ელენა მოსკოველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელენა მოსკოველი

დედოფალი ელენა თავის ქმართან ერთად
ლიტვის დიდი მთავარი
მმართ. დასაწყისი: 15 თებერვალი, 1495
მმართ. დასასრული: 19 აგვისტო, 1506
წინამორბედი: ელიზაბეთ ავსტრიელი
მემკვიდრე: ბარბარა ზაპოლია
პოლონეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 3 ოქტომბერი, 1501
მმართ. დასასრული: 19 აგვისტო, 1506
წინამორბედი: ელიზაბეთ ავსტრიელი
მემკვიდრე: ბარბარა ზაპოლია
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 19 მაისი, 1476
დაბ. ადგილი: კრემლი, მოსკოვის დიდი სამთავრო
გარდ. თარიღი: 20 იანვარი, 1513, (36 წლის)
გარდ. ადგილი: ბრასლავი, ლიტვის დიდი სამთავრო
დაკრძ. ადგილი: ვილნიუსი, ლიტვა
მეუღლე: ალექსანდრე I, პოლონეთის მეფე
დინასტია: რიურიკოვიჩები
მამა: ივანე III, მოსკოვის დიდი მთავარი
დედა: სოფია პალეოლოგინა
რელიგია: მართლმადიდებლობა

ელენა მოსკოველი (რუს. Елена Ивановна, პოლ. Helena Moskiewska; დ. 19 მაისი, 1476 — გ. 20 იანვარი, 1513) — რიურიკების დინასტიის წარმომადგენელი. მოსკოვის დიდ მთავარ ივანე III-ისა და სოფია პალეოლოგინას ასული. ლიტვის დიდი მთავარი 1495-1506 წლებში და პოლონეთის დედოფალი 1501-06 წლებში როგორც ალექსანდრე I-ის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელენა დაიბადა 1476 წლის 19 მაისს მოსკოვის დიდი სამთავროს დედაქალაქ კრემლში. იგი იყო მოსკოვის დიდ მთავარ ივანე III-ისა და მისი მეუღლის, სოფია პალეოლოგინას ასული. დედის მხრიდან ელენა ბიზანტიის იმპერატორ მანუელ II-ის შვილთაშვილი იყო.

1492 წელს დაიწყო რუსეთ-ლიტვის ომი, რომელიც რამდენიმე წელიწადში ზავით დასრულდა. ლიტვასთან ალიანსის გასამყარებლად ივანე III-მ ელენა 1495 წლის 18 თებერვალს ლიტვის დიდ მთავარ ალექსანდრე I-ს მიათხოვა. ქორწინებას უნდა მოეწესრიგებინა ლიტვასა და რუსეთს შორის არსებული არეული სიტუაცია, თუმცა უარესი მოხდა. კათოლიკე ალექსანდრე, რომელიც პოლონეთის ტახტის მემკვიდრეც იყო ელენას დაჟინებით სთხოვდა კათოლიციზმის მიღებას, თუმცა დედოფალი მტკიცედ იდგა მართლმადიდებლობაზე და რელიგიის შეცვლას არ აპირებდა. ამას გარდა, ლიტვასა და რუსეთს შორის ომები კვლავ გაგრძელდა 1500-03, 1507-08 და 1512-22 წლებში, რა დროსაც ელენა შუამავლის როლს ასრულებდა ლიტველებსა და რუსებს შორის.

1501 წელს მისი მაზლი, მეფე იან I უშვილოდ აღესრულა, რის გამოც პოლონეთის მეფე მისი ქმარი ხდება, ელენა კი დედოფლად გვევლინება. იგი ძალიან განათლებული ქალი იყო. მიუხედავად რელიგიური განსხვავებისა, პოლონელებს დედოფალი მალევე შეუყვარდათ, რომელსაც გარშემორტყმული ჰყავდა პოლონელი ჰუმანისტები.

ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ, ვინაიდან მათ შვილები არ ჰყოლიათ, ტახტზე მისი კიდევ ერთი მაზლი სიგიზმუნდ I ავიდა, რის გამოც ელენამ დატოვა პოლონეთი და 1506 წლიდან ლიტვაში გადასახლდა. მან სწორედ აქ გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი წლები და გარდაიცვალა კიდეც 1513 წლის 20 იანვარს, 36 წლის ასაკში. დაკრძალეს ვილნიუსის საკათედრო ტაძარში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Stevens, Carol B. (2007). Russia's Wars of Emergence 1460–1730. Pearson Education. ISBN 978-0-582-21891-8.
  • Stone, Daniel (2001). The Polish–Lithuanian State, 1386–1795. A History of East Central Europe. University of Washington Press. ISBN 0-295-98093-1.