien de interés cultural[1] , იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტის ნაწილი და Cultural Asset of National Interest
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები ესპანეთის დროშა ესპანეთი | ქვეყნის დროშა2 | name = ესპანეთის დროშა ესპანეთი | variant = | size =

}}
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iv
რეგიონი ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1997  (21-ე სესია)
ნომერი 804
Map
https://www.santpaubarcelona.org/
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 804
ინგლ.რუს.ფრ.

სანტ-პაუს ჰოსპიტალი (ესპ. Hospital de la Santa Cruz y San Pablo) — არქიტექტურული კომპლექსი ბარსელონას შემოგარენში, ელ-გინარდოს რაიონში. აშენდა 1901-1930 წლებში, კატალონიელი მოდერნისტი არქიტექტორის, ლუის დომენიკ ი მონტანერის პროექტის მიხედვით. 2009 წლიდან, კატალონიური მუსიკის სასახლესთან ერთად შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. 2009 წლის ივნისამდე, სრული დატვირთვით მუშაობდა თავისი პირვანდელი ფუნქციით — როგორც ჰოსპიტალი, მაგრამ ამჟამად სარემონტო სამუშაოების გამო დახურულია, ვინაიდან იგი უნდა გადაიქცეს მუზეუმად და კულტურულ ცენტრად.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი შენობა XX საუკუნისაა, სანტ-პაუს ჰოსპიტალი ჯერ კიდევ 1401 წელს დაარსდა, როდესაც ექვსი პატარა, შუა საუკუნეების ჰოსპიტალი გაერთიანდა. მისი ყოფილი შენობები, რომლებიც ამჟამად ბარსელონას ცენტრის სიახლოვეს მდებარეობს, XV საუკუნით თარიღდება და მათში გახსნილია ხელოვნების სკოლა და კატალონიის ბიბლიოთეკა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Wiki Loves Monuments monuments database — 2017.