Ain't My Bitch

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Ain't My Bitch“
სინგლიმეტალიკა
ალბომიდან Load
გამოსვლის თარიღი ივლისი, 1996
ჩაიწერა 1995 წლის მაისი - 1996 წლის თებერვალი, სტუდიაში Plant Studios, საუსალიტო, კალიფორნია
ჟანრი მძიმე როკი, მძიმე მეტალი
ხანგრძლივობა 5:04
ხმისჩამწერი ლეიბლი Elektra
ავტორ(ებ)ი ჯეიმზ ჰეტფილდი,
ლარს ულრიხი
პროდიუსერი ბობ როკი,
ჯეიმზ ჰეტფილდი,
ლარს ულრიხი
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია
„Until It Sleeps“
(1996)
Ain't My Bitch
(1996)
„Hero of the Day“
(1996)
აუდიომაგალითი
yes

Ain't My Bitchამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის მეორე სინგლი და პირველი სიმღერა მათივე 1996 წლის სტუდიური ალბომიდან Load.

დემო ვერსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის დემოს ერქვა Bitch და ჩაიწერა 1995 წლის 6 აპრილს.[1]

სათაური და ტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაწერილია ჯეიმზ ჰეტფილდისა და ლარს ულრიხის მიერ. მეთხუტმეტე ადგილი დაიკავა ჩარტში ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკები.

სიმღერამ მოიპოვა მედიის ყურადღება და უარყიფითი დამოკიდებულება სათაურის გამო.[1] მოგვიანებით ვოკალისტმა ჯეიმზ ჰეტფილდმა განმარტა, რომ სიტყვა bitch სიმღერაში არ ეხება ქალს, არამედ მოქმედებს როგორც მეტაფორა პრობლემასთან მიმართებაში. ამ ინტერპრეტაციით სიმღერას ეძლევა სულ სხვა შინაარსი: ჯეიმზი ამ სიმღერით ამბობს, რომ ის (გაურკვეველია, კონკრეტულად რა) მისი პრობლემა არ არის და დაანებონ თავი.[1][2][3]

საკონცერტო შესრულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერა ცოცხლად პირველად 1995 წლის 3 სექტემბერს შესრულდა Arctic Circle შოუზე ჩრდილოეთ კანადაში. 1996 წლის ივნისიდან ალბომის გამოსვლის თანავე Ain't My Bitch სწრაფად მოექცა ჯგუფის საკონცერტო გამოსვლების მთავარ სიმღერათა სიაში და რეგულარულად სრულდებოდა მათი მსოფლიო ტურნეს Poor Touring Me განმავლობაში.[1] მთავარმა გიტარისტმა კირკ ჰემეტმა გამოიყენა სლაიდ გიტარა სოლოს შესრულებისას, რაც იყო პირველი მეტალიკისთვის და ერთ-ერთი იმ მრავალი მუსიკალური ექსპერიმენტებიდან, რომელთა აღმოჩენაც შესაძლებელია ალბომში Load.

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Ain't My Bitch. Encyclopedia Metallica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-17. ციტირების თარიღი: 2011-06-18.
  2. Ain't My Bitch. Songmeanings.net. ციტირების თარიღი: 2011-06-18.
  3. Ain't My Bitch. lyricinterpretations.com. ციტირების თარიღი: 2011-06-18.