David Gilmour (ალბომი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
David Gilmour
ალბომის David Gilmour ყდა
David Gilmour
გამოცემის თარიღი 25 მაისი, 1978 (ბრიტანეთი)
17 ივნისი, 1978 (აშშ)
ჩაწერის თარიღი სტუდია SuperBear, საფრანგეთი, დეკემბერი 1977-იანვარი 1978
ჟანრი ბლუზ როკი
ჰარდ როკი
პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 46:18 (ორიგინალური გამოცემა)
48:48 (2006 წლის გამოცემა)
ლეიბლი Harvest Records, EMI (ბრიტანეთუ)
Columbia Records, Legacy/Columbia (აშშ)
პროდიუსერი დევიდ გილმორი
ქრონოლოგია: დევიდ გილმორი
David Gilmour
(1978)
About Face
(1984)


 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 2.5/5 stars [1]
Tentative Reviews 4.5/5 stars [2]

David Gilmourდევიდ გილმორის პირველი სოლო ალბომი, რომელიც გამოვიდა ბრიტანეთში 1978 წლის მაისში. აშშ-ში იგი გამოიცა 1979 წელს.

ისტორია[რედაქტირება]

ალბომის პროდიუსერი და ყველა სიმღერის ავტორია დევიდ გილმორი.

დისკი ჩაწერილი იქნა სტუდიაში Super Bear, 1977 წლის დეკემბერში-1978 წლის იანვარში, ინჟინერ ჯონ ეჩელსის ხელმძღვანელობით. ხმის მიქსი განხორციელდა იმავე სტუდიაში, 1978 წლის მარტში, ინჟინერ ნიკ გრიფითსის დახმარებით. ყდის ავტორები არიან ჰიპნოზისი და დევიდ გილმორი.

ალბომის ერთადერთი სინგლია There's No Way Out of Here, რომელიც ევროპაში წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ აშშ რადიოსადგურებმა მის მიმართ შესამჩნევი ინტერესი გამოიჩინეს. ამ სიმღერის ორიგინალური ვერსიის ავტორია ჯგუფი Unicorn (რომლის პროდიუსერიც იყო გილმორი). კომპოზიციის განსხვავებული ვერსია შეტანილია მის ალბომში Too Many Crooks (1976), სახელით No Way Out of Here.

ალბომში აგრეთვე უკრავენ Joker's Wild-ის, გილმორის ყოფილი ჯგუფის წევრები, რიკ უილისი და უილი უილსონი.

იმავე პერიოდში დაიწერა სიმღერა Comfortably Numb, რომელიც შეიტანეს პინკ ფლოიდის ალბომში The Wall.

ინსტრუმენტულ სიმღერაში Raise My Rent გამოყენებულია გიტარის რიფი, რომელმაც მოგვიანებით გაიჟღერა სიმღერაში What Do You Want from Me.

სიმღერის Short and Sweet განსხვავებული ვერსია შეტანილია როი ჰარპერის 1990 წლის ალბომში The Unknown Soldier. Short and Sweet-ში შეტანილი მუსიკალური ფრაგმენტები გამოყენებულია Run Like Hell-შიც (ფა-აკორდზე მანიპულირებით).[3]

ალბომის David Gilmour რემასტერინგი გამოიცა 2006 წლის 14 აგვისტოს, ლეიბლის EMI მიერ. ამ ვერსიაში ყველა სიმღერა ორიგინალთან შედარებით უფრო ხანგრძლივია.

სიმღერების სია[რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორია დევიდ გილმორი, გარდა აღნიშნულისა.

მხარე 1[რედაქტირება]

  1. Mihalis – 5:46(ორიგინალური ვერსია); (2006 წლის ვერსიის ხანგრძლივობაა 6:00)
  2. There's No Way Out of Here (კენ ბეიკერი) – 5:08 (ორიგინალური ვერსია); (2006 წლის ვერსიის ხანგრძლივობაა 5:24)
  3. Cry from the Street (დევიდ გილმორი/ერიკ სტიუარტი) – 5:13 (ორიგინალური ვერსია); (2006 წლის ვერსიის ხანგრძლივობაა 5:18)
  4. So Far Away – 6:04 (ორიგინალური ვერსია); (2006 წლის ვერსიის ხანგრძლივობაა 6:12)

მხარე 2[რედაქტირება]

  1. Short and Sweet (დევიდ გილმორი/როი ჰარპერი) – 5:30 (ორიგინალური ვერსია); (2006 წლის ვერსიის ხანგრძლივობაა 5:33)
  2. Raise My Rent – 5:33 (ორიგინალური ვერსია); (2006 წლის ვერსიის ხანგრძლივობაა 5:49)
  3. No Way – 5:32 (ორიგინალური ვერსია); (2006 წლის ვერსიის ხანგრძლივობაა 6:14)
  4. Deafinitely – 4:27 (ორიგინალური ვერსია); (2006 წლის ვერსიის ხანგრძლივობაა 4:29)
  5. I Can't Breathe Anymore – 3:04 (ორიგინალური ვერსია); (2006 წლის ვერსიის ხანგრძლივობაა 3:40)

პერსონალი[რედაქტირება]

  • დევიდ გილმორი - გიტარა, ვოკალი, კლავიშები, ლეპ სტილ გიტარა, პროდიუსერი, ყდის დიზაინერი
  • რიკ უილისი - ბას გიტარა
  • უილი უილსონი - დასარტყმელი საკრავები, პერკუსია
  • მიკ უივერი - ფორტეპიანო სიმღერაში So Far Away
  • კარლენა უილიამსი - ვოკალი სიმღერებში There's No Way Out of Here და So Far Away
  • დები დოსი - ვოკალი სიმღერებში There's No Way Out of Here და So Far Away
  • ჰიპნოზისი - ყდა, ფოტოსურათები
  • სენგბუკ ნემი - რემასტერინგი
  • დაგ საქსი - რემასტერინგი (2006)

ჩარტები[რედაქტირება]

ალბომიბილბორდი (აშშ)

წელი ჩარტები პოზიცია
1978 პოპულარული ალბომები 29

სინგლები — ბილბორდი (აშშ)

წელი სინგლი ჩარტები პოზიცია
1978 There's No Way Out of Here ჩარტებში არ მოხვედრილა

სქოლიო[რედაქტირება]