გიორგი ბოჭორიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ბოჭორიძე
დაბადების სახელი გიორგი თადეოზის ძე ბოჭორიძე
დაბადების თარიღი 20 აგვისტო, 1884
სოფელი ნაციხარი
გარდაცვალების თარიღი 1939
მოქალაქეობა სსრკ
პროფესია ქართველი ისტორიკოსი.

გიორგი თადეოზის ძე ბოჭორიძე (დ. 20 აგვისტო, 1884, სოფელი ნაციხარი, ახლანდელი ახმეტის მუნიციპალიტეტი — გ. 1939) — ქართველი ისტორიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლობდა თბილისის სემინარიაში, საიდანაც გარიცხეს 1905 წელის რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობისათვის. 1922 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი. 1921 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტმა, მუშაობა დაიწყო საქართველოს ცენტრალურ არქივში, შემდეგ საქართველოს მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1923-1926 წლებში ქართლ-კახეთში, მესხეთ-ჯავახეთში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ისტორიული ნივთებისა და საარქივო მასალის მდიდარ კოლექციას მოუყარა თავი და თბილისის და ქუთაისის საცავებს გადასცა მრავალი ხელნაწერი. განსაკუთრებით საყურადღებოა მის მიერ მიკვლეული ჯვარისის ეპიგრაფიკული ძეგლი (რაჭა) და თაბორის ოთხთავი (XI საუკუნე).

ბოჭორიძეს გამოქვეყნებული აქვს არქეოგრაფიული ნაშრომები: „ორი ფიქალწერილი“ („საისტორიო მოამბე“, 1925, წგნ. 1), „ფურცელაანთეული ქრონიკა“ (იქვე), „რაჭის ისტორიული ძეგლები“ („საქართველოს მუზეუმის მოამბე“, 1930, ტ. 5; 1933-1935, ტ. 7-8) და სხვა; გამოუქვეყნებელი დარჩა ეთნოგრაფიული ნაშრომი „თუშეთი“.

გიორგი ბოჭორიძის პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]