ალექსანდრა თედორეს ასული (ნიკოლოზ I-ის მეუღლე)
ალექსანდრა თედორეს ასული | |
---|---|
სრულიად რუსეთის იმპერატრიცა | |
კორონაცია: | 3 სექტემბერი 1826 |
მმართ. დასაწყისი: | 1 დეკემბერი 1825 |
მმართ. დასასრული: | 2 მარტი 1855 |
წინამორბედი: | ლუიზა ბადენელი |
მემკვიდრე: | მარია ჰესენელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 13 ივლისი 1798 |
დაბ. ადგილი: | ბერლინი, პრუსია, ს.რ.ი. |
გარდ. თარიღი: | 1 ნოემბერი 1860 (62 წლის) |
გარდ. ადგილი: | ცარსკოე-სელო, რუსეთის იმპერია |
დაკრძ. ადგილი: | პეტრესა და პავლეს კათედრალი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
მეუღლე: |
ნიკოლოზ I, რუსეთის იმპერატორი (ქ. 1817 - გ. 1855) |
შვილები: |
1. ალექსანდრე II, რუსეთის იმპერატორი 2. მარია, ლეხტენბერგის ჰერცოგინია 3. ოლღა, ვუტემბერგის დედოფალი 4. ალექსანდრა, ჰესენ-კასელის პრინცესა 5. კონსტანტინე 6. ნიკოლოზი 7. მიხეილი |
სრული სახელი: |
გერმანელებისთვის: ფრიდრიხა ლუიზა შარლოტა ვილჰემინა ჰოჰენცოლერნი რუსებისთვის: ალექსანდრა თეოდოროვნა რომანოვა |
დინასტია: | ჰოჰენცოლერნები |
მამა: | ფრიდრიხ ვილჰელმ III, პრუსიის მეფე |
დედა: | ლუიზა მეკლენბურგ-სტერლიცელი |
რელიგია: |
ჯერ კალვინიზმი შემდეგ მართლმადიდებლობა |
ალექსანდრა თედორეს ასული (რუს. Александра Фёдоровна; დაბადებით ფრიდრიხა ლუიზა შარლოტა ვილჰემინა ჰოჰენცოლერნი, იგივე პრინცესა შარლოტა პრუსიელი, გერმ. Prinzessin Charlotte von Preußen; დ. 13 ივლისი 1798, ბერლინი, პრუსია - გ. 1 ნოემბერი 1860, ცარსკოე-სელო, რუსეთი) — ჰოჰენცოლერნების დინასტიის წარმომადგენელი. სრულიად რუსეთის იმპერატრიცა 1825-1855 წლებში როგორც ნიკოლოზ I-ის მეუღლე. რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის დედა.
შარლოტა იყო პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ III-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ლუიზა მეკლენბურგ-სტერლიცელის უფროსი გადარჩენილი ქალიშვილი.მან ბავშვობა განვლო ისეთ საშინელ ეპოქაში, როდესაც მის სამშობლოში მიმდინარეობდა ნაპოლეონის დამპყრობლური ომები. დედამისი კი მაშინ გარდაიცვალა როცა იგი სულ 12 წლის იყო.
1814 წელს დანიშნეს რუსეთის დიდ მთავარ ნიკოლოზ რომანოვზე (მომავალში იმპერატორი ნიკოლოზ I). ისინი დაქორწინდნენ 1817 წლის 1 ივლისს. ქორწილის შემდეგ შარლოტამ შეიცვალა რელიგია და მართლმადიდებელი გახდა, ამასთან რუსული წესების თანახმად გადაირქვა სახელი და ალექსანდრა თეოდორეს ასული გახდა. მას ბედნიერი ქორწინება ჰქონდა, რომლისგანაც შვიდი შვილი გააჩინა.
მას შემდეგ რაც მისი მაზლი, იმპერატორი ალექსანდრე I გარდაიცვალა, 1825 წელს მისი ქმარი სრულიად რუსეთის იმპერატორი გახდა. ალექსანდრა სარგებლობდა ქმრის დიდი ნდობით სახელმწიფო საქმეებში, თუმცა იგი პოლიტიკით საერთოდ არ იყო დაინტერესებული, მხოლოდ მაშინ ერთვებოდა პოლიტიკურ ცხოვრებაში როცა მის საყვარელ პრუსიას ეხებოდა საქმე. ის იყო მორჩილი, თავაზიანი და ქმრის იდეების დიდი მხარდამჭერი. მისი პიროვნება მთლიანად დაჩრდილა ნიკოლოზ I-ის ძლიერმა ხასიათმა. ალექსანდა საერთოდ არ ინტერესდებოდა ქველმოქმედებით. მისი ინტერესის სფერო ვრცელდებოდა საოჯახო საქმეებზე, ცეკვაზე, სამკაულებზე და ბურთით თამაშზე. 1841 წლიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მან დიდი დრო გაატარა საზღვარგარეთ მკურნალობისას. ვინაიდან იგი წლების მანძილზე რუსეთში არ იყო, ნიკოლოზმა საყვარლები გაიჩინა, თუმცა ალექსანდრას ის მაინც უყვარდა. 1855 წელს ნიკოლოზ I გარდაიცვალა, იმპერატორი კი მათი ვაჟი ალექსანდრე II გახდა. ხუთ წელიწადში, 1860 წელს ალექსანდრაც გარდაიცვალა.
პრუსიის პრინცესა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრინცესა ფრიდრიხა ლუიზა შარლოტა ვილჰემინა დაიბადა 1798 წლის 13 ივლისს, პრუსიის დედაქალაქ ბერლინში. მამამისი იყო პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ III, ხოლო დედა დედოფალი ლუიზა მეკლენბურგ-სტერლიცელი. დედამისი იყო გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ I-ს და. შარლოტა მათი უფროსი ქალიშვილი იყო.
პრინცესა შარლოტა იზრდებოდა ნაპოლეონის ომების ეპოქაში, მაშინ, როცა პრუსიას ეკონომიკურად ძალიან უჭირდა. მამამისი იყო კეთილი და რელიგიური კაცი, თუმცა როგორც მმართველი ის ფიცხი და მტკიცე იყო. 1806 წელს ფრიდრიხმა ნაპოლეონთან დამარცხების გამო თავისი სამფლობელოების ნახევარი დაკარგა. შარლოტას დედა, რომლის მთავარი ხიბლიც ინტელექტი იყო, უფრო დიდი გავლენები ჰქონდა ვიდრე მის ქმარს. როცა იენა-აუერშტედტის ბრძოლაში ფრანგებმა პრუსიელები დაამარცხეს, დედოფალი ლუიზა შვილებთან ერთად კოენიგსბერგში გაიქცა, ამ დროს შარლოტა რვა წლის იყო. პრუსიის დედოფალი თავის შვილებთან ერთად რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-მა შეიფარა და დაიცვა. დედოფალი ლუიზა შარლოტას შესახებ წერდა: "ჩემი ქალიშვილი შარლოტა დაცულია, თუმცა მამამისის მსგავსად, ცივი გარეგნობის მიღმა, იმალება სამშობლოს სიყვარულით ანთებული ცეცხლი". 1806 წლის 27 ოქტომბერს პრუსიის დედაქალაქი ბერლინი ნაპოლეონმა აიღო. რამდენიმე წლის განმავლობაში პრუსია დედაქალაქითურთ ფრანგების ბატონობის ქვეშ იყო. 1809 წლის დეკემბერში დედოფალი ლუიზა თავის შვილებთან ერთად ბერლინში დაბრუნდა. ბერლინში ჩასვლიდან მალევე დედოფალი ტიფისაგან მძიმედ დაავადდა და 34 წლის ასაკში გარდაიცვალა კიდეც, ამ დროს შარლოტა მხოლოდ 12 წლის იყო. მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, შარლოტას მოგონებებში დედას ყოველთვის დიდი და ძვირფასი ადგილი ეჭირა.
ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1814 წლის თებერვალში ბერლინს ეწვივნენ რუსეთის დიდი მთავარი ნიკოლოზ რომანოვი და მისი ძმა მიქაელ რომანოვი. ისინი ჩავიდნენ მოსალაპარაკებლად, რათა ნიკოლოზი და შარლოტა დაქორწინებულიყვნენ, რითაც დაკავშირდებოდა ორი ევროპის უძლიერესი დინასტია და კიდევ უფრო გამყარდებოდა რუსეთ-პრუსიის ალიანსი. ნიკოლოზი ტახტის მემკვიდრე იყო, რადგან მისი ძმა, იმპერატორი ალექსანდრე I უშვილო იყო და მხოლოდ დროის საკითხი იყო ნიკოლოზის ტახტზე ასვლა. ცნობილია, რომ პირველი ვიზიტისას ნიკოლოზი და შარლოტა მხოლოდ შეხვდნენ ერთმანეთს, ხოლო მეორე შეხვედრისას ერთმანეთი შეუყვარდათ. ნიკოლოზი მაღალი და სიმპათიური კაცი იყო, იმ დროის კლასიკური გარეგნობით. ამ დროს შარლოტა 17 წლის იყო. შარლოტამ მომავალ საქმროზე განაცხადა: "მე მომწონს ის და დარწმუნებული ვარ მასთან ბედნიერი ვიქნები". პრინცესამ თავის ძმას მისწერა: "ჩვენ მთელი შინაგანი სამყარო გვაქვს საერთო, მთელი სამყაროს მირჩევნია, ჩვენს გულებში ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი სამყარო". წყვილი ხელი-ხელ ჩაკიდებული მივიდა და დაესწრო ბერლინში ოპერას. 1816 წელს ნიკოლოზი პრუსიას კვლავ ეწვია, რა დროსაც ის და შარლოტა დაინიშნნენ. ისინი ორივე პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ I-ის შვილთაშვილები და მესამე თაობის ბიძაშვილები იყვნენ.
1817 წლის 9 ივნისს შარლოტა თავის ძმა ვილჰელმთან ერთად რუსეთში ჩავიდა. შარლოტა, როგორც მომავალი დედოფალი მოინათლა მართლმადიდებლად და ეწოდა სახელი ალექსანდრა თეოდოროვნა. მეცხრამეტე დაბადების დღეზე, 1817 წლის 13 ივლისს ალექსანდრა და ნიკოლოზი დაქორწინდნენ. მოგვიანებით, ქორწინებით კმაყოფილი ალექსანდრა წერდა: "სრული ნდობითა და სიყვარულით, მე ნიკოლოზს ჩემი ხელით გადავეცი ჩემი ცხოვრება და ის არასდროს მიღალატებს მე !".
დიდი მთავარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაპირველად ალექსანდრა თეოდოროვნას ჰქონდა რუსეთის სამეფო კარზე ადაპტაციის პრობლემები. ამას თან ერთვოდა რელიგიის შეცვლა, გარემოს მთლიანად შეცვლა, ირგვლივ სულ უცხო ხალხი და ამასთან რუსულის სწავლაც უჭირდა. მან მოიპოვა თავისი დედამთილის, მარია ფეოდოროვნას (დაბ. სოფია დოროთეა ვუტემბერგელი) სიმპათია, რომელიც ასევე გერმანელი იყო და აბსოლუტურად ესმოდა მისი რძლის გაჭირვების. თუმცა დიდი ხნის მანძილზე მას ძალიან ცუდად ექცეოდა თვით იმპერატრიცა, მისი მაზლის ცოლი ელისაბედ ალექსანდროვნა (დაბ. ლუიზა ბადენელი), რომელიც აგრეთვე ალქსანდრას თანამემამულე იყო.
პირველი ორსულობისას ალექსანდრა მოსკოვში გაემგზავრა. 1818 წლის 29 აპრილს, სწორედ იქ გააჩინა თავისი პირველი შვილი ალექსანდრე ნიკოლაევიჩი. მომავალ წელს, 1819 წლის 18 აგვისტოს გააჩინა გოგონა, რომელსაც მისი დედამთილის პატივსაცემად მარია დაარქვეს. მშობიარობიდან მალევე იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ალექსანდრა და ნიკოლოზი თავისთან დაიბარა და მისი უმცროსი ძმის, კონსტანტინეს დაქორწინების თაობაზე ჰკითხა რჩევა. 1820 წელს ალექსანდრამ მკვდარშობილი ბავშვი გააჩინა, რამაც იგი ღრმა დეპრესიაში ჩააგდო. 1820 წლის გაზაფხულზე ექიმებმა ნიკოლოზს ურჩიეს, რომ ცოლი სამშობლოში წაეყვანა, რაც მას ხასიათს გამოუკეთებდა. 1821 წლის ზაფხულში ნიკოლოზი და ალექსანდრა პრუსიაში გაემგზავრნენ, საიდანაც 1824 წელს დაბრუნდნენ. 1825 წელს ალექსანდრე I-მა მათ სანქტ-პეტერბურგში დაბრუნება სთხოვათ.
რუსეთში ჩასვლის პირველ წელს ალექსანდრა თედოროვნა ცდილობდა რუსული ენისა და რელიგიის შეთვისებას. სამეფო ოჯახის წევრები, დისკომფორტის მოსახსნელად გერმანულად ელაპარაკებოდნენ, ხოლო წერილებს ფრანგულ ენაზე წერდნენ (ეს იმიტომ, რომ სამეფო ოჯახის გარდა ვერავის წაეკითხა, რადგან იმ დროის რუსეთში ფრანგული მხოლოდ მათ იცოდნენ). ამ მიზეზებით ალექსანდრამ ვერ შეძლო რუსული ენის კარგად ათვისება.
ალექსანდრა თედოროვნა, რუსეთში ცხოვრების პირველი წლების შესახებ თავის მემუარებში წერდა: "ჩვენ ორივე მართლაც ბედნიერები ვიყავით, ცალკე რეზიდენციაში მარტონი ვცხოვრობდით და ნიკოლოზს უყვარდა ჩემს ფეხებზე თავის დადება". მათი ქორწინების პირველი რვა წლის მანძილზე, რუსეთის იმპერატორი ალექსანდრას მაზლი, ალექსანდრე I იყო. რომელმაც მათ საკუთარი სასახლე აჩუქათ პეტერჰორფში, რაც ნიკოლოზის საყვარელ ადგილად დარჩა სიცოცხლის ბოლომდე.
პიროვნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალექსანდა მაღალი, დახვეწილი ნაქუთების და ლამაზი ფორმების ქალი იყო. მას ჰქონდა ლურჯი თვალები და ღრმა, განათლებული გამოხედვა. უყვარდა წელში გამართული, ნამდვილად დედოფლისთვის შესაფერისი სიარული. ჰქონდა სწრაფი, მოქნილი და მოხდენილი ფეხი. მას ჰქონდა სუსტი იმუნიტეტი, რის გამოც ხშირად ხდებოდა ავად. მისი ხმა ძალიან დაბალი იყო, თუმცა ყოველთვის ძალიან სწრაფად და თავდაჯერებულად საუბრობდა.
ალექსანდა თედოროვნას უყვარდა კითხვა და მუსიკა. მისი საყვარელი რუსი მწერალი იყო ლერმონტოვი. იგი იყო ძალიან კეთილი და მარტივად საკონტაქტო. იგი ყოველთვის ელეგანტურად იყო ჩაცმული, უპირატესობას ნათელ ფერებს ანიჭებდა და ყოველთვის ეკეთა ტანისამოსის შესაფერისი ძვირფასი სამკაული. ალექსანდრა აღმერთებდა სამეფო ბანკეტებზე ცეკვას და გართობას. ხშირად მისი ბრძანებით ბანკეტი არ მთავრდებოდა და ცეკვას მეორე დილამდე აგრძელებდა. იგი მისი მაზლის ცოლისგან განსხვავებით არც ამპარტავანი იყო და არც უსაზღვროდ სასტიკი, თუმცა კარგი მეხსიერება ჰქონდა და უყვარდა სამაგიეროს გადახდა. იმ დროის ჩანაწერებიდან ვიგებთ,რომ ალექსანდრა ირონიული იყო ხოლმე მამაკაცების გადაწყვეტილებების მიმართ. იგი პოლიტიკურად აქტიური პიროვნება არ ყოფილა და არც ქველმოქმედება უყვარდა. მას ძალიან უყვარდა თავისი ოჯახი და დიდ დროს უთმობდა მასზე ზრუნვას, სრული წესრიგის დაცვას. მას სიკვდილივით ეშინოდა ხალხის აჯანყების და იმის გამეორების რაც საფრანგეთსა და ინგლისში მოხდა, ანუ სამეფო ოჯახის ჩამოგდების და მათი სიკვდილით დასჯის.
მისთვის, რუსეთი იყო მხოლოდ ის ტერიტორია, რომელიც მის ქმარს უყვარდა და მისი მმართველი უნდა გამხდარიყო. ერთხელ მან ასეთი რამ სახალხოდაც კი თქვა, რამაც რუსების გაოცება და გაბრაზება გამოიწვია. ამის გამო ნიკოლოზმა მას აუკრძალა მსგავსი დაუფიქრებელი სიტყვების თქმა. თუმცა მას მალევე გამოექომაგა მისი დედამთილი, რომელსაც ალექსანდრა ძალიან უყვარდა.
სრულიად რუსეთის იმპერატრიცა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალექსანდრა თეოდოროვნა რუსეთის იმპერატრიცა გახდა 1825 წელს, მას შემდეგ რაც მისი მაზლი ალექსანდრე I უშვილოდ გარდაიცვალა და ტახტზე მისი ქმარი ნიკოლოზ I ავიდა. მისი ტახტზე ასვლის დროს რუსეთში საშინელი რეპრესიებით გამოწვეული აჯანყებები მძვინვარებდა. 1826 წლის 3 სექტემბერს კრემლში ალექსანდრა და ნიკოლოზი სრულიად რუსეთის იმპერატრიცად და იმპერატორად ეკურთხნენ.
1832 წელს ალექსანდრასა და ნიკოლოზს შვიდი შვილი ჰყავდათ, რომლებზეც საოცრად ზრუნავდნენ. 1837 წელს ზამთრის სასახლის დიდი ნაწილი დაიწვა.
ოცდახუთწლიანი ერთგულების შემდეგ ნიკოლოზმა საყვარელი გაიჩინა, ბარბარა ნელიდოვას სახით, რომელიც ალექსანდრას ერთ-ერთი სეფექალი იყო. ბარბარასთან რომანი ნიკოლოზმა ექიმების რჩევით შეწყვიტა, რადგან ასეთი სექსუალური აქტიურობა მის ასაკში საკმაოდ ცუდად აისახა მის ჯანმრთელობაზე, რამაც მისი ორი გულის შეტევა გამოიწვია. ნიკოლოზი კვლავ თავის ცოლს დაუბრუნდა და განაცხადა: "ბედნიერება, სიხარული და სიმშვიდე - აი, ეს არის ის, რასაც მე ვპოულობ იმპერატრიცაში".
1845 წელს ალექსანდრას ექიმებმა სამკურნალოდ პალერმოში წასვლა ურჩიეს. ქმართან განშორებისას იმპერატრიცა ატირდა. როცა გაიგო, რომ სხვა გზა არ ჰქონდა იტალიაში წავიდა და თან ბარბარა ნელიდოვაც წაიყვანა. საშინლად ეჭვიანმა ალექსანდრამ ცხადია არ აპატია მისი ქორწინების სიწმინდის შებღალვა, როცა იმპერატრიცა რუსეთში დაბრუნდა განაცხადა, რომ ბარბარა უბედური შემთხვევის გამო ზღვაში დაიხრჩო.
ალექსანდრა თედოროვნა ყოველთვის საშინელი ჯანმრთელობის მქონე იყო. ორმოცდაათი წლის ასაკში ის ბევრად უფრო ხნიერივით გამოიყურებოდა. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა იმპერატრიცა სულ უფრო იკლებდა წონაში. დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა ნერვული აშლილობა და ხშირად ნერვოზის ნიშნებსაც ავლენდა. ნიკოლოზმა საუკეთესო ექიმები დაუქირავა, რითაც საბოლოო ჭკუიდან შეშლისგან გადაარჩინა.
1837 წელს იმპერატორმა ყირიმში საკურორტო ქალაქში ცოლისთვის ორეანდას სასახლე ააშენებინათ და ალექსანდა გაამგზავრა გამოსაჯანმრთელებლად. იმპერატრიცა იქ წლების მანძილზე ცხოვრობდა. 1852 წელს ოსმალებმა რუსეთთან ყირიმისთვის ომი დაიწყეს, საიდანაც ალექსანდრამ ძლივს გამოასწრო. 1854 წელს იგი ისე მძიმედ დაავადდა, რომ სიკვდილის პირას იყო თუმცა გადარჩენა მოახერხა. 1855 წელს ნიკოლოზ I გარდაიცვალა.
ქვრივი იმპერატრიცა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქმრის გარდაცვალების შემდეგ რუსეთის იმპერატორი მისი ვაჟი, ალექსანდრე II გახდა. ალექსანდრას კარგი ურთიერთობა ჰქონდა რძალთან, ახალ იმპერატრიცა მარია ალექსანდროვნასთან (დაბ. მარია ჰესენელი), რომელიც ასევე გერმანელი იყო. დაქვრივების შემდეგ იგი გაეცალა სამეფო კარის ხმაურიან ცხოვრებას და ცარსკოე-სელოში გადავიდა საცხოვრებლად.
ქვრივი ალექსანდრა სულ უფრო და უფრო ეფლობოდა დეპრესიაში. რუსეთში არსებული უმკაცრესი ზამთრის გამო, თავისი სუსტი ჯანმრთელობიდან გამომდინარე წლის ამ დროს ის ნიცაში, რომსა და შვეიცარიაში ატარებდა.
1860 წელს ევროპაში მოგზაურობიდან დაბრუნებული ალექსანდრა თავს საკმაოდ კარგად გრძნობდა. 1860 წლის შემოდგომაზე მისი ექიმები ამბობდნენ, რომ თუ ის სამხრეთში არ გაემგზავრებოდა ამ ზამთარს ვერ გადაიტანდა. ალექსანდრა მიხვდა, რომ მისი გარდაცვალების დრო იყო და გამგზავრებაზე უარი განაცხადა. გარდაცვალების წინა ღამეს მან განაცხადა :"ნიკო, მე შენთან მოვდივარ". 1860 წლის 1 ნოემბერს ალექსანდრა თეოდოროვნა გარდაიცვალა, 62 წლის ასაკში. დაკრძალეს სანქტ-პეტერბურგში, ნიკოლოზ I-ის გვერდით.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წინაპრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Cowles, The Romanovs, p. 164.
- Grunwald, Tsar Nicholas I, p. 137, 138.
- Barkovets & Vernovava, Empress Alexandra Feodorovna, p. 8, 12, 15, 18.
- Soroka & Ruud, Becoming a Romanov , p. 32.
- Montefiore, The Romanovs , p. 328.
- Lincoln, Nicholas I Emperor and Autocrat of all the Russias, p. 66.
- Zeepvat, Romanov Autumn, p. 10. Impressions of Alexandra Feodorovna by Lady Bloomfield, wife of the British representative in St. Petersburg.
- Tsar Nicholas I The Life of an absolute monarch: Constantin de Grunwald, p. 137 Description of Alexandra Feodorovna personality by Meyendorff.
- Lincoln, The Romanovs, p. 417.
- Letter from Alexandra Feodorovna to Meyendorff in September, 1859. Grunwald, Tsar Nicholas I, p. 289.
- Barkovets, Olga and Vernova, Nina. Empress Alexandra Fiodorovna, Peterhof Stage Museum Preserve, Abris Art Publishers, 2008.
- Cowles, Virginia. The Romanovs. Harper & Ross.
- Grunwald, Constantin de. Tsar Nicholas I the Life of An Absolute Monarch, Alcuin Press.
- Lincoln, W. Bruce. The Romanovs: Autocrats of All the Russias, Anchor.
- Montefiore, Simon Sebag. The Romanovs: 1613-1918. Deckle Edge, 2016.
- Soroka, Marina and Ruud, Charles A. Becoming a Romanov: Grand Duchess Elena of Russia and her World (1807-1873). Routledge, 2016.
- Zeepvat, Charlotte. Romanov Autumn: stories from the last century of Imperial Russia. Sutton Publishing, 2000.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- http://madmonarchist.blogspot.com/2011/08/consort-profile-empress-charlotte-of.html
- http://www.bernadottefalk.se/wp-content/externt/slakttrad/pa579e067.html[მკვდარი ბმული]
ალექსანდრა თედორეს ასული (ნიკოლოზ I-ის მეუღლე) დაიბადა: 13 ივლისი 1798 გარდაიცვალა: 1 ნოემბერი 1860
| ||
წინამორბედი: ლუიზა ბადენელი |
სრულიად რუსეთის იმპერატრიცა | შემდეგი: მარია ჰესენელი |
|
|