Set the Controls for the Heart of the Sun

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Set the Controls for the Heart of the Sun“
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან A Saucerful of Secrets
გამოსვლის თარიღი 29 ივნისი 1968 (ბრიტანეთი)
27 ივლისი 1968 (აშშ)
ჩაიწერა 7-8 აგვისტო, ოქტომბერი 1967, იანვარი 1968
ები-როუდის სტუდიები, ლონდონი
ჟანრი ფსიქოდელიური როკი, სპეის როკი
ხანგრძლივობა 5:27
ავტორ(ებ)ი როჯერ უოტერსი
პროდიუსერი ნორმან სმითი
A Saucerful of Secretsსიმღერები
Echoes: The Best of Pink Floyd — სიმღერების სია
Ummagumma — სიმღერების სია

Set the Controls for the Heart of the Sun“ — მესამე სიმღერა ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის მეორე სტუდიური ალბომიდან A Saucerful of Secrets (1968).[1] მისი ავტორია როჯერ უოტერსი. სიმღერაში გამოკვეთილ სოლოს დასარტყმელ საკრავებზე ასრულებს ნიკ მეისონი. კომპოზიცია ჯგუფის კონცერტებზე სრულდებოდა 1967-1973 წლებში. მისი საკონცერტო ვერსია შეტანილია პინკ ფლოიდის 1969 წლის ალბომში Ummagumma. სიმღერა აგრეთვე ჟღერს ფილმში Pink Floyd: Live at Pompeii (1972) და კომპილაციაში Echoes: The Best of Pink Floyd (2001)

2006 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმის „Which One's Pink?“ მიხედვით, სიმღერაში გიტარაზე ასევე დეივიდ გილმორი და სიდ ბარეტი უკრავენ. შედეგად, ეს არის პინკ ფლოიდის ერთადერთი კომპოზიცია, რომელშიც ჯგუფის ხუთი წევრი უკრავს.

სიმღერის ჩაწერა დაიწყო 1967 წლის აგვისტოში. იმავე წლის ოქტომბერში და 1967 წლის იანვარში იგი დასრულებული იქნა. ცნობილია, რომ როჯერ უოტერსმა მისი ტექსტი აიღო ჩინური პოეზიის კრებულიდან, რომელიც ანგუს გრემმა თარგმნა. სტრიქონების ნაწილი აღებულია ლი ჰესგან (ორიგინალში - witness the man who raged at the wall as he wrote his question to heaven) და ლი სიან-ინისგან (watch little by little the night turn around, countless the twigs which tremble in dawn, და one inch of love is an inch of ashes).

როჯერ უოტერსი:

ეს სიმღერა არის პერსონაჟზე, რომელიც მართავს მფრინავ თეფშს. იგი გულანთებული მიემართება მზისკენ, თავის მოსაკლავად.

ასევე, სიმღერა სრულდებოდა როჯერ უოტერსის მიერ, სოლო-ტურნეებშ. 1984-1985 წლებიდან იგი სრულდებოდა შეცვლილი ფორმით — დამატებითი ვოკალისტი ქალების ხმებით, საქსოფონისა და გიტარის სოლოებით, უფრო შენელებული, ვიდრე ორიგინალურ ვერსიაშია. შემოკლებული ვერსია სრულდებოდა უოტერსის 1987 წლის ტურნეში — მხოლოდ აკუსტიკური გიტარის თანხლებით. სიმღერა აგრეთვე სრულდებოდა 2006-2008 წლების ტურნეს The Dark Side of the Moon Live და In the Flesh ტურნეების მსვლელობისას. სცენაზე მისი შესრულებისას მიმდინარეობდა სიმღერების „Arnold Layne“ და „The Scarecrow“ პრომო-ფილმების კადრების პროეცირება. 2002 წელს ლონდონის უემბლის სტადიონზე ამ კომპოზიციის შესრულებისას მაყურებლებმა ორ კონცერტზე მოწვეულ სტუმრად იხილა ნიკ მეისონი. ნიკი ასევე შეუერთდა როჯერს 2006 წლის რამდენიმე კონცერტზე.

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.