პოლი სემსონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოლი სემსონი
დაბ. თარიღი 1962
დაბ. ადგილი ლონდონი, ინგლისი
საქმიანობა ფოტოგრაფი, მწერალი, ჟურნალისტი
ეროვნება ინგლისელი

ოფიციალური საიტი

პოლი სემსონი (ინგლ. Polly Samson) — ჟურნალისტი, მწერალი და ფოტოგრაფი, დაბადებული ლონდონში, 1962 წელს. მისი მამა დიპლომატი იყო, ხოლო დედა - ჩინური წარმოშობის მწერალი (რომელმაც დაწერა წიგნი მაო ძედუნის ჯარში მსახურობის შესახებ). რთული ბავშვობის შემდეგ პოლი შეუერთდა საგამომცემლო ინდუსტრიას, სადაც ჰითკოტ უილიამსი გაიცნო. მასთან ქორწინებისას პოლის ეყოლა შვილი ჩარლი.

უილიამსთან დაშორების შემდეგ პოლიმ გაიცნო პინკ ფლოიდის გიტარისტი და ვოკალისტი დევიდ გილმორი. ისინი 1994 წელს დაქორწინდნენ, პინკ ფლოიდის საკონცერტო ტურის მსვლელობისას. ამ ქორწინებიდან პოლის ჰყავს სამი შვილი - ჯო, გებრიელ და რომენი გილმორები. ამჟამად ოჯახი ცხოვრობს დასავლეთ სასექსში.

პოლი თანამშრომლობს დევიდთან. მას ეკუთვნის პინკ ფლოიდის ალბომის The Division Bell და დევიდის 2006 წლის სოლო-დისკის On An Island სიმღერების ტექსტები. იგი ასევე რამდენიმე მოთხრობის ავტორია. ამავე ალბომზე იგი მღერის და უკრავს ფორტეპიანოზე.

სემსონი არანაკლებ ცნობილია, როგორც ფოტოგრაფი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]