Deep End (ჯგუფი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Deep End
ბიოგრაფია
ჟანრ(ებ)ი როკი
წევრები პიტ ტაუნზენდი
დევიდ გილმორი
საიმონ ფილიპსი
ჩუჩო მერჩენი
ჯოდი ლინსკოტი
ჯონ ბანდრიკი
პიტერ ჰოუპ ევანსი
ბილი ნიკოლზი
კლივლენდ უოტკისი
შინა

Deep End იყო მუსიკოს პიტ ტაუნზენდის დროებითი პროექტი და სუპერჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ ცნობილი მუსიკოსები - დევიდ გილმორი, ჩუჩო მერჩენი, საიმონ ფილიპსი, ჯოდი ლინსკოტი, ჯონ ბანდრიკი და სხვები. [1]

გამოსვლები[რედაქტირება]

1985 წელს ჯგუფმა გამართა ორი საქველმოქმედო კონცერტი ლონდონის ბრიქსტონის აკადემიაში (მესამე არ შედგა ბილეთების მცირე რაოდენობის გაყიდვის გამო. კონცერტების ჩანაწერები გამოვიდა ალბომების Deep End Live! და Live: Brixton Academy '85 სახით. ჯგუფი ასევე გამოვიდა საფრანგეთში და გადაცემაში The Tube. ტაუნზენდის შვილი ემა ლონდონურ კონცერტებში მონაწილეობდა ვოკალისტის სახით.

ჯგუფში შემავალ მუსიკოსთა ნაწილი ასევე გამოდიოდა ტაუნზენდის სხვა პროექტების შემადგენლობაში და The Who-სთან.[2][3]

სქოლიო[რედაქტირება]