ჯეისონ ნიუსტედი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯეისონ ნიუსტედი
13-06-09 RaR Newsted 10.jpg
ჯესიონ ნიუსტედი მის ჯგუფთან ერთად ფესტივალზე Rock am Ring, 2013
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯეისონ კერტის ნიუსტედი
მეტსახელი ჯეისონიკი
დაბ. თარიღი 4 მარტი, 1963
წარმოშობა ბატლ კრიკი, მიჩიგანი, აშშ
ჟანრ(ებ)ი მძიმე მეტალი, თრეშ მეტალი, მძიმე როკი, ალტერნატიული მეტალი
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ბას გიტარა, ვოკალი, გიტარა, ვიოლინო, დრამები
აქტიური 1982 წლიდან დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Metal Blade, Elektra, Chophouse, The End, Surfdog
ასოციაციები მეტალიკა, ოზი ოსბორნი, ფლოტსამ ენდ ჯეტსამი, პაპა ვილი, ვოივოდი, ეჰობრეინი, როკ სტარ სუპერნოვა, სპასტიკ ჩილდრენი
საიტი www.chophouserecords.com

ჯეისონ კერტის ნიუსტედი (დაბ.:4 მარტს, 1963 წ., ბატლ კრიკი, მიჩიგანი) — ამერიკელი ბასისტი, უკეთ ცნობილი როგორც მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის ყოფილი წევრი. მეტალიკიდან წასვლის შემდეგ მან გააგრძელა კარიერა ეჰობრეინში, უკრავდა ოზი ოზბორნთან და შეუერთდა მძიმე მეტალ ჯგუფ ვოივოდს. ნიუსტედი იყენებს ფსევდონიმს ჯეისონიკ, რაც ამავე დროს არის მისი მუსიკის გამომცემელი კომპანიის სახელწოდებაც. ჯეისონი არის ხმისჩამწერი სტუდიისა და ლეიბლის Chophouse Records დამაარსებელი, რომელიც კალიფორნიაში მდებარეობს.

კარიერა[რედაქტირება]

ფლოტსამ ენდ ჯეტსამი[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ფლოტსამ ენდ ჯეტსამი.

ნიუსტედი ადრეულ წლებში უკრავდა ჯგუფ ფლოტსამ ენდ ჯეტსამში. მათი 1986 წლის ალბომში Doomsday for the Deceiver სიმღერების ტექსტების უმეტესობაც ჯეისონს ეკუთვნის.

მეტალიკაში მოსვლა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მეტალიკა.
ჯეისონ ნიუსტედი მეტალიკასთან ერთად ადრეულ 1990-იანებში

მეტალიკის ბასისტ კლიფ ბარტონის გარდაცვალების შემდეგ, დარჩენილმა წევრებმა დაიწყეს კლიფის შემცვლელის ძიება. ნიუსტედმა დაახლოებით ორმოცამდე ბასისტთან ერთად მიიღო მონაწილეობა მოსმენაში, რის შემდეგაც იგი აყვანილი იქნა. ჯეისონის პირველი გამოსვლა მეტალიკასთან ერთად შედგა ქ. რესედაში, კალიფორნია. კლიფის გარდაცვალებით დამწუხრებულ ჯგუფში ნიუსტედს ძალიან უჭირდა, რადგან მის მიმართ ხშირი იყო დაცინვა და სხვა გამოხტომები, რომელიც მით უფრო იზრდებოდა, რაც დრო გადიოდა. ფანებიც ძნელად შეეგუენ იმ ფაქტს, რომ კლიფი აღარ იყო და მის მაგივრად სხვა უკრავდა. ჯეისონის დებიუტი ჯგუფთან ერთად შედგა EP-ში The $5.98 E.P.: Garage Days Re-Revisited, რასაც მოყვა შემდგომ ალბომი …And Justice for All. ამ უკანასკნელს დიდი კრიტიკა ხვდა წილად პროდიუსირების დაბალი ხარისხისა და ბას გიტარის ხმის თითქმის არ არსებობის გამო.[1] ნიუსტედმა განაცხადა, რომ ეს იყო ლარსისა და ჯეიმზის გეგმის ნაწილი, თუმცა ლარსიცა და ჯეიმზიც ამბობდნენ, რომ თავადაც განაწყენებულები არიან ამის გამო.[1] დამატებით მათ განაცხადეს, რომ ბას-გიტარა იმეორებდა რითმული გიტარის პარტიებს, რამაც გამოიწვია ეს გაუგებრობა. ყველაფრის მიუხედავად ალბომმა დაიკავა მეექვსე ადგილი ბილბორდ 200-ში და ჯგუფს დიდი წარმატება მოუტანა.

ჯეისონმა მეტალიკასთან ერთად ჩაწერა ალბომები: Metallica (1991), Load (1996) და ReLoad (1997). შავმა ალბომმა მეტალიკას მსოფლიო დიდება მოუტანა. Load და Reload უფრო მეტად როკ ალბომები იყო უფრო ნელი და მელოდიური სიმღერებით. გამოშვებული იქნა ცოცხალი კონცერტები Live Shit: Binge & Purge და Cunning Stunts 1993 და 1997 წლებში. 1999 წელს ჯეისონმა დაუკრა მეტალიკაში S&M კონცერტზე, რომელიც შემდგომ ალბომად გამოიცა. ჯეისონი იყო შემცვლელი ვოკალი ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ალბომებში და ხოლო რაც შეეხება სიმღერებს Seek and Destroy და Whiplash, იმღერა სრული ცოცხალი ვერსიები. იგი მონაწილეობდა მეტალიკის სამი სიმღერის დაწერაში:

  • Blackened (...And Justice For All)
  • My Friend of Misery (Metallica)
  • Where the Wild Things Are (Reload)

მეტალიკიდან წასვლა[რედაქტირება]

2001 წლის 17 იანვარს ჯეისონ ნიუსტედმა დატოვა ჯგუფი, მისივე განცხადებით, კერძო და პირადი მიზეზების გამო და იმ ფიზიკური ზიანის გამო, რომელიც მან მიაყენა საკუთარ თავს წლების განმავლობაში იმ მუსიკის დაკვრისას, რომელიც უყვარს.[2] თუმცა, როგორც მოგვიანებით ჟურნალ „პლეიბოისთან“ მიცემულ ინტერვიუში ირკვევა, ჯეისონს სურდა ალბომის გამოშვება და ტუნეში გამგზავრება ჯგუფ ეჰობრეინთან ერთად, მაგრამ ჯეიმზი კატეგორიულ უარზე იყო და ამბობდა, რომ როდესაც ვინმე აკეთებს გვერდით პროექტს, ამით ის მეტალიკას ასუსტებს.[3] როდესაც ჯეისონმა მიუთითა ჯეიმზს საკუთარ წვლილზე სხვა პროექტებში, ჯეიმზმა უპასუხა, რომ მისი სახელი არ იყო იმ ჩანაწერებში და ჯეიმზი არ ცდილობდა, გაეყიდა ისინი.[3].

ნიუსტედი ამბობს, რომ არასოდეს უნანია ჯგუფის დატოვება. დოკუმენტურ ფილმში Some Kind of Monster ჯეისონი უარყოფს გავრცელებულ ჭორს მეტალიკაში მისი დაბრუნების შესახებ და აცხადებს:

ვიკიციტატა
„ძალიან პატიოსნად გეტყვით, მილიარდი პროცენტით, მე არასოდეს მინანია მეტალიკის დატოვება. ეს იყო სწორი ნაბიჯი ყველასთვის. მე არავისთვის ერთხელაც კი არ მითქვამს, რომ მსურდა მეტალიკაში დაბრუნება. მე ასე მოვმართე ჩემი გონება. ეს არ იყო ადვილი გასაკეთებელი, მაგრამ ეს იყო ის, რაც აუცილებლად უნდა გამეკეთებინა. მე ბევრი ვიფიქრე სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდი და სწორედ ამიტომ უკან არსოდეს მომიხედავს. წარსული იქაა, სადაც უნდა იყოს.“

[4]

ოზი ოსბორნის ჯგუფი[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ოზი ოსბორნი.

ნიუსტედი შეუერთდა კანადურ თრეშ მეტალ ჯგუფ ვოივოდს. ამავე დროს იყო რობერტ ტრუჰილოს შემცვლელი ოზი ოსბორნის ჯგუფში Ozzfest 2003-ის განმავლობაში, სადაც ვოივოდიც მონაწილეობდა. ინტერვიუში MTV-სთან ოსბორნმაც და ნიუსტედმაც დიდი ენთუზიაზმი გამოიჩინეს ახალი ალბომის ერთად დაწერის იდეისადმი. ოსბორნმა ნიუსტედს ახალგაზრდა გიზერ ბატლერიც კი უწოდა, მაგრამ ეს გაერთიანება საბოლოო ჯამში არ შედგა, რადგან 2003 წლის დასასრულისთვის ნიუსტედმა მიატოვა ოსბორნი ტურნეს დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე.[5][6] იგი მალე ჩაანაცვლეს რობ ზომბის ბასისტ რობ ნიკოლსონით.[7]

ვოივოდი[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ვოივოდი.

ვოივოდის ბოლო ხორცშესხმაში შედიოდნენ ოთხიდან სამი დამფუძნებელი წევრი: დენის ბელანგერი (მეტსახელად სნეიკი, ვოკალი), დენის დამოური (მეტსახელად ფიგი, გიტარა) და მიჩელ ლანგევინი (მეტსახელად ევეი, დრამები), რომელთაც დაემატათ ჯეისონ ნიუსტედი(მეტსახელად ჯეისონიკი) ბას გიტარაზე. 2005 წლის 26 აგვისტოს 45 წლის ასაკში გიტარისტი დენის დამოური სიმსივნეთი გარდაიცვალა.[8] ჯგუფის 2006 წლის ივლისში გამოშვებული ალბომი Katorz მოიცავს დენისის ლეპტოპში ნაპოვნ რიფებს, რომელთა შესახებაც მან სიკვდილის წინ დატოვა ინსტრუქციები.

2008 წლის დეკემბერში ვოივოდის ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია, რომ ნიუსტედი დაუკრავდა ყველა ბას ტრეკს ახალ ალბომში Infini, რომელიც გამოვიდა 2009 წლის 23 ივნისს.[9][10]

როკ სტარ სუპერნოვა[რედაქტირება]

სუპერნოვა ეფუძნებოდა სატელევიზიო პროგრამას, რომლის მიზანი იყო გამოევლინა საუკეთესო როკ შემსრულებელი. ორშაბათს, 2006 წლის 3 ივლისს, შოუ დაიწყო ონლაინ რეჟიმში როკ სტარის ვებგვერდზე და პრემიერა შედგა იმავე კვირის ოთხშაბათს CBS-ზე. ხმები შემოდიოდა როკ სტარის საიტის საშუალებით. ხმათა უმრავლესობით გამარჯვებული გახდა ლუკას როსი.

მხრის დაზიანება[რედაქტირება]

2006 წლის 23 ოქტომბერს ნიუსტედმა დაიშავა მხარი ბასის გამაძლიერებლის დაჭერის მცდელობისას. ამ ინციდენტის შედეგად მან ორივე ხელი დაიზიანა. მისი მხარი მოითხოვდა სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას, რის გამოც მას მოუხდა ხანგრძლივი რეაბილიტაციის კურსის გავლა. ამ პერიოდის განმავლობაში მას არ შეეძლო დაკვრა და დაიწყო საკუთარი თავის გამოხატვა ხატვის საშუალებით.[11] 2007 წლის 4 იანვარს ჯეისონი დაუბრუნდა ბას გიტარას.

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესვლა[რედაქტირება]

2009 წლის 4 აპრილს ჯეისონი მეტალიკის დანარჩენ წევრებთან ერთად მიწვეულ იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში, კლივლენდი, ოჰაიო.[12][13] მან შეასრულა სამი სიმღერა ჰეტფილდთან, ულრიხთან, ჰემეტთან და ტრუჰილოსთან ერთად. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მეტალიკის ხუთი წევრი (აქედან ორი ბასისტი) ერთდროულად უკრავდა სცენაზე.[14] ეს ასევე იყო ჯეისონის პირველი გამოსვლა მეტალიკასთან ერთად ცხრა წლის ინტერვალის შემდეგ; ჯეისონის ბოლო გამოსვლა მეტალიკასთან ერთად შედგა 2000 წელს VH1-ის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალზე. ჯეისონმა წარმოთქვა ემოციური სიტყვა და დაიმსახურა დიდი აპლოდისმენტები.

სახელოვნებო კარიერა[რედაქტირება]

სანამ ჯეისონი რეაბილიტაციას გადიოდა მხრის დაზიანების გამო, ნუგეში ხატვაში იპოვა. ჯეისონმა დახატა ასობით ორიგინალური ნამუშევარი სულ რაღაც დეკადის ნახევარში.[15] ჯეისონის სიტყვებით, იგი გიჟური და მრავალფეროვანი მუსიკის კეთებიდან გიჟური და მრავალფეროვანი ნახატების კეთებაზე გადაერთო.[16] მისი პირველი გამოფენა გალერიაში იგეგმება 2010 წლის 4 მაისს Micaela-ს გალერიაში სან-ფრანცისკოში.[17]

ფილანტროპია[რედაქტირება]

2004 წელს ნიუსტედმა ხელი მოაწერა შეთანხმებას არამომგებიან ორგანიზაციასთან Little Kids Rock, რომელიც აწარმოებს უფასო მუსიკალურ ინსტრუმენტებს და ინსტრუქციებს ამერიკის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა საზოგადოებრივი სკოლებისათვის. ნიუსტედი ამ ორგანიზაციის დირექტორთა საპატიო დაფაზეა.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

ფლოტსამ ენდ ჯეტსამი
მეტალიკა
ეჰობრეინი
  • Echobrain (2002)
  • Glean (2004)
გოვტ მული
  • The Deep End, Volume 2 (2002)
IR8/სექსოტურიკა
მოს ბროდერს
  • Electricitation (2001)
პაპა ვილი
როკ სტარ სუპერნოვა
სეპულტურა
ვოივოდი

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 oocities.com
  2. დევიდ ბაშამი, Bassist Jason Newsted Leaves Metallica. MTV.com. წაკითხვის თარიღი: 3 დეკემბერი, 2007
  3. 3.0 3.1 ინტერვიუ ჟურნალ პლეიბოისთან - მეტალიკა. Playboy. წაკითხვის თარიღი: 2007-12-03.
  4. კრის ჰარისი. (2001-01-17)Jason Newsted On Leaving Metallica: 'I Have Never Looked Back'. Rollingstone.com. წაკითხვის თარიღი: 2009-04-06.
  5. რაიან ჯ. დოუნი, Ozzy, Newsted Lovin' Each Other MTV.com (March 18, 2003). Retrieved March 9, 2008.
  6. მეტალიკა 2002 წლის 3 იანვრიდან 2003 წლის 19 მარტამდე. MTV.com. წაკითხვის თარიღი: 2007-12-05.
  7. რაიან ჯ. დოუნი, Jason Newsted Leaves Ozzy Osbourne, Is Replaced By Rob Zombie Bassist MTV.com (4 დეკემბერი, 2003). წაკითხვის თარიღი: 9 მარტი, 2008.
  8. Theendrecords.com - Voivod
  9. Voivod.net
  10. Blabbermouth.net
  11. DunlopTV - Jason Newsted საიტზე YouTube
  12. ენდრიუ ლინდსი. (2009-03-28)Newsted to reunite with Metallica at Hall of Fame. Stereokill.net. წაკითხვის თარიღი: 2009-03-28.
  13. Jason Newsted to rejoin Metallica. idiomag (2009-03-30). წაკითხვის თარიღი: 2009-03-30.
  14. Blabbermouth.net. (2009-03-21)HAMMETT Says JASON NEWSTED Will Perform With METALLICA At ROCK HALL Induction. Blabbermouth.net.
  15. Blabbermouth.net
  16. Ex-Metallica Bassist Jason Newsted's SF Art Exhibit
  17. micaela.com

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

წინამორბედი:
კლიფ ბარტონი
მეტალიკის ბასისტი
1986 - 2001
შემდეგი:
რობერტ ტრუჰილო