Poor Re-Touring Me Tour

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Poor Re-Touring Me
ტურნე, გამართული მეტალიკის მიერ
ჩატარების ადგილები აზია, ევროპა, ჩრდილოეთი ამერიკა, ავსტრალია
დაკავშირებული ალბომი Reload
დაწყების თარიღი 22 აგვისტო, 1997
დასრულების თარიღი 22 აპრილი, 1999
კონცერტების რაოდენობა 74
მეტალიკის კონცერტების ქრონოლოგია
Poor Touring Me
(1996-1997)
Poor Re-Touring Me
(1997—1999)
Garage Remains the Same Tour
(1999)

Poor Re-Touring Meამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის 1997-1999 წლებში გამართული საკონცერტო ტურნე. იგი ჩატარდა მათი სტუდიური ალბომის, Reload, მხარდასაჭერად, რომელიც გამოვიდა 1997 წლის 18 ნოემბერს. ტურნეს სახელწოდება მომდინარეობს მეტალიკის სიმღერიდან Poor Twisted Me, რომელიც შესულია მათივე ალბომში Load.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურნეს თუ დავყოფთ შემადგენელ ტურნეებად, იგი მოიცავს Blitzkrieg '97 (22–24 აგვისტო, 1997), Re-Load Promo Tour (11–18 ნოემბერი, 1997) და Garage Inc Promo Tour (17–24 ნოემბერი, 1998) ტურნეებსაც. იგი ევროპაში დაიწყო 1997 წლის 22 აგვისტოს. მეტალიკამ დაუკრა ევროპულ ფესტივალებზე, რათა შეესრულებინა ადრე აღებული საკონტრაქტო ვალდებულებანი. მათ მონაწილეობა მიიღეს სამ ფესტივალში: Pukkelpop ფესტივალში (ბელგია),[1] Blind Man's Ball ფესტივალსა (გერმანია) [2] და Reading ფესტივალში (ინგლისი).[3]

ტურნე გაგრძელდა აშშ-ში კონცერტებით, რომლებიც მიზნად ისახავდა სტუდიური ალბომის Reload რეკლამირებას (Re-Load Promo Tour).[4] 120 000 ფანზე მეტმა დარეკა და ითხოვა, ეთქვათ მათთვის ადგილი, სადაც უნდა ჩატარებულიყო უფასო კონცერტი ნოემბერში, მოგვიანებით სახელდებული როგორც Million Decibel March.[5]

შემდგომ იყო თავად ამ ალბომის მხარდამჭერი შოუები, რომელთაგან უმეტესობას მხარს უჭერდნენ შემსრულებლები ჯერი კანტრელი, Days of the New[6] და Monster Magnet.[7]

1998 წლის 1724 ნოემბერს ჩატარებული კონცერტების მიზანი იმავე წლის 24 ნოემბერს გამოსული ქავერ-ვერსიების ალბომის Garage Inc. რეკლამა იყო (Garage Inc Promo Tour),[7] რომელთა უმეტესობას მხარს უჭერდა ჯგუფი Battery.[4]

1999 წლის 21 და 22 აპრილის შოუები ბერკლის საზოგადოებრივ თეატრში სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის თანხლებით გამოშვებული იქნა ალბომის S&M სახით.[8]

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

(აღებულია 1998 წლის 24 აპრილის შოუდან სეულში)

  1. „So What?“ („Anti-Nowhere League“-ის ქავერი)
  2. „Master of Puppets“
  3. „King Nothing
  4. „Sad but True“
  5. „Fuel
  6. „The Memory Remains
  7. „Bleeding Me“
  8. „Nothing Else Matters“
  9. „Until It Sleeps“
  10. „For Whom the Bell Tolls
  11. „Wherever I May Roam“
  12. „One
  13. პოპური ალბომებიდან Kill 'Em All / Ride the Lightning
  14. „Low Man's Lyric“ (აკუსტიკური)
  15. „The Four Horsemen“ (აკუსტიკური)
  16. „Motorbreath“ (აკუსტიკური)
  17. „Creeping Death“
  18. „Enter Sandman“
  19. „Battery/Damage Inc.“

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Pukkelpop 1997 : ისტორია. Pukkelpop.be. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-20. ციტირების თარიღი: 2010-01-17.
  2. სემ ჰედლენდი (1998). კოლექციონერთა ილუსტრირებული სახელმძღვანელო მეტალიკისკენ: საწვავი და ცეცხლი. Collector's Guide Publishing, გვ. 25. ISBN 978-1-896522-09-8. 
  3. Reading Festival 2008 : ისტორია. Festival Republic. Readingfestival.com (22–24 აგვისტო, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-14. ციტირების თარიღი: 2010-01-17.
  4. 4.0 4.1 მეტალიკა 1997 წლის 18 ნოემბრიდან - 1998 წლის 8 დეკემბრამდე. MTV.com. MTV Networks. ციტირების თარიღი: 2009-01-24.
  5. ჯოელ მაკივერი (2004). Justice for All: The Truth about Metallica. Omnibus Press, გვ. 243. ISBN 0711996008. 
  6. Metallica Battles Bootleggers, Taps Jerry Cantrell And Days Of The New For Summer Tour. MTV.com. MTV Networks (1998-03-18). ციტირების თარიღი: 2009-03-05.
  7. 7.0 7.1 გარი შარფ-იანგი. მეტალიკის ბიოგრაფია. MusicMight.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-22. ციტირების თარიღი: 2010-01-17.
  8. მეტალიკა 1999 წლის 24 თებერვლიდან – 2000 წლის 23 თებერვლამდე. MTV.com. MTV Networks. ციტირების თარიღი: 2007-12-05.