ლინკინ პარკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლინკინ პარკი
Linkin Park
LinkinParkBerlin2010.jpg
ჯგუფის გამოსვლა 2010 წელს, ბერლინში
ბიოგრაფია
წარმოშობა ლოს-ანჯელესი, კალიფორნია,აშშ
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი, ნიუ მეტალი, რეპ-როკი, ალტერნატიული მეტალი,
აქტიური 1996-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Warner Bros., Machine Shop
ასოციაციები ჯეი-ზი
Relative Degree
სტივ აოკი
საიტი www.linkinpark.com
წევრები ჩესტერ ბენინგტონი
რობ ბურდონი
ბრედ დელსონი
დეივ ფარელი
მაიკ შინოდა
ჯო ჰანი
ყოფილი წევრები მარკ უეიკფილდი

ლინკინ პარკი (Linkin Park) — ამერიკული როკ-ჯგუფი, რომლის მუსიკა მიეკუთვნება ნიუ მეტალსა და ალტერნატიულ როკს. ის დაარსდა 1996 წელს ლოს-ანჯელესში (კალიფორნია, აშშ).

ადრეული წლები[რედაქტირება]

1994 წელს, შტატ არიზონას ქალაქ ფინიქსში სწავლის დასრულებისთანავე ვოკალისტი ჩესტერ ბენინგტონი შეუერთდა ჯგუფს, რომლის სახელი იყო „გრეი დეიზი“ (Grey Daze). ჯგუფმა ორი ალბომი გამოუშვა: No Sun Today და Wake Me. ჯგუფის შიგნით პირადი კონფლიქტების გამო ბენინგტონმა მისი დატოვება გადაწყვიტა.

ამასობაში, 1996 წელს, გიტარისტმა ბრედ დელსონმა და რეპერმა მაიკ შინოდამ მეგობარ დრამერთან, რობ ბოურდონთან ერთად ჩამოაყალიბეს თავიანთი ჯგუფი სახელად „სუპერქსერო“. ჰანი და ფარელი ჯგუფს მოგვიანებით შეუერთდნენ, შეიცვალა ჯგუფის სახელი და მას უწოდეს „ქსერო“. შემდეგ დაემატათ ვოკალისტიც — მარკ ვეიკფილდი და ჯგუფმა ჩაწერა პირველი დემო. ჩანაწერი გაუგზავნეს რამდენიმე ხმის ჩამწერ კომპანიას, მაგრამ გამოხმაურება არ მოჰყოლია. მალე ვეიკფილდმა ჯგუფი დატოვა. მისი წასვლის შემდეგ შინოდამ ახალი ვოკალისტის ძებნა დაიწყო, ხოლო დელსონმა Warner Bros. Records-ის წარმომადგენელთან დაიწყო მოლაპარაკებები. სულ მალე ჯგუფს ახალგაზრდა ვოკალისტი, წარმოშობით ფენიქსელი ბენინგტონი შეუერთდა. მისი მოსვლის შემდეგ ჯგუფმა სახელი კიდევ შეიცვალა და გახდა „Hybrid Theory“.

Warner Bros. Records-მა ჯგუფთან კონტრაქტის გაფორმება 1999 წელს გადაწყვიტა, მაგრამ მათ სახელის შეცვლა მოსთხოვეს, რადგან Hybrid-ზე საავტორო უფლება ინგლისურ ელექტრონულ ჯგუფს ეკუთვნოდა. განიხილებოდა სახელწოდების მრავალი ვარიანტი. ბოლოს ბენინგტონმა წამოაყენა წინადადება, ჯგუფის სახელწოდებად აერჩიათ „ლინკოლნ პარკი“ (Lincoln Park), რადგან ჯგუფს ყოველდღე უხდებოდა ლინკოლნ პარკის წინ გავლა, როდესაც თავიანთ სადებიუტო ალბომზე მუშაობდნენ, მაგრამ რადგან დომენი lincolnpark.com უკვე არსებობდა და ჯგუფი მის ყიდვას ვერ შეძლებდა, ლინკოლნი შეცვალეს ლინკინით. ასე გაჩნდა სახელწოდება „ლინკინ პარკი“ (Linkin Park).

Hybrid Theory 2000-2003[რედაქტირება]

ლინკინ პარკის სადებიუტო ალბომი Hybrid Theory 2000 წლის 24 ოქტომბერს გამოვიდა. დეკემბერში ჯგუფმა პირველი, ქვეყნის მასშტაბით გახმაურებული კონცერტი გამართა. შინოდამ სპეციალურად ამ კონცერტისთვის დაწერა სიმღერა My December.

2001 წლის დასაწყისში ჯგუფში დაბრუნდა ფარელი და გამოვიდა მეორე სინგლი: Crawling, რომელმაც 2002 წელს გრემი დაიმსახურა ნომინაციაში საუკეთესო კომპოზიცია მძიმე როკის ჟანრში. 2001 წელსვე გამოვიდა მესამე სინგლი In the End. ეს გახდა იმ დროისათვის ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტი. ამავე წლის სექტემბერში გამოვიდა მათი პირველი DVD (Frat Party At The Pancake Festival).

ნოემბერში ჯგუფის მეგობრის, ჯესიკა ბარდასის, წინადადებით ჩამოყალიბდა ლინკინ პარკის ფანკლუბი და შეიქმნა Linkin Park Underground (LPU). ფანკლუბის წევრები ყოველწლიურად იღებენ საჩუქრების კრებულს: მაისურებს, CD-ს და სხვადასხვა ნივთებს.

2002 წლის დასაწყისში მოეწყო მათი პირველი ტურნე სახელწოდებით Projekt Revolution. ამავე წელს გამოვიდა ჯგუფის კიდევ ერთი ალბომი Reanimation, რომელშიც ძველი სიმღერების რემიქსები შევიდა.

Meteora 2002-2004[რედაქტირება]

2002 წელს დაიწყეს მუშაობა ალბომზე Meteora. ამ ალბომის პირველი სინგლი Somewhere I Belong 2003 წლის თებერვალში გამოვიდა. ხოლო ალბომი - მარტის ბოლოს. გამოშვებიდან პირველივე კვირას მისი 810 000 ეგზემპლარი გაიყიდა, ხოლო საერთო ჯამში მსოფლიოს მასშტაბით 10 მილიონი. ალბომის გამოშვების შემდეგ მოაწყეს მეორე ტურნე, რომელსაც მოჰყვა სინგლის Faint გამოშვება. 2003 წელს მეტალიკას საზაფხულო ტურნეს შეუერთდნენ, ხოლო ტურნეს დასრულების შემდეგ გამოუშვეს სინგლი Numb და მასზე კლიპი პრაღაში გადაიღეს. 2003 წლის ნოემბერში გამოვიდა DVD Live in Texas. 2004 წლის დასაწყისში ჯგუფმა Meteora-ს მსოფლიო ტურნე დაიწყო. ტურნეს შემდეგ გადაიღეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ამბიციური კლიპი სიმღერაზე Breaking the Habit.

სხვა პროექტები[რედაქტირება]

2004 წელს MTV-ს მოთხოვნით მათ დაიწყეს თანამშრომლობა ჯეი-ზისთან (Jay-Z) და შედეგად გამოვიდა ალბომი Collision Course.

2005 წელი შემოქმედებითად საკმაოდ მშვიდი აღმონდა ლინკინ პარკისთვის. მათი საქმიანობა ძირითადად საქველმოქმედო კონცერტებში მონაწილეობით შემოიფარგლებოდა.

2005 წლის ივლისში შინოდამ გამოაცხადა ჰიპ-ჰოპთან დაკავშირებული პროექტის - Fort Minor და აღნიშნა, რომ ეს იყო მისი მცდელობა, დაბრუნებოდა ფესვებს. სოლო ალბომზე The Morning After მოშაობა დაიწყო ბენინგტონმაც. რის შემდეგაც გავრცელდა ხმები ჯგუფის დაშლის შესახებ. თუმცა შინოდამ და ბენინგტონმა ეს ჭორი უარყვეს.

Minutes to Midnight (2006)[რედაქტირება]

2006 წელს ლინკინ პარკი დაუბრუნდა სტუდიას, რათა ჩაეწერა ახალი ალბომი. ალბომს პროდიუსერობას რიკ რუბინი უწევდა. ალბომის დებიუტი 2006 წელს უნდა მომხდარიყო,მაგრამ გარკვეული შეფერხებების გამო 2007 წლამდე ვერ განხორციელდა.

ზაფხულში მაიკის გარეშე 30–დან 50–მდე სიმღერა ჩაიწერა და როდესაც ჯგუფს შინოდა შეუერთდა, ნახევარი ალბომი უკვე ჩაწერილი იყო. ბენინგტონმა მოგვიანებით განაცხადა,რომ ახალი ალბომი იყო გარდატეხა სტილში, კერძოდ ნიუ მეტალიდან ალტერნატიულ როკში. Warner Bros. Records-მა ოფიციალურად განაცხადა,რომ ჯგუფის მესამე სტუდიური ალბომი აშშ-ში Minutes to Midnight 2007 წლის 15 მაისს გამოვიდოდა. 14 თვიანი მუშაობის შემდეგ ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს,რომ ალბომის დასახვეწად საჭირო იყო ჩაწერილი 17 სიმღერიდან 5 ამოეღოთ.

გამოსვლის პირველ კვირას ალბომის 625,000 ეგზემპლარი გაიყიდა. ლინკინ პარკის შემოქმედებამ ასევე პირველი ადგილი დაიკავა ბილბორდ 200-შიც. ამან Minutes to Midnight ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ალბომად აქცია.

ალბომის პირველი სინგლი, „What I've Done“ გამოვიდა 2 აპრილს და მისი პრემიერა MTV-ზე შედგა. მსმენელთა გამოკითხვის შედეგად სიმღერამ „ბილბორდის“ როკ-სიმღერების ჩარტში ადგილი დაიკავა. იგი ასევე გამოყენებულია ფილმ „ტრანსფორმერებში“. იმავე ფილმის საუნდტრეკია მაიკ შინოდას მიერ ჯგუფ Styles of Beyond-თან ერთად შესრულებული „Second to None“. ჯგუფმა მოგვიანებით American Music Awards-ზე „საუკეთესო ალტერნატიული შემსრულებლის“ წოდება მოიპოვა. გარდა ამისა, წარმატება იქონია ალბომის ხვა სიმღერებმაც - „Bleed It Out“, „Shadow of the Day“, „Given Up“ და „Leave Out All the Rest“.

ამის შემდეგ ჯგუფმა იმუშავა რეპერ ბასტა რაიმზის სიმღერაზე „We Made It“, რომელიც 29 აპრილს გამოიცა. გარდა ტურნეებისა, ჯგუფი მონაწილეობდა ფესტივალებში, რომელთა შორის იყო Live Earth Japan (7 ივლისი, 2007), Download Festival (დონინგტონი, ინგლისი) და Edgefest (დაუნსვიუ პარკი, ტორონტო, კანადა).

შემდგომში ბენინგტონმა განაცხადა, რომ ჯგუფი გეგმავდა შემდეგ სტუდიურ ალბომზე მუშაობის დაწყებას და მისი მასალის შექმნაც დაწყებული ჰქონდათ.[1].

დისკოგრაფია[რედაქტირება]

სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Billboard.com, Linkin Park Plans Quick 'Midnight' Follow Up. Retrieved February 13, 2008.