კირკ ჰემეტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კირკ ჰემეტი
Kirk Hammett live in London 15 September 2008.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი კირკ ლი ჰემეტი
დაბ. თარიღი 18 ნოემბერი, 1962 (1962-11-18) (52 წლის)
წარმოშობა სან-ფრანცისკო, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი მძიმე მეტალი, თრეშ მეტალი, მძიმე როკი
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა, ბას გიტარა, სითარი
აქტიური 1979 წლიდან დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Warner Bros., Elektra, Vertigo, Megaforce
ასოციაციები მეტალიკა, ექსოდუსი, სპასტიკ ჩილდრენი
საიტი Metallica.com

კირკ ლი ჰემეტი (დ. 1962 წლის 18 ნოემბერს) — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის მთავარი გიტარისტი, ასევე სიმღერების ავტორიც. სანამ მეტალიკას შეუერთდებოდა, უკრავდა ჯგუფ Exodus-ში. 2003 წელს კირკ ჰემეტი შეტანილი იქნა Rolling Stone-ის სიაში ყველა დროის ასი საუკეთესო გიტარისტი მე-11 ადგილზე.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ადრინდელი წლები, ექსოდუსი (1962–1983)[რედაქტირება]

კირკი დაიბადა სან-ფრანცისკოში 1962 წლის 18 ნოემბერს ფილიპინელი დედისა (ჩეფელა) და ირლანდიელი საზღვაო ვაჭარის ოჯახში.[2] დაამთავრა De Anza-ს საშუალო სკოლა, რომელიც მდებარეობს რიჩმონდში, კალიფორნია.

ჰემეტის მუსიკალურმა ინტერესმა მოახვედრა იგი იმ პერიოდისთვის ჩამოყალიბების სტადიაში მყოფ თრეშ მეტალის სამყაროში. 1980 წელს მან ჩამოაყალიბა ჯგუფი ექსოდუსი, სადაც შედიოდნენ ვოკალისტი პოლ ბალოფი, გიტარისტი გარი ჰოლტი, ბასისტი ჯეოფ ენდრიუსი და დრამერი ტომ ჰანტინგი. კირკი უკრავს ჯგუფის 1982 წლის დემოში. ექსოდუსი იყო წამყვანი ძალა რკინიგზის არის ადრეულ თრეშ მოძრაობაში.

მეტალიკა (1983–დან დღემდე)[რედაქტირება]

ჰემეტი მეტალიკაში მიიწვიეს 1983 წელს მას შემდეგ, რაც ჯგუფიდან გაუშვეს დეივ მასტეინი ალკოჰოლიზმისა და აგრესიულობის გამო. ეს მოხდა მეტალიკის სადებიუტო ალბომის Kill 'Em All ჩაწერის წინ. ამ დროისათვის ჰემეტი პირად საგიტარო გაკვეთილებს იღებდა ახლა უკვე ყველასთვის ცნობილი ჯო სატრიანისგან.

ჰემეტმა დაწერა არაერთი რიფი მეტალიკის სიმღერებისათვის (განსაკუთრებით 90-იან წლებში). მისი დაწერილი რიფი, რომელიც გამოყენებული იქნა სიმღერაში Enter Sandman, გახდა მეტალიკის ერთერთი პოპულარული სიმღერა, რომელიც მოხვდა Rolling Stone-ის შედგენილ „ყველა დროის საუკეთესო ხუთასი სიმღერის“ სიაში 399 ადგილზე.[3] იგი შესულია მეტალიკის “შავ ალბომში“ პირველ ტრეკად.

ხიდი სიმღერისთვის Creeping Death თავდაპირველად იყო ექსოდუსის რიფი, რომელიც კირკმა წამოიღო მეტალიკაში. ჰემეტი შემჩნეულია ტურნეების დროს მარჯვენა ხელზე ზონარ გადაჭერილი დაკვრით.[4] იგი ასევე შემჩნეულია დაკვრის დროს ვაუ-ვაუ პედალის ხშირი გამოყენებით მის სოლოებში. ამის შესახებ თავად აცხადებს: „ვაუ-ვაუ ჩემი პიროვნების გაფართოვებაა.“

საწყის ეტაპზე კირკს სურდა შეეტანა სოლოები ჯგუფის 2003 წლის ალბომში St. Anger, მაგრამ დრამერ ლარს ულრიხის და პროდიუსერ ბობ როკის აზრით სოლოები არ მოუხდებოდა ასეთ სიმღერებს. შედეგად ამ ალბომში სოლოს ძნელად შევხვდებით.

2009 წლის 4 აპრილს კირკი მეტალიკის დანარჩენ წევრებთან, ჯემზთან, ლარსთან და რობერტთან, ასევე მეტალიკის ყოფილ წევრთან, ჯეისონ ნიუსტედთან და ავტოკატასტროფაში გარდაცვლილი ბასისტის, კლიფ ბარტონის მამასთან ერთად მიწვეული იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. ამ წელსვე კირკმა წინასიტყვაობა დაურთო ბრიტანელი ავტორის ჯოელ მაკლვერის წიგნს To Live Is To Die: The Life And Death Of Metallica's Cliff Burton.[5]

დისკოგრაფია[რედაქტირება]

Death Angel[რედაქტირება]

  • Kill As One Demo (როგორც პროდიუსერი)

Headbanged[რედაქტირება]

Exodus[რედაქტირება]

მეტალიკა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მეტალიკის დისკოგრაფია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]