Jugband Blues
Jugband Blues — ჯგუფ პინკ ფლოიდის 1968 წლის სიმღერა, რომელიც შეტანილია ალბომში A Saucerful of Secrets.[1][2] იგი უკანასკნელი სიმღერაა ამ ალბომზე და ერთადერთი, რომელშიც სიდ ბარეტი ასრულებს მთავარ ვოკალურ პარტიას. ეს იყო მისი ჯგუფის ალბომზე უკანასკნელი ოფიციალურად გამოცემული სიმღერა.
სიმღერის ვიდეოკლიპში სიდი პირველად ჩნდება აკუსტიკური გიტარით, ხოლო ჯგუფი განასახიერებს ბენდს. უკანა ფონზე ჩნდება ფსიქოდელიური ფერები. ვიდეოკლიპის ვერსიაში გამოყენებული აუდიოფირი დაკარგულია, ასე რომ მოგვიანებით გამოჩენილ ვიდეოფირზე დამონტაჟებულია ბიბისის ერთ-ერთი ჩანაწერია (1967), თუმცა, სინქრონიზაციის პრობლემების გამო ფონოგრამა გამოსახულებას ზუსტად არ ემთხვევა. როჯერ უოტერსი და რიჩარდ რაიტი უკრავენ ჩასაბერ ინსტრუმენტებზე.
სიმღერის ჩაწერისას ბარეტს სურდა სამხედრო ორკესტრის გამოყენება. ორკესტრი მოიყვანეს, მაგრამ როდესაც სიდს ჰკითხეს, თუ რა სურს, მან უბრალოდ უპასუხა: ”სულერთია, რას დაუკრავთ”. შედეგად მიღებული იქნა უცნაური კაკოფონია, რომელიც გამოიყენეს სიმღერაში.
ჯგუფის მსმენელები თვლიან, რომ ეს სიდის ბოლო წარმატებული სიმღერაა. ალბომის A Saucerful of Secrets ჩაწერისას სიდი საბოლოოდ იყო ჩავარდნილი დეპრესიასა და შეშლილობაში, გაუცხოებული იყო ყველასგან, რაც კარგად აისახა სიმღერის ტექსტზეც (მე არ მადარდებს, თუკი მზე არ გაანათებს/და მე არ მადარდებს, თუკი არაფერი არ იქნება ჩემი/და მე არ მადარდებს, თუკი შენ გამაღიზიანებ/მე დავტკბები ზამთრით).
Jugband Blues არის ალბომის A Saucerful of Secrets რიგით მეორე სიმღერა, რომელიც შეტანილია კრებულში Echoes: The Best of Pink Floyd (პირველია Set the Controls for the Heart of the Sun).
პერსონალი [რედაქტირება]
- სიდ ბარეტი - ვოკალი, გიტარა
- რიჩარდ რაიტი - კლავიშები, ტრომბონი
- როჯერ უოტერსი - ბას გიტარა, საყვირი
- ნიკ მეისონი - დასარტყამები, პერკუსია
- აგრეთვე
- სამხედრო ორკესტრის 8 მუსიკოსი - რეი ბოუსი (კორნეტი), ტერი კემსი (კორნეტი), მაკ კარტერი (ტრომბონი), ლეს კონდონი (ბასი), მორის კუპერი (ევფონიუმი), იენ ჰენკი (ტრომბონი), ჯორჯ უიტინგემი (ბასი) და კიდევ ერთი უცნობი.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Strong, Martin C. (2004). The Great Rock Discography, 7th, Edinburgh: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ Mabbett, Andy (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. London: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.
|
||||||||