System of a Down

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
System of a Down
ჯგუფის გამოსვლა 2012 წელს, ფესტივალზე Download
ჯგუფის გამოსვლა 2012 წელს, ფესტივალზე Download
ბიოგრაფია
მეტსახელი SOAD, System
წარმოშობა ლოს ანჯელესი
კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული მეტალი,
პროგრესული როკი
ექსპერიმენტალური როკი,
ნუ მეტალი
აქტიური 1994–2006,
2011 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Sony Music Entertainment, American, Columbia
ასოციაციები Achozen
Axis of Justice
George Clinton
and His
Gangsters of Love

Scars on Broadway
სერჟ ტანკიანი და The F.C.C.
The Apex Theory
წევრები
ჯონ დოლმაიანი
დარონ მალაქიანი
შავო ოდაჯიანი
სერჟ თანქიანი
ყოფილი წევრები
ონტრონიკ ”ენდი” ხაჩატურიანი

System of a Down (შემოკლებით System, ან SOAD) — ამერიკული როკ ჯგუფი, რომელიც 1994 წელს ჩამოყალიბდა გლენდეილში, კალიფორნია. ჯგუფის წევრები არიან სერჟ თანქიანი (წამყვანი ვოკალი), დარონ მალაქიანი (ვოკალი და გიტარა), შავო ოდაჯიანი (ბასი), და ჯონ დოლმაიანი (დრამი). ჯგუფმა 1998 წლიდან ხუთი ალბომი გამოსცა. თანამედროვე როკ რადიოს წამყვანი ხმები რამდენიმე გრემის ნომინაციით იყვნენ წარდგენილნი და ერთხელ დაჯილდოვდნენ კიდეც. 2006 წელს ჯგუფში მომხდარი უთანხმოების გამო მისი თითოეული წევრი ცალკეულ პროექტებზე მუშაობს.

ისტორია[რედაქტირება]

ჯგუფის დაარსება[რედაქტირება]

ჯგუფის ისტორია იწყება 1993 წლიდან, როდესაც ლოს-ანჯელესის ხმისჩამწერ სტუდიაში სრულიად შემთხვევით ერთმანეთს ორი ადამიანი შეხვდა, სერჟი და დარონი. მათ ერთმანეთი გაიცნეს და მალევე დაასკვნეს, რომ ორივეს ერთი წარმომავლობა ქონდათ. როდესაც გაირკვა რომ მათ ერთნაირი მუსიკალური გემოვნება ქონდათ გადაწყვიტეს რომ ახალი სომხური დიასპორა შეექმნათ. ვოკალისტი სერჟი იყო, გიტარისტი დარონი, ხოლო დრამერი ანდრანიკ ხაჩატუნიანი, ესეც აგრეთვე სომეხი. ჯგუფს კი SOIL დაარქვეს.

იმ დროს ჯგუფი ძალიან მოეწონა ვინმე შავო ოდაჯიანს, რომელიც ბანკში მუშაობდა და თავისუფალ დროს გიტარაზე უკრავდა. ჯგუფში იმ დროს უკვე იყო გიტარისტი და შავოს უნდოდა მათი მენეჯერი ყოფილიყო ან მათი პიარისათვის ემუშავა. 1995 წელს ჯგუფში უთანხმოება მოხდა, დრამერი წავიდა, მის ნაცვლად ჯონ დოლმაიანი მოვიდა, ხოლო შავო ბასისტი გახდა. ჯგუფს ორი ახალი წევრი შეემატა და გადაწყვიტეს სახელი შეეცვალათ. ჯგუფს System of a Down დაარქვეს. დარონმა დაწერა პოემა Victims of a Down, ამ სახელწოდებიდან გამომდინარე დაარქვეს ჯგუფს სახელიც, მაგრამ სერჟმა სიტყვა „Victim“ შეცვალა „System“ით.

კარიერა[რედაქტირება]

ჯგუფის პირველი კონცერტი გაიმართა ლეგენდარულ კლუბში „Roxy“, ჰოლივუდში. შავო იხსენებს, რომ ამ კონცერტმა მათი ცხოვრება, როგორც მუსიკოსების, შეცვალა. „ორგანიზატორებმა მოგვცეს ერთი დიდი შეკვრა ბილეთები, რათა გაგვეყიდა, მაგრამ ჩვენ ორჯერ მეტი გავყიდეთ. ამის შემდეგ ჩვენ მოგვაქციეს ყურადღება ისეთმა ჯგუფებმა როგორებიცაა: Manhole, Human Waste Project და Engines Of Aggression“.

System+of+a+Down+80.jpg

უნდა აღინიშნოს, რომ ამ New-Metal ჯგუფის პოპულარობაზე ჟურნალ-გაზეთებმაც მოახდინა გავლენა. ისინი წერდნენ ახალ ჯგუფზე, რომელიც „კლუბების ამფეტქებლად“ მოიხსენიებოდა. ჟურნალმა „Hits“ System of a Down წლის საუკეთესო ჯგუფად აღიარა.

ჯგუფი სცენაზე ყოველთვის ენერგიული იყო, მაყურებელიც იმუხტებოდა მათი ენერგიით. ერთხელ მათ კონცერთზე შემთხვევით მოხვდა რიკ რუბინი, რომელიც American Recordings-ის თავკაცია. კონცერტზე იგი მეგობარმა, გაი ოზერმა მიიყვანა, რომელიც Maverick Records-ის ბოსია. შავო იხსენებს, რომ იმ საღამოს ჯგუფით რუბინი აღფრთოვანდა. რიკ რუბინმა ჯგუფს კონტრაქტის გამოფრემა შესთავაზა, მაგრამ ჯგუფისგან უარი მიიღო. ჯგუფმა აგრეთვე სხვა კომპანიებს უთხრა უარი კონტრაქტზე. რიკი მაინც აგრძელებდა მათ კონცერტებზე სიარულს, როგორც ჩვეულებრივი ფანი, სერჟმა უთხრა მას, რომ კონტრაქტი სხვა კომპანიასტან გააფორმეს, მაგრამ რიკს ეს არ არელვებდა და იცდიდა, როდის გააფორმებდა ჯგუფი მასთან კონტრაქტს.

რიკ რუბინის მოლოდინმა გაამართლა, ძალიან მალე ჯგუფი American Recordings-ის ფრთის ქვეშ მოექცა. რიკი იყო ჯგუფის პირველი ალბომის „SYSTEM OF A DOWN“-ის პროდიუსერი. 1998 წელს ალბომი ჩაიწერა და მზად იყვნენ პუბლიკისათვის წარედგინათ.

არ შეიძლება არ აღინიშნოს ჯგუფის შესრულების მანერა სტილი, მთლიანობაში ეს როკია. ჯგუფის მუსიკა უნიკალირია თავის განხრაში. ჯგუფის მუსიკაში ჰარდროკიდან დაწყებული ჯაზიტ დამთავრებული თითქმის ყველა ელემენტი შეიმჩნევა. მათი მუსიკა მრავალფეროვანია. ცნობილია, რომ შავო და დარონი ბავშვობაში ჯგუფ Kiss-ის ფანები იყვნენ. სერჟი კლასიკურ როკს უსმენდა, როგორებიცაა: Billy Joel, Cgris de Burgh, Abba, Earth, Wind and Fire, Bee Gees და ა.შ. ჯგუფის პირველი ალბომი ძალზედ პოპულარული აღმოჩნდა. მაგრამ ალბომის ამ წარმატებას რეკლამებს უნდა უმადლოდნენ. ჯგუფი მალე პოპულარულიც გახდა, ისინი ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის კლუბებში ყოველთვის უკრავდნენ, პოპულარობაში ესეც დაეხმარათ. მელე მათ შესახებ მთელმა ამერიკამ შეიტყო. ცოტა ხანში კი ევროპაშიც პოპულარულები გახდნენ.

ჯგუფის წევრები, სერჟი და დარონი ძირითადად პოლიტიკური დატვირთვის მქონე ტექსტებს წერენ.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : System of a down-ის დისკოგრაფია.
სტუდიური ალბომები

საინტერესო ცნობები[რედაქტირება]

ჯგუფის ყველა წევრი წარმოშობით სომხეთიდანაა, მაგრამ შავო ოდაჯიანის გარდა არავინ დაბადებულა თავის ისტორიულ ქვეყანაში. შავოს მშობლები კი დიდი ხნის წინ გადავიდნენ ამერიკაში სამუდამოდ საცხოვრებლად. სერჟ თანქიანი და ჯონ დოლმაიანი კი საერთოდ, ლიბანში დაიბადნენ. მხოლოდ დარონ მალაქიანის მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ მათი შვილი ამერიკაში უნდა დაბადებულიყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=System_of_a_Down&oldid=2624584“-დან