The Madcap Laughs
ვიკიპედიიდან
| The Madcap Laughs | ||
| The Madcap Laughs | ||
| გამოცემის თარიღი | 3 იანვარი, 1970 | |
| ჩაწერის თარიღი | 28 მაისი 1968 - 5 აგვისტო 1969, ები როუდი | |
| ჟანრი | ფსიქოდელიური როკი ფოლკ როკი |
|
| ხანგრძლივობა | 37 წთ 47 წმ | |
| ლეიბლი/ები | Harvest/EMI Capitol Records (აშშ) |
|
| პროდიუსერ(ებ)ი | სიდ ბარეტი, პიტერ ჯენერი, მალკოლმ ჯონსი, როჯერ უოტერსი, დევიდ გილმორი | |
| ქრონოლოგია: სიდ ბარეტი | ||
|---|---|---|
| The Madcap Laughs (1970) |
Barrett (1970) |
|
The Madcap Laughs არის სიდ ბარეტის პირველი სოლო ალბომი, რომელიც ჩაიწერა პინკ ფლოიდიდან წამოსვლის შემდეგ. 1968 წლის მაისში სიდი, პინკ ფლოიდის მენეჯერ პიტერ ჯენერთან ერთად, დაჯდა სტუდიაში და დაიწყო რამდენიმე ახალ სიმღერაზე მუშაობა. შემდეგ, ჩაწერა გადაიდო ერთი წლით.
1969 წლის აპრილში სიდის პროდიუსერად დაინიშნა მალკოლმ ჯონსი. სტუდიაში აგრეთვე მუშაობდნენ - ჯგუფი The Soft Machine და Humble Pie-ს მუსიკოსი ჯერი შირლი (რომელიც უკრავს დასარტყამებზე).
მოგვიანებით, ალბომ Ummagumma-ს ჩაწერის პარალელურად, სიდს შეუერთდნენ როჯერ უოტერსი და დევიდ გილმორი, რომლებმიც დაეხმარნენ მას დისკის დასრულებაში.
ალბომს თან ახლდა ჩაწერის უცნაური პროცესი, რომლის პერიოდშიც სიდი თავდაპირველად იწერდა საკუთარ ვოკალს და გიტარას, ხოლო დანარჩენი მუსიკოსები ადებდნენ თავის პარტიებს. სიდის სიმღერისა და შესრულების მანერა იცვლებოდა - იგი ამატებდა ან ტოვებდა ტაქტებს, ცვლიდა ტემპს, ბევრ სიმღერაში იგრძნობა მისი დეპრესიული განწყობა, ჩაწერილია მისი კომენტარები, რომლებიც კეთდებოდა სტუდიური მუშაობის დროს.
დისკიდან გამოიცა ერთადერთი სიგნგლი, "Octopus" (1969 წლის ნოემბერი), ხოლო თავად დისკი - 1970 წლის იანვარში. მისი მაქსიმალური პოზიცია ბრიტანულ რეიტინგში იყო #40. პრესამ დისკი დადებითად შეაფასა.
[რედაქტირება] სიმღერები
- "Terrapin" – 5 წთ 04 წმ
- "No Good Trying" – 3 წთ 27 წმ
- "Love You" – 2 წთ 29 წმ
- "No Man's Land" – 3 წთ 03 წმ
- "Dark Globe" – 2 წთ 02 წმ
- "Here I Go" – 3:13 წმ
- "Octopus" – 3 წთ 48 წმ
- "Golden Hair" – 2 წთ 00 წმ (ბარეტი, ჯოისი)
- "Long Gone" – 2 წთ 50 წმ
- "She Took a Long Cold Look" – 2 წთ 06 წმ
- "Feel" – 2 წთ 36 წმ
- "If It's In You" – 1 წთ 57 წმ
- "Late Night" – 3 წთ 12 წმ
[რედაქტირება] მუსიკოსები
- სიდ ბარეტი - გიტარა, ვოკალი
- დევიდ გილმორი - ბას გიტარა, 12 სიმიანი აკუსტიკური გიტარა
- როჯერ უოტერსი- ბას გიტარა, პროდიუსერი
- ჰიუ ჰოპერი - ბას გიტარა (სიმღერები 2 და 3)
- მაიკ რეტლეჯი - კლავიშები (სიმღერები 2 და 3)
- ვიკ სეიველი (საყვირი)
- ჯერი შირლი - დასარტყამები
- ჯონ უილსონი - დასარტყამები
- რობერტ უაიატი - დასარტყამები (სიმღერები 2 და 3)
[რედაქტირება] სხვადასხვა
- დევიდ გილმორის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული იქნა - "Terrapin" (2001-2002 წლის კონცერტებზე), "Dark Globe" (2006 წლის ტურის მსვლელობისას), "Here I Go" (2008 წელს, ბიბისის რადიოეთერში გასულ გადაცემაში).

