David Gilmour in Concert

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
David Gilmour in Concert
ვიდეო - დევიდ გილმორი
გამოცემის თარიღი ოქტომბერი, 2002 (ბრიტანეთი), ნოემბერი, 2002(აშშ)
ჩაწერის თარიღი ივნისი 2001
იანვარი 2002
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 92 წთ. (კონცერტი), 2 საათი (კონცერტი და ბონუს მასალა)
რეჟისორი დევიდ მალეტი
პროდიუსერი დევიდ გილმორი
დევიდ გილმორი - ქრონოლოგია
David Gilmour Live 1984
(1984)
David Gilmour in Concert
(2002)
Remember That Night
(2007)

David Gilmour in Concertპინკ ფლოიდის გიტარისტ დევიდ გილმორის 2001 და 2002 წლის ივნისსა და იანვარში გადაღებული მელტდაუნის ფესტივალზე შესრულებული სიმღერების ვიდეოჩანაწერი.

ისტორია[რედაქტირება]

კონცერტებზე შესრულდა გილმორის სოლო-ნამუშევრები, პინკ ფლოიდის და სიდ ბარეტის სიმღერები და სხვადასხვა დამატებითი სიმღერა. აქ პირველად შესრულდა Smile, სიმღერა გილმორის ალბომიდან On an Island. სიმღერებს შორის ასევე არის Breakthrough, სიმღერა რიჩარდ რაიტის სოლო ალბომიდან Broken China. ეს არის მისი სოლო ალბომებიდან ცოცხლად შესრულებული ერთადერთი კომპოზიცია.

2012 წლის ნოემბერს ვიდეო გამოიცა Android-ის ტიპის პორტატული სისტემებისათვის. დაგეგმილია მისი Apple-ის სისტემებისათვის გამოშვებაც.[1]

სიმღერების სია[რედაქტირება]

2001 წლის ივნისი, მელტდაუნის ფესტივალი
  1. Shine On You Crazy Diamond (parts 1 - 5) (დევიდ გილმორი, როჯერ უოტერსი, რიჩარდ რაიტი)
  2. Terrapin (სიდ ბარეტი)
  3. Fat Old Sun (გილმორი)
  4. Coming Back to Life (გილმორი)
  5. High Hopes (გილმორი, პოლი სემსონი)
  6. Je crois entendre encore (ჟორჟ ბიზე)
  7. Smile (გილმორი, სემსონი)
  8. Wish You Were Here (გილმორი, უოტერსი)
  9. Comfortably Numb (რობერტ უაიეტის მონაწილეობით) (გილმორი, უოტერსი)
  10. Dimming Of The Day (რიჩარდ თომპსონი)
  11. Shine On You Crazy Diamond (parts 6 - 8) (გილმორი, უოტერსი, რაიტი)
  12. A Great Day for Freedom (გილმორი, სემსონი)
  13. Hushabye Mountain (რობერტ შერმანი, რიჩარდ შერმანი)
დამატებითი სიმღერები 2002 წლის იანვრის კონცერტიდან
  1. Dominoes (ბარეტი)
  2. Breakthrough (რიჩარდ რაიტის მონაწილეობით) (რაიტი, ენტონი მური)
  3. Comfortably Numb (ბობ გელდოფის მონაწილეობით) (გილმორი, უოტერსი
დამატებითი მასალა
  • I Put A Spell On You (მიკა პარისის შესრულებით, გილმორი უკრავს სოლოს გიტარაზე)
  • Don't (ელვის პრესლის სიმღერა)
  • Sonnet 18 (მაიკლ კემენის მუსიკა, უილიამ შექსპირის სონეტი)
  • რეპეტიცია
  • უფრო ახლოს გადაღებული გილმორის ხელები და გიტარა
  • High Hopes (გუნდური ვერსია)

პერსონალი[რედაქტირება]

მოწვეული სტუმრები[რედაქტირება]

ციტატები[რედაქტირება]

როგორ შეარჩიეთ ამ კონცერტის მასალა?

გადავხედე პინკ ფლოიდის მთლიან კატალოგს და ავირჩიე სიმღერები, რომლებიც მომწონდა. შემდეგ მივხვდი, რომლები მოერგება ინსტრუმენტულ გადაწყვეტას, რომელზეც ვფიქრობდი. სამი თვე შინაურს სტუდიაში, არანჟირებებზე მუშაობაში გავატარე.

—დევიდ გილმორი, 2003[2]

სქოლიო[რედაქტირება]