რიკ რუბინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რიკ რუბინი
რიკ რუბინი 2006 წლის სექტემბერში
რიკ რუბინი 2006 წლის სექტემბერში
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ფრედერიკ ჯეი რუბინი
დაბ. თარიღი 10 მარტი, 1963
წარმოშობა ლონგ აილენდი, ნიუ-იორკი, აშშ
ჟანრ(ებ)ი როკი, ჰიპ ჰოპი, ქანთრი, პოპი, პანკი, ბლუზი, მსოფლიო მუსიკა, პოსტ-ინდასტრიალი, მძიმე მეტალი, თრეშ მეტალი, მძიმე როკი
საქმიანობა მუსიკალური პროდიუსერი
ინსტრუმენტ(ებ)ი ელექტრო გიტარა, სემპლერი
აქტიური 1982-დან დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Def Jam/Columbia, American Recordings, Warner Bros., Epic
ასოციაციები Beastie Boys, ჯონი კეში, The Cult, Red Hot Chili Peppers, Run–D.M.C., Metallica, Slayer, Slipknot, AC/DC, Linkin Park, ZZ Top, System Of A Down, Limp Bizkit, მელანი ჩისჰოლმი, U2, Jay-Z, The Mars Volta, Dixie Chicks, Weezer, The Avett Brothers, Danzig, Gogol Bordello

ფრედერიკ ჯეი „რიკ“ რუბინი (დაბ. 10 მარტი, 1963) — ამერიკელი მუსიკალური პროდიუსერი და Columbia Records-ის თანათავმჯდომარე.

რუბინი თავდაპირველად დიჯეი იყო ჯგუფში Beastie Boys და Def Jam Records-ის თანადამაარსებელი რასელ სიმონსთან ერთად. მოგვიანებით მან დააარსა ლეიბლი American Recordings. ჯგუფებთან Beastie Boys და Run–D.M.C. რუბინმა ხელი შეუწყო ჰიპ ჰოპისა და მძიმე მეტალის პოპულარიზაციას, ექსტენსიურად მუშაობდა რა ისეთ როკ და მეტალ ჯგუფებთან, როგორებიცაა Danzig, Slayer, Linkin Park, Red Hot Chili Peppers, Metallica, Slipknot, System of a Down და Rage Against the Machine.

1990-იან წლებში პროდიუსირება გაუწია ჯონი კეშის American Recordings-ის ალბომებს. ემ-ტი-ვიმ დაასახელა იგი ყველაზე მნიშვნელოვან პროდიუსერად უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში.[1] 2007 წელს რუბინი შეტანილი იქნა ტაიმის სიაში „100 ყველაზე გავლენიანი ადამიანი მსოფლიოში“.

სქოლიო[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]