„Love on the Air“ — ინგლისელი სიმღერების ავტორ და მუსიკოს დეივიდ გილმორის სიმღერა და სინგლი, გამოცემული 1984 წლის 24 აპრილს. იგი შეტანილია მის 1984 წლის სტუდიურ ალბომში About Face. სიმღერის თანაავტორია პიტ ტაუნსენდი, ხოლო პროდიუსერები - ბობ ეზრინი და დეივიდ გილმორი.
სინგლში ასევე შეტანილია ინსტრუმენტული კომპოზიცია „Let's Get Metaphysical“, იგივე ალბომიდან.[1]
სინგლი სიმღერით გამოვიდა როგორც სურათიანი დისკი (picture disc), რომელიც შესრულებულია რადიომიმღების სტილში. სინგლის მეორე ვერსიაში განსხვავება რადიომიმღების ფორმაში ამოჭრილი ვერსიისგან მხოლოდ ის არის, რომ ამჯერად გამოიცა ჩვეულებრივი ფორმის ფირფიტა. რადიომიმღები უბრალოდ გამოსახულია კონვერტის უკანა მხარეს.