The Ecstasy of Gold (იტალიურად: L'Estasi dell'Oro) — ენიო მორიკონესმუსიკალური კომპოზიცია, რომელიც წარმოადგენს საუნდტრეკს სერჟიო ლეონეს ფილმისთვის კარგი, ცუდი და ბოროტი. ეს კომპოზიცია ჟღერს იმ სცენის განმავლობაში, როდესაც ტუჩო რამირეზი (ბოროტი) გაგიჟებით ეძებს სასაფლაოს იმ საფლავის გულისთვის, სადაც 200 000 აშშ-ის დოლარია დამარხული ოქროს მონეტების სახით.
ამერიკულიმძიმე მეტალ ჯგუფი მეტალიკა იყენებს The Ecstasy of Gold-ს როგორც გამხსნელ მუსიკას მათ კონცერტებზე 1983 წლიდან;[1] იგი შესულია ასევე საკონცერტო სიმფონიურ ალბომში S&M. ინსტრუმენტული მეტალ ქავერი (ტექსტის მინიმალური რაოდენობით, რომელსაც წამყვანი ვოკალისტიჯეიმზ ჰეტფილდი წარმოსთქვამს) შესულია 2007 წლის მორიკონესადმი მიძღვნილ ალბომში We All Love Ennio Morricone, საიდანაც გამოიცა კიდეც სინგლის სახით. ეს მეტალ ვერსია ნომინირებული იყო გრემის დაჯილდოებაზე კატეგორიაში „საუკეთესო როკ ინსტრუმენტული შესრულება“. იგი გამოყენებული იქნა ასევე Guitar Hero: Metallica-ის ტრეილერში და შეტანილი იქნა თავად თამაშშიც იმ ფორმით, როგორც ეს მორიკონემ დაწერა. მეტალიკამ ეს სიმღერა გამოიყენა 2010 წლის ტურნეს Death Magnetic Tour დროსაც.
ამერიკულიპანკ-როკ ჯგუფი Ramones იყენებდა The Ecstasy of Gold-ს როგორც მათი კონცერტების დამამთავრებელ კომპოზიციას.
ცნობილი ჩელოისტმა იო-იო მამ შეიტანა ეს კომპოზიცია თავის ტრიბუტ ალბომში Yo-Yo Ma Plays Ennio Morricone.[2]
იგი გამოყენებულია ფილმის სულელები 2(2006) გამხსნელი სცენის დროს.[3]