ფსიქოდელიური როკი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ფსიქოდელიური როკი | |
|---|---|
| ჟანრობრივი წარმომავლობა: | როკ მუსიკა, ბლუზ როკი, ფოლკ როკი, ჯაზი, რაგა |
| კულტურული წარმომავლობა: | 1960-იანი წლები, ბრიტანეთი და აშშ |
| დამახასიათებელი ინსტრუმენტები: | ბას გიტარა, დასარტყმელი საკრავები, ელექტრონული გიტარა, ელექტრონული ორღანი, მელოტრონი, პერკუსია, სიტარა |
| მეინსტრიმული პოპულარობა: | 1960-1970-იანები, პოპულარობის დაბრუნება ნეო-ფსიქოდელიის გამოჩენის შემდეგ (2000-იანები - დღემდე) |
| ეისიდ როკი, რაგა როკი, სპეის როკი | |
| აღრეული ჟანრები | |
| ფსიქოდელიური პოპი, ფსიქოდელიური სოული | |
| სხვა თემები | |
| ჰიპები, ფსიქოდელიური მუსიკა, ბრიტანული ანდერგრაუნდი | |
ფსიქოდელიური როკი — როკ მუსიკის ერთ-ერთი ჟანრი. ამ მუსიკალური ჟანრის კომპოზიციების შექმნისას და მოსმენისას ხშირად გამოიყენება ჰალუცინოგენური ნივთიერებები, მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკები.
ასეთი ჟანრის სიმღერების ჩაწერისას მუსიკოსები ექსპერიმენტებს ატარებენ ინსტრუმენტებისა და ვოკალების ჟღერადობასთან. არანაკლებ მნიშვნელოვანია სიმღერების ტექსტებიც, რომლებშიც ნახსენებია სიზმრები და ჰალუცინაციები.
ფსიქოდელიური როკი წარმოიშვა ბლუზზე დაფუძნებული კომპოზიციებიდან და მალე ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ ჟანრად. იგი ნაწილობრივ შეიცავდა 60-იანი წლების ჰევი მეტალის ელემენტებს, მაგრამ ასევე იყენებდა ინდური მუსიკის ჰანგებს. თუმცა, თავად ფსიქოდელია არა მხოლოდ როკს, არამედ ელექტრონულ მუსიკასაც შეეხო.
[რედაქტირება] დახასიათება
ფსიქოდელიურ როკს გამოარჩევს შემდეგი ნიუანსები:
- ელექტრონული გიტარები, აუდიოეფექტების თანხლებით, როგორიც არის wah-wah და fuzzbox.
- სტუდიურ ჩანაწერებში ეფექტები - მაგალითად, ასეთია შებრუნებული სოლო, ერთი და იგივე აუდიოფრაგმენტის ამოჭრა და განმეორებით მთელ ჩანაწერში გამოყენება და ექოს მკვეთრი ეფექტი
- ხშირად როკ-ჯგუფისათვის ნაკლებად დამახასიათებელი ინსტრუმენტების გამოყენება - თუნდაც სიტარის სახით.
- კლავიშებიან ინსტრუმენტებზე მკვეთრი აქცენტი - განსაკუთრებით ორღანისა და მელოტრონის ჟღერადობაზე.
- გამოირჩევა ხანგრძლივი ინსტრუმენტული იმპროვიზაციებით. მაგალითად, თუ სტუდიური ჩანაწერი 10 წუთიანია, საკონცერტო შესრულებისას ის 30 და მეტ წუთამდე შეიძლება გაგრძელდეს.
- სიმღერების რთული სტრუქტურა.
- სურეალისტური ლირიკა, შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოების გავლენით. ფსიქოდელიური როკის ჩამოყალიბებისას და შემდგომ წლებში ტექსტებში შეიმჩნეოდა სამეცნიერო ფანტასტიკის, ფენტეზისა და ზღაპრების გავლენა.