About Face (ალბომი)
| About Face | ||
| About Face | ||
| გამოცემის თარიღი | 27 მარტი, 1984 | |
| ჩაწერის თარიღი | 1983 - პატე მარკონის სტუდია, ბულონ ბილანკური, საფრანგეთი | |
| ჟანრი | ბლუზ როკი ჰარდ როკი პროგრესული როკი |
|
| ხანგრძლივობა | 45:18 (ორიგინალური გამოცემა) 45:55 (2006 წლის გამოცემა) |
|
| ლეიბლი | Harvest Records, EMI (ბრიტანეთი) Columbia Records, Legacy/Columbia (აშშ) |
|
| პროდიუსერი | დევიდ გილმორი, ბობ ეზრინი | |
| ქრონოლოგია: დევიდ გილმორი | ||
|---|---|---|
| David Gilmour (1978) |
About Face (1984) |
On An Island (2006) |
| პროფესიონალური შეფასებები | |
|---|---|
| ქულები | |
| წყარო | რეიტინგი |
| Allmusic | |
About Face — დევიდ გილმორის მეორე სოლო ალბომი, რომელიც გამოვიდა 1984 წლის მარტში. ალბომის პროდიუსერები არიან დევიდ გილმორი და ბობ ეზრინი. ორი სიმღერა ერთობლივად დაიწერა პიტ ტაუნზენდისა და დევიდ გილმორის მიერ, ყველა დანარჩენი სიმღერის ავტორია გილმორი.
სექციების სია |
ისტორია [რედაქტირება]
ალბომი ჩაწერილი იქნა საფრანგეთში, ხმის ინჟინრის ენდრიუ ჯექსონის დახმარებით, იმ პერიოდში, როდესაც პინკ ფლოიდის ბედი უცნობი იყო. ალბომის ხმის მიქსი შეასრულა ჯეიმზ გათრიმ, სტუდიაში Mayfair (ლონდონი).
ალბომზე უკრავენ ცნობილი მუსიკოსები: ჯეფ პორკარო, პინო პალადინო, ჯონ ლორდი და სტივ უინვუდი.
2006 წელს, გადაცემაში In the Studio with Redbeard, რომელიც მიეძღვნა დევიდის ალბომს On an Island, გილმორმა აღნიშნა: „რომ გადავხედოთ ამ ალბომს, დავინახავთ, რომ იქ ბევრი კარგი ადგილია, მაგრამ მისი მთლიანი განწყობა, რომელიც 1980-იანი წლების სტილის მატარებელია, ჩემთვის მეტისმეტია“.
ალბომში შესული მუსიკის ნაწილი ჟღერს დისკოს სტილში, განსაკუთრებით ეს ეხება სიმღერას Blue Light (რომლის რემიქსიც შექმნა ფრანსუა კევორკიანმა. პინკ ფლოიდის თაყვანისმცემლების ჟურნალის The Amazing Pudding მკითხველებმა იგი დაასახელეს პინკ ფლოიდის რომელიმე წევრის ყველაზე ცუდ სოლო სიმღერად. ამერიკული რადიოსადგურებისათვის სინგლების სახით გამოიცა სამი სიმღერა: Love on the Air. All Lovers Are Deranged და Murder
ბრიტანეთში ალბომი მოხვდა ჩარტების #21 ადგილზე, ხოლო აშშ-ში - #32 ადგილზე.
2006 წლის 14 აგვისტოს კომპანიამ EMI ალბომი გამოუშვა განახლებული ჟღერადობით. აშშ და კანადაში იგი გამოიცა იმავე წლის 12 სექტემბერს.
სიმღერების სია [რედაქტირება]
ყველა სიმღერის ავტორი — დევიდ გილმორი, გარდა მითითებულისა.
| მხარე 1 | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| # | სახელწოდება | სიმღერის ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა | ||||||
| 1. | Until We Sleep | 5:15 | |||||||
| 2. | Murder | 4:59 | |||||||
| 3. | Love on the Air | გილმორი, პიტ ტაუნზენდი | 4:19 | ||||||
| 4. | Blue Light | 4:35 | |||||||
| 5. | Out of the Blue | 3:35 | |||||||
| მხარე 2 | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| # | სახელწოდება | სიმღერის ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა | ||||||
| 1. | All Lovers Are Deranged | გილმორი, პიტ ტაუნზენდი | 3:14 | ||||||
| 2. | You Know I'm Right | 5:06 | |||||||
| 3. | Cruise | 4:40 | |||||||
| 4. | Let's Get Metaphysical | 4:09 | |||||||
| 5. | Near the End | 5:36 | |||||||
შენიშვნა: 2006 წლის რემასტერინგში სიმღერების Until We Sleep და Near the End ხანგრძლივობაა 5:20 და 5:50.
სიმღერის Blue Light ვერსიები [რედაქტირება]
- Blue Light (სინგლის ვერსია) – 3 წთ 52 წმ
- Blue Light (12 მიქსი სინგლიდან Blue Light) – 6 წთ 10 წმ
- Blue Light (ინსტრუმენტული ვერსია) – 6 წთ 13 წმ
სხვა სიმღერა [რედაქტირება]
ალბომისათვის დაიწერა კიდევ ერთი სიმღერა, რომელიც მასში არ შეიტანეს. მისი სხვადასხვა ვერსიები შექმნეს როი ჰარპერმა და პიტ ტაუნზენდმა. ჰარპერმა თავისი ვერსია, სახელწოდებით Hope გამოიყენა საკუთარ, 1985 წლის ალბომში Whatever Happened to Jugula? (რომელიც ჯიმი პეიჯთან ერთად ჩაწერა). ტაუნზენდმა იგივე სიმღერა, ოღონდ სახელით White City Fighting საკუთარ სოლო ალბომში White City: A Novel (1984) შეიტანა.
პერსონალი [რედაქტირება]
- დევიდ გილმორი - პროდიუსერი, გიტარა, ვოკალი
- ჯეფ პორკარო - დასარტყამი ინსტრუმენტები
- პინო პალადინო - ბას გიტარა
- სტივ უინვუდი - ორღანი და ფორტეპიანო სიმღერებში Love On The Air და Blue Light
- ჯონ ლორდი - სინთეზატორი, ორღანი
- ენ სედლი - სინთეზატორი
- რეი კუპერი - პერკუსია
- მიკი ფიტი - დამატებითი ვოკალი
- როი ჰარპერი - დამატებითი ვოკალი
- სემ ბრაუნი - დამატებითი ვოკალი
- ვიკი ბრაუნი - დამატებითი ვოკალი
- მაიკლ კემენი - ორკესტრირება
- ბობ ეზრინი - პროდიუსერი, ორკესტრირება
- ენდრიუ ჯექსონი - ხმის ინჟინერი
- დუგ საქსი - მასტერინგი და რემასტერინგი
- ჯეიმზ გათრი - ხმის ინჟინერი და რემასტერინგის ავტორი
- ჯოელ პლენტი - რემასტერინგი
- სტორმ თორგერსონი (ფსევდონიმით STd) - ყდის დიზაინი
ყდა [რედაქტირება]
ყდაზე გამოსახულია დევიდ გილმორის სახე. ყდის ერთ-ერთ ნაწილზე დაბეჭდილია Fleudian slip.
წარმატება [რედაქტირება]
ალბომი — ბილბორდი (აშშ)
| წელი | ჩარტები | პოზიცია |
|---|---|---|
| 1984 | ბილბორდის ცხელი 200-ეული | 32 |
სინგლები — ბილბორდი (აშშ)
| წელი | სინგლი | ჩარტები | პოზიცია |
|---|---|---|---|
| 1984 | Blue Light | ბილბორდის ცხელი 100-ეული | 62 |
| 1984 | Blue Light | მეინსტრიმული როკ სიმღერები | 35 |
| 1984 | All Lovers Are Deranged | მეინსტრიმული როკ სიმღერები | 10 |
| 1984 | Murder | მეინსტრიმული როკ სიმღერები | 13 |
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ეფექტები და გიტარები, გამოყენებული ალბომზე
- ინფორმაცია საიტზე Discogs
- ინფორმაცია საიტზე Thepinkfloyd.net (ქართ.)
სქოლიო [რედაქტირება]
|
||||||||||||||||||||