შინაარსზე გადასვლა

სამთავრო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამთავრო — მონარქიული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომლის სათავეში დგას მთავარი. განსაკუთრებით დამახასიათებელია ფეოდალური დაქუცმაცებულობის პერიოდისათვის.

შუა საუკუნეების საქართველოში, სამთავრო ეწოდებოდა მთავარის საგამგებლო ტერიტორიას.

  • სახელმწიფო მოხელეების (სპასპეტი, ერისთავი, სპასალარი და სხვა) საგამგებლო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები;
  • მცირე და დიდი სენიორები (VI—VIII საუკუნეებში — ქართველთა საერისთავო; VIII—X საუკუნეებში — კახთა საქორეპისკოპოსო, ჰერთა სამეფო, იბერთა საკურაპალატო, სხვადასხვა საუფლო-სამამფლო-სამეფოები; XIII—XVIII საუკუნეებში — სამცხე-საათაბაგო, გურიის, სამეგრელოს, სვანეთის, აფხაზეთის სამთავროები).

საქართველოს მონარქიის სამოხელეო სამთავროები (საერისთავო ქვეყნები), იშვიათად კი სამამულე სამფლობელოებიც XV—XVIII საუკუნეებში გადაიქცნენ სენიორია-სამთავროებად და სახელმწიფო სამთავროებად (ოდიშის, სვანთა, აფხაზთა საერისთავოები, სამცხე-საათაბაგო. ზოგჯერ სამოხელეო სამთავროები სათავადო-სამამულე სამფლობელო ხდებოდა (მაგ., ქსნისა და არაგვის საერისთავოები).

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სამთავრო“-დან