Astoria (ხმისჩამწერი სტუდია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Astoria-ს ხედი მდინარიდან
Astoria
Astoria

Astoria — ბორანი, ადაპტირებული ხმისჩამწერ სტუდიად მის მფლობელ, პინკ ფლოიდის გიტარისტ დეივიდ გილმორის მიერ. იგი მდინარეობს მდინარე თემზაზე, ჰემპტონის რაიონში, ლონდონში.

დეივიდ გილმორმა ბორანი შეიძინა 1986 წელს, ვინაიდან, მისივე თქმით, მთელი ცხოვრება გაატარა ხმისჩამწერ სტუდიებში ფანჯრების, სინათლის გარეშე.[1]

ბორანი აშენებული იქნა 1911 წელს, იმპრესარიო ფრედ კარნოსათვის, რომელსაც სურდა მდინარეზე არსებული საუკეთესო ბორანი. მისი დიზაინით აგებული იქნა ბორანი, რომელზეც 90 კაციანი ორკესტრი ეტეოდა.[2]

პინკ ფლოიდის ორი უკანასკნელი სტუდიური ალბომი, A Momentary Lapse of Reason და The Division Bell ნაწილობრივ ჩაიწერა ამ სტუდიაში, ისევე როგორც დეივიდის 2006 წლის სოლო ალბომი On an Island. სტუდია ასევე გამოყენებული იქნა ჯგუფის ალბომების Delicate Sound of Thunder და Pulse, ისევე როგორც ფილმის Pulse, ვიდეოს Remember That Night და დეივიდის 2008 წლის საკონცერტო ალბომის Live in Gdańsk ხმის მიქსისათვის.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Three men in a boat feat. David Gilmour. YouTube (2009-07-04). ციტირების თარიღი: 2011-11-02.
  2. National Register of Historic Vessels. Nationalhistoricships.org.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-02. ციტირების თარიღი: 2011-11-02.

კოორდინატები: 51°24′42″ ჩ. გ. 0°21′29″ დ. გ. / 51.4119194° ჩ. გ. 0.3581000° დ. გ. / 51.4119194; -0.3581000