Master of Puppets (სიმღერა)
| „Master of Puppets“ | ||
|---|---|---|
![]() |
||
| სინგლი, შემსრულებელი - მეტალიკა | ||
| ალბომიდან Master of Puppets | ||
| გამოსვლის თარიღი | 1986 | |
| ჩაიწერა | 1985 წლის სექტემბერ-დეკემბერში, სტუდიაში Sweet Silence Studios კოპენჰაგენი, დანია | |
| ჟანრი | თრეშ მეტალი | |
| ხანგრძლივობა | 8:36 | |
| ლეიბლი | Elektra | |
| სიმღერის ავტორი | ჯეიმზ ჰეტფილდი ლარს ულრიხი კირკ ჰემეტი კლიფ ბარტონი |
|
| პროდიუსერი | მეტალიკა, ფლემინგ რასმუსენი | |
| მეტალიკა - სინგლების ქრონოლოგია | ||
| For Whom the Bell Tolls (1985) |
Master of Puppets (1986) |
Battery (1986) |
-
Master of Puppets - ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.
Master of Puppets — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის სიმღერა და სინგლი 1986 წლის ამავე სახელწოდების ალბომიდან.
ალბომს მსგავსი სტრუქტურა აქვს, რაც მის წინამორბედ ალბომს - Ride the Lightning, რაც გამოიხატება ალბომში №2 სიმღერისა და თავად ალბომის სათაურის იდენტურობაში, ხოლო პირველი ტრეკი ტიპიური სწრაფი თრეშ მეტალ სიმღერაა ორივეში, რომელიც ხსენებულ მეორე ტრეკზე პატარაა. იგივე შეიძლება ითქვას მომდევნო ალბომზეც - ...And Justice for All.
ჯეიმზ ჰეტფილდის განმარტებით[1] , სიმღერის თემატიკა
|
„ეთმობა ნარკოტიკებს. თუ როგორ იცვლება გარშემო ყველაფერი ნაკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მოხვედრისას და ნაცვლად იმისა, რომ შენ გააკონტროლო საკუთარი ქმედებები, ნარკოტიკი გაკონტროლებს შენ.“
|
Master of Puppets კლიფ ბარტონის საყვარელი სიმღერაა ალბომიდან, როგორც მან აღნიშნა ალბომის გამოსვლის შემდეგ.
სიმღერა შესულია მუსიკალურ ვიდეო თამაშში Guitar Hero: Metallica.
სექციების სია |
სიმღერების სია [რედაქტირება]
7 სინგლი: გვერდი A:
- Master of Puppets
გვერდი B:
- Welcome Home (Sanitarium)
12 პრომო სინგლი: გვერდი A:
- Master of Puppets (ნაწ. 1) (03:32)
შეფასება [რედაქტირება]
სიმღერა დასახელდა მესამე ადგილზე ყველა დროის საუკეთესო მძიმე მეტალ სიმღერებს შორის VH1-ის მიერ.[2]
2005 წლის მარტში, Q ჟურნალმა სიმღერა კვლავ პირველ ადგილზე განათავსა სიაში ასი საუკეთესო გიტარის ტრეკი. სიმღერას პირველი პოზიცია უკავია მარტინ პუპოფის წიგნში ყველა დროის 500 საუკეთესო მძიმე მეტალ სიმღერა. პუპოფმა ეს წიგნი შექმნა მას მერე, რაც სთხოვა ათასობით მეტალ მუსიკის ფანს, ჟურნალისტს და მუსიკოსს, რომ დაესახელებინათ მათი საყვარელი მეტალ სიმღერა; თითქმის 18 000 ინდივიდუალური ხმა დაითვალა და მას მერე დაწერა წიგნი.
Master of Puppets დასახელდა პირველ ადგილზე Total Guitar-ის სიაში 100 საუკეთესო რიფი, ხოლო Digital Dream Door-ის 100 საუკეთესო მეტალ სიმღერას შორის - მეხუთეზეა.[3]
Master of Puppets პირველ ადგილზეა ასევე Gibson.com-ის მიერ შედგენილ სიაში ყველა დროის 50 საუკეთესო მეტალ სიმღერა.[4]
ცოცხალი შესრულება [რედაქტირება]
სიმღერა ცოცხლად შესრულდა Cliff 'Em All-სა და S&M-ში სრულად, შემოკლებული - Cunning Stunts-ში. ორივე ვერსიის ხილვა შესაძლებელია Live Shit: Binge & Purge-ში. უკანასკნელად შესრულდა World Magnetic ტურნეზე საფრანგეთსა და მექსიკაში, შესაბამისად ახალი ვერსიების ხილვა შესაძლებელია DVD-ებში Français Pour Une Nuit და Orgullo, Pasión y Gloria: Tres Noches en la Ciudad de México.
Master of Puppets ჯგუფის ყველაზე ხშირად შესრულებადი სიმღერაა. პირველად იგი 1985 წლის 31 დეკემბერს შესრულდა, და მას შემდეგ, 2012 წლის 16 ნოემბრის მონაცემებით, 1417-ჯერ შესრულდა ცოცხლად.[5]
გვიან 1990-იანებში, ხშირად, მეტალიკა ამ სიმღერასა და Welcome Home (Sanitarium)-ს ერთად ასრულებდა კონცერტებზე და მოიხსენიებდნენ მას როგორც Mastertarium.
პერსონალი [რედაქტირება]
- ჯეიმზ ჰეტფილდი – მთავარი ვოკალი, რიტმური გიტარა
- კირკ ჰემეტი – მთავარი გიტარა
- კლიფ ბარტონი – ბასი, შემცვლელი ვოკალი
- ლარს ულრიხი – დრამი
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ ჰეტფილდი, ჯეიმზი (1988). ინტერვიუ მეტალიკასთან, Vol. 6, No.8. Thrasher Magazine. წაკითხვის თარიღი: 2008-01-30.
- ↑ VH1 40 საუკეთესო მეტალ სიმღერა. VH1. წაკითხვის თარიღი: 2008-01-30.
- ↑ 100 უდიდესი მეტალ სიმღერა
- ↑ Gibson.com. მეტალიკის Master of Puppets ყველა დროის საუკეთესო მეტალ სიმღერაა. roadrunnerrecords.com. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-03-18-ში. წაკითხვის თარიღი: 2011-08-24.
- ↑ METALLICA.com - SONGS. Metallica.com. წაკითხვის თარიღი: 2012-11-16.
