თბილისის სასულიერო აკადემია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მცხეთის სასულიერო სემინარია)
თბილისის სასულიერო აკადემია

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია დაარსდა 1988 წელს, მცხეთის სასულიერო სემინარიის ბაზაზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თანხმობით და შეადგენს სრულიად საქართველოს საპატრიარქოს სტრუქტურულ ნაწილს.

თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე მიიღებიან უმაღლესი საერო განათლების მქონე და სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული მამაკაცები 35 წლამდე.

რექტორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორია პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. დაინიშნა 2009 წლის 23 ოქტომბერს.

სწავლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სასწავლო წელი შედგება 2 სემესტრისაგან.

სწავლა იწყება 14 სექტემბერს და მთავრდება მაისის III კვირის პარასკევს. დასვენების დღეებად ცხადდება შრომის კანონმდებლობით დადგენილი დასვენების დღეები და დიდი საეკლესიო დღესასწაულები (21 სექტემბერი – ღვთისმშობლობა; 14 ოქტომბერი – სვეტიცხოვლობა; 23 ნოემბერი – გიორგობა; 4 დეკემბერი – ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება; 25 მარტი – საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე; 6 მაისი – გიორგობა; 12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე; 13 მაისი – ამაღლება), ასევე დიდმარხვის პირველი და ბოლო კვირა და ბრწყინვალე შვიდეული.

სამეცნიერო საბჭო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორთან სათათბიროს უფლებებით მოქმედებს სამეცნიერო საბჭო. სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებანი სავალდებულოა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ყველა სტრუქტურული ერთეულისათვის.

სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი.

სამეცნიერო საბჭოს წევრები:

  • პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე – რექტორი, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე;
  • მღვდელი ბესარიონ ცინცაძე – პრორექტორი სამეცნიერო დარგში;
  • დეკანოზი გელასი ნატროშვილი – პრორექტორი სასწავლო დარგში;
  • მღვდელი იაკობ ჩიჩილიძე – თბილისის სასულიერო აკადემიის დეკანი;
  • დეკანოზი აბრაამ სოლომნიშვილი – თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი;
  • დეკანოზი იოსებ ვანიძე – ხატწერის, რესტავრაციისა და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი;
  • არქიმანდრიტი იოანე კიკვაძე – საეკლესიო გალობისა და სიმღერის ფაკულტეტის დეკანი;
  • თეა ბეჟუაშვილი – საღვთისმეტყველო ინსტიტუტის ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი;
  • გრიგოლ ხაჭაპურიძე – საღვთისმეტყველო ინსტიტუტის რელიგიათმცოდნეობისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი;
  • ზურაბ შევარდნაძე – დეკორატიული მებაღეობისა და ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი;
  • ბადრი ბერაია – გალობის ცენტრის დირექტორი,
  • გრივერ ფარულავა – ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
  • ედიშერ ჭელიძე – პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
  • ზაზა სხირტლაძე – ქრისტიანული ხელოვნების კათედრის გამგე, ხელოვნების მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
  • სერგო ვარდოსანიძე – საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სამეცნიერო საბჭოს მდივანი;
  • ლელა ხაჩიძე – რელიგიათმცოდნეობის კათედრის გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
  • იური მოსიძე – უცხო ენების კათედრის გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
  • მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
  • მარიამ ლორთქიფანიძე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
  • ზურაბ ჭუმბურიძე – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
  • ნინო მელიქიშვილი – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
  • რევაზ სირაძე – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
  • დეკანოზი გიორგი საბიაშვილი;
  • გვანცა კოპლატაძე – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
  • ლეილა გეგუჩაძე – ფილოლოგიის დოქტორი
  • რუსუდან წიქვაძე – ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატი
  • მღვდელი გიორგი გუგუშვილი – ბიბლეისტიკის კათედრის გამგე
  • დეკანოზი შალვა კეკელია – სასწავლებლის სულიერი მოძღვარი
  • მერაბ ბუჩუკური – რესტავრაციის კათედრის გამგე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]