ბას-გიტარა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ბას-გიტარა — სიმებიანი მუსიკალური ინსტრუმენტი, გიტარის ერთ-ერთი სახეობა, განსაზღვრულია ბასის დიაპაზონში დასაკვრელად. ერგება ბევრ მუსიკალურ სტილს და ჟანრს ძირითადად აკომპანირებისთვის და იშვიათად — სოლო ინსტრუმენტისთვის. მისი გამოჩენისთანავე, მე-20 საუკუნის შუახანებიდან, ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბას ინსტრუმენტი, განსაკუთრებით პოპულარულ მუსიკაში.
ბას გიტარის პარტიას მუსიკალურ შესრულებაში ეწოდება ბასური პარტია ან ბასური ხაზი, ხოლო ბას გიტარაზე შემსრულებელს უწოდებენ ბას გიტარისტს ან ბასისტს.
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
სტატიის