ბრიტანული მძიმე მეტალის ახალი ტალღა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრიტანული მძიმე მეტალის ახალი ტალღა
ჟანრობრივი წარმომავლობა: მძიმე მეტალი, პანკ როკი
კულტურული წარმომავლობა: გვიანი 1970-იანები, გაერთიანებული სამეფო
დამახასიათებელი ინსტრუმენტები: ვოკალი • ელექტრო გიტარა • ბას გიტარა • დრამები
მეინსტრიმული პოპულარობა: საშუალო გვიან 1970-იანებში, მაღალი შუა 1980-იანებში, კლება შუა 1980-იანების შემდეგ, მცირე გამოღვიძება გვიან 1990-იანებსა და 2000-იანებში
წარმოშობილი ფორმები: პაუერ მეტალი
თრეშ მეტალი
სპიდ მეტალი
აღრეული ჟანრები
მელოდიური დეზ მეტალი
რეგიონული განშტოებები
გაერთიანებული სამეფო
სხვა თემები
ექსტრემალური მეტალი

ბრიტანული მძიმე მეტალის ახალი ტალღა (ინგლ.: New Wave of British Heavy Metal, ან აბრევიატურა NWOBHM, წარმოითქმის /n.ˈwɒbm/) იყო მძიმე მეტალ მოძრაობა, რომელიც დაიწყო გვიან 1970-იანებში ბრიატნეთში და საერთაშორისო ყურადღება ადრეულ 1980-იანებში მიიქცია. ერა განვითარდა როგორც რეაქცია, რომელიც ნაწილობრივ უარყოფდა ისეთ ადრეულ მძიმე მეტალ ჯგუფებს, როგორებიცაა ლედ ზეპელინი და ბლექ საბათი.[1] ამ ჟანრის ჯგუფებმა განდევნეს ბლუზ გავლენა მძიმე მეტალიდან, რაც ახასიათებდათ ჩამოთვლილ ჯგუფების შემოქმედებას, მოაშორეს პანკ ელემენტები თავიაანთ მუსიკას, ააჩქარეს ტემპი და დაიწყეს უფრო „მკაცრი“, მძიმე მუსიკის დაკვრა.[1] ეს სცენა თითქმის მთლიანად ექსკლუზიურად მძიმე მეტალის ფანებზე იყო გათვლილი.[1] ერა მიიჩნევა ძირითად საძირკვლად ახალი ექსტრემალური მეტალის ჟანრების და ჯგუფების ჩამოსაყალიბლებლად; ამერიკული თრეშ მეტალ ჯგუფი მეტალიკა ბრიტანული მძიმე მეტალის ახალი ტალღის შემსრულებელ ჯგუფებს (საქსონი, მოუტერჰედი, დაიმონდ ჰედი და აირონ მეიდენი) მათ შემოქმედებაში ყველაზე გავლენიან ჯგუფებად ასახელებს.[1][2]

ადრეულ-შუა 1980-იან წლებში ბრიტანული მძიმე მეტალის ახალი ტალღა პოპულარობის ზენიტში იმყოფებოდა მძიმე მეტალ სცენაზე. ამ ჟანრის სიმღერებს ახასიათებს სწრაფი ტემპი, მძლავრი აკორდები, სწრაფი საგიტარო სოლოები და მელოდიური ვოკალი მაღალ ოქტავებში. ტექსტები კი, ხშირად, შთაგონებას მითოლოგიასა და სამეცნიერო ფანტასტიკაში პოულობდა.

ამ პერიოდის მრავალ ჯგუფს კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული ლეიბლთან Neat Records, რომელმაც შემდგომ წლებში გამოუშვა ამ ჟანრის სიმღერები კრებულებად.[3][4][5]

[რედაქტირება] სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 NWOBHM at allmusic. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 2007-08-21.
  2. Metallica: History. Metallica.com. წაკითხვის თარიღი: 2011-11-07.
  3. The Neat Singles Collection Vol.1: Various Artists: Amazon.co.uk: Music. Amazon.co.uk. წაკითხვის თარიღი: 2010-08-20.
  4. The Neat Singles Collection Vol.2: Various Artists: Amazon.co.uk: Music. Amazon.co.uk. წაკითხვის თარიღი: 2010-08-20.
  5. The Neat Singles Collection Vol.3: Various Artists: Amazon.co.uk: Music. Amazon.co.uk. წაკითხვის თარიღი: 2010-08-20.


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე