All Nightmare Long
| „All Nightmare Long“ | ||
|---|---|---|
| პირველი CD-ის ყდა | ||
| სინგლი, შემსრულებელი - მეტალიკა | ||
| ალბომიდან Death Magnetic | ||
| გამოსვლის თარიღი | 15 დეკემბერი, 2008 | |
| ფორმატი | CD სინგლი | |
| ჩაიწერა | 2007 წლის 12 მარტი-2008 წლის 11 მაისი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია |
|
| ჟანრი | მძიმე მეტალი, თრეშ მეტალი | |
| ხანგრძლივობა | 7:58 | |
| ლეიბლი | Warner Bros. | |
| სიმღერის ავტორი | ჯეიმზ ჰეტფილდი, კირკ ჰემეტი, ლარს ულრიხი, რობერტ ტრუჰილო |
|
| პროდიუსერი | რიკ რუბინი | |
| მეტალიკა - სინგლების ქრონოლოგია | ||
| The Judas Kiss (2008) |
All Nightmare Long (2008) |
Broken, Beat & Scarred (2009) |
| ალტერნატიული გამოცემების ყდები | ||
მეორე CD-ის ყდა
|
||
DVD სინგლის ყდა
|
||
-
All Nightmare Long - ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.
All Nightmare Long — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის მეხუთე სინგლი და მეხუთე სიმღერა მათივე 2008 წლის სტუდიური ალბომიდან Death Magnetic. სინგლი გამოვიდა 2008 წლის 15 სექტემბერს.[1] სიმღერა გამოყენებული იქნა WWE-ს მიერ თემად ღონისძიებაზე No Mercy 2008,[2] სიმღერას ჯგუფი Drop-D ტიუნინგით უკრავს.
სექციების სია |
მუსიკალური ვიდეო [რედაქტირება]
მუსიკალური ვიდეოს პრემიერა, რომლის რეჟისორიცაა რობერტ შობერი[3], შედგა 2008 წლის 7 დეკემბერს მეტალიკის ოფიციალურ საიტსა და Yahoo Video-ზე.[4][5] ვიდეოში, რომელშიც ჯგუფის წევრები არ ჩანან, ასახულია 1908 წლის ისტორიული მოვლენის — ტუნგუსკის მეტეორიტის ჩამოვარდნის ალტერნატიული ისტორია ფსევდოდოკუმენტურ სტილში. იგი ასახავს ამ ფაქტის შემდგომ განვითარებულ შეთხზულ მოვლენებს, როდესაც საბჭოთა კავშირის მეცნიერები აღმოაჩენენ სპორებს არამიწიერი არსებისა, რომელიც წააგავდა პატარა უვნებელ ბრონირებულ ჭიას.
ტექსტის მნიშვნელობა [რედაქტირება]
ერთ-ერთ ინტერვიუში ჯეიმზ ჰეტფილდმა განმარტა სიმღერის ტექსტის მნიშვნელობა:[6]
|
„ეს იყო მცდელობა, დავბრუნებოდით ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტის მითებს, როგორებიცაა Thing that Should Not Be და Call of Ktulu (როგორც ეს ორიგინალშია). ეს სიმღერა ტინდალოს ძაღლებზეა, რომელიც იყო კიდევ ერთი შეშლილი ტვინის ბურღვა მგლებზე, რომლებიც ნადირობენ მათი კოშმარების საშუალებით და მათგან გაქცევის ერთადერთი საშუალებაა ანგელოზებთან დარჩენა. ძილიდან გამოსვლაც კი შეუძლებელია.“
|
გამოცემის ვერსიები [რედაქტირება]
სინგლი ხელმისაწვდომია სამ სხვადასხვა გამოცემაში.[1] პირველი გამოცემა გამოვიდა ციფრული პაკეტის სახით და მოიცავდა სიმღერის ალბომისეულ ვერსიას სიმღერების Wherever I May Roam და Master of Puppets ცოცხალი ვერსიების თანხლებით, რომლებიც ჩაწერილია 2008 წლის სექტემბერს ბერლინში.[1] მეორე გამოცემა, რომელსაც ხმისჩამწერი კომპანია J card-ს უწოდებს, მოიცავს ასევე All Nightmare Long-ის სტუდიურ ჩანაწერს სიმღერების Blackened და Seek & Destroy ცოცხალი ვერსიების თანხლებით, რომლებიც ასევე ბერლინის კონცერტზეა ჩაწერილი.[1] მესამე ვერსია მოიცავს სიმღერას DVD-ზე, ათ წუთიან დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ასახავს ჯგუფის მიერ გატარებულ დღეებს ბერლინში, ოც წუთიან ცოცხალ ჩანაწერს იმ ღამის ალბომის გამოშვებისადმი მიძღვნილი წვეულებიდან და თხუთმეტწუთიან ჩანაწერს Rock Im Park-ის ტიუნინგის ოთახიდან.[1]
სიმღერების სია [რედაქტირება]
2008 წლის CD სინგლი (გერმანია: Vertigo 1794011)
- All Nightmare Long – 7:58
- Wherever I May Roam (ცოცხალი) – 6:37
- Master of Puppets (ცოცხალი) – 8:20
2008 წლის CD სინგლი (გერმანია: Vertigo 1794211)
- All Nightmare Long – 7:59
- Blackened (ცოცხალი) – 6:42
- Seek & Destroy (ცოცხალი) – 7:45
2008 წლის DVD სინგლი (გერმანია: Vertigo 1794213)
- All Nightmare Long
- Berlin Magnetic [დოკუმენტური]
- Rock Im Park 'Containter' Rehearsal
2008 წლის SHM-CD EP (იაპონია: Vertigo UICR-9031)
- All Nightmare Long – 7:58
- Wherever I May Roam (ცოცხალი) – 6:37
- Master of Puppets (ცოცხალი) – 8:20
- Blackened (ცოცხალი) – 6:42
- Seek & Destroy (ცოცხალი) – 7:45
2009 წლის მაქსი სინგლი (ავსტრალია: Vertigo 1794216)
- All Nightmare Long – 8:01
- Master of Puppets (ცოცხალი) – 8:20
- Blackened (ცოცხალი) – 6:29
- Seek & Destroy (ცოცხალი) – 7:45
პერსონალი [რედაქტირება]
მეტალიკა [რედაქტირება]
- ჯეიმზ ჰეტფილდი – მთავარი ვოკალი, რიტმური გიტარა
- კირკ ჰემეტი – მთავარი გიტარა
- რობერტ ტრუჰილო – ბას გიტარა
- ლარს ულრიხი – დრამი
პროდუქცია [რედაქტირება]
- რიკ რუბინი – მუსიკალური პროდიუსერი
- ტედ იენსენი – მასტერინგი
- გრეგ ფიდელმანი – მიქშირება
პოზიცია ჩარტებში [რედაქტირება]
| ჩარტი [7] | პიკური პოზიცია |
|---|---|
| ესპანეთის 20 საუკეთესო სინგლი | 1 |
| ფინეთის 20 საუკეთესო სინგლი | 11 |
| იტალიის 50 საუკეთესო სინგლი | 12 |
| გერმანიის 100 საუკეთესო სინგლი | 15 |
| ბელგიის 50 საუკეთესო სინგლი | 27 |
| დანიის 50 საუკეთესო სინგლი | 38 |
| შვედეთის 60 საუკეთესო სინგლი | 44 |
| ავსტრიის 75 საუკეთესო სინგლი | 51 |
| საფრანგეთის 100 საუკეთესო სინგლი | 55 |
| აშშ-ის ბილბორდის ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკები | 9[8] |
| აშშ-ის ბილბორდის როკ სიმღერები | 28 |
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 მეტალიკა: All Nightmare Long სინგლის დეტალები გამომჟღავნდა. Blabbermouth (15 ნოემბერი, 2008).
- ↑ მეტალიკის All Nightmare Long NO MERCY-ის თემაა. Blabbermouth (12 სექტემბერი, 2008).
- ↑ ექსკლუზიური ინტერვიუ მეტალიკის ვიდეოს რეჟისორთან
- ↑ rockdirt.com
- ↑ Metallica’s “All Nightmare Long”-ის ვიდეოს პრემიერა
- ↑ jam.canoe.ca
- ↑ acharts.us
- ↑ შემსრულებლის ჩატების ისტორია - მეტალიკა (სინგლები). ბილბორდი. წაკითხვის თარიღი: 2009-07-02.