ბარბარა რაძივილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბარბარა რაძივილი
პოლონეთისა და ლიტვის დედოფალი
კორონაცია: 7 დეკემბერი, 1550
მმართ. დასაწყისი: ზაფხული, 1547
მმართ. დასასრული: 8 მაისი, 1551
წინამორბედი: ელიზაბეთ ავსტრიელი
მემკვიდრე: კათარინა ავსტრიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 6 დეკემბერი, 1520
დაბ. ადგილი: ვილნიუსი, ლიტვა
გარდ. თარიღი: 8 მაისი, 1551, (30 წლის)
გარდ. ადგილი: კრაკოვი, პოლონეთი
მეუღლე: სტანისლავ ჰაშტოლდი
სიგიზმუნდ II ავგუსტი
მამა: იური რაძივილი
დედა: ბარბარა კოლანკა

ბარბარა რაძივილი (ბელარ. Барбара Радзівіл, პოლ. Barbara Radziwiłłówna, ლიეტ. Barbora Radvilaitė; დ. 6 დეკემბერი, 1520, ვილნიუსი — გ. 8 მაისი, 1551, კრაკოვი) — პოლონეთისა და ლიტვის დედოფალი, სილამაზით გამორჩეული, ჰაშტოლდების მემკვიდრე. სტანისლავ ჰაშტოლდისა და შემდგომში პოლონეთის მეფისა და ლიტვის დიდი მთავრის, სიგიზმუნდ II ავგუსტის ცოლი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ყველაზე ძლიერი ლიტველი მაგნატების, რაძივილების ოჯახში. მისი მამა იყო იური რაძივილი, ბიოლოგიური ძმა — ნიკოლაი რიჟა რაძივილი, ხოლო ბიძაშვილი იყო — ნიკოლაი შავი რაძივილი. 1538 წელს (სხვა წყაროებზე დაყრდნობით 1837 წლის 18 მაისს) იქორწინა სახელოვანი ლიტველი მაგნატის ალბერტ გაშტოლდის შვილზე, სტანისლავზე, თუმცა 1842 წელს დაქვრივდა.

1547 წელს ბარბარამ ფარულად იქორწინა დიდ ლიტველ ჰერცოგ სიგიზმუნდ II ავგუსტზე. საიდუმლო ქორწინება ბარბარას ძმების, ნიკოლაი რიჟასა და ნიკოლაი შავის მიერ იყო ორგანიზებული. ცერემონიიდან მაევე ახალგაზრდები ექვსი თვით დაშორდნენ, მეფე სეიმში გაემგზავრა ამ ქორწინებაზე თანხმობის მისაღებად, ხოლო ბარბარა მშობლიურ ციხეში, დუბინკში გაგზავნა. ახალგაზრდები ერთმანეთთან კავშირს ინარჩუნებდნენ, აგზავნიდნენ წერილებსა და მცირე საჩუქრებს. დუბინკში შემორჩენილია წერილები, რომლებიც ბარბარას იქ ყოფნას, მის განათლებულობასა და ინტერესთა ფართო სფეროს ქონას ადასტურებს.

1548 წელს, სიგიზმუნდ I-ს გარდაცვალებისა და პოლონეთის ტახტზე ასვლის შემდგომ სიგიზმუნდ II ავგუსტმა ბარბარა რაძივილთან ქორწინება ოფიციალურად გამოაცხადა და მისი პოლონეთის დედოფლად აღიარება მოითხოვა. ამას დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა პოლონელი დიდგვაროვნებისა და სიზიგმუნდის დედის, ბონა სფორცასგან, რადგანაც მათ სურდათ ლიტვის დომინირების მოსპობა და პოლონეთის სრული დამოუკიდებლობა. მხოლოდ 1550 წლის 7 მასისს კრაკოვში ბარბარა რაძივილი ტახტზე ავიდა, თუმცა იგი მალევე ავად გახდა და 1551 წლის 8 მაისს გარდაიცვალა. იმ დროისთვის, არსებული ჰიპოთეზის თანახმად, რაძივილი ბონამ მოწამლა.

„კრაკოვის მასონარის ანალებში“ ბარბარაზე წერია: „სიზიგმუნდმა მეორე ჯერზე ცოლად შეირთო ბარბარა, რაძივილების საგვარეულოდან გამომავალი, რომელიც უკვე გათხოვილი იყო ჰაშტოლდზე და რომლის კორონაციაც 1546 წელს წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს მოხდა კრაკოვში. სამწუხაროდ, იგი 1547 წელს გარდაიცვალა“.

ბარბარა რაძივილის ნეშტი კრაკოვიდან ვილნიუსში გადაასვენეს და საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.

მხატვრული სახე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბარბარა რაძივილის რომანტიკული სიყვარულის ისტორიამ და მისმა პიროვნებამ დიდი გავლენა იქონია პოლონურ და ლიტვურ პროზაზე, პოეზიასა და დრამატურგიულ ნამუშევრებზე.

ბარბარა რაძვილი გამოსახულია იოანა ბრუჟენეს ესტამპზე (1971 წელი).

იოზეფ ზიმლერი. ბარბარა რაძივილის სიკვდილი (1860))

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]