Guitar Hero: Metallica

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Guitar Hero:Metallica
თამაშის Guitar Hero: Metallica წინა ყდა
თამაშის Guitar Hero: Metallica წინა ყდა
ჟანრი: მუსიკალური
დეველოპერ(ებ)ი: Neversoft (Xbox 360 & PS3)
Budcat Creations (Wii & PS2)
გამომცემელი: Activision
სერია: Guitar Hero
თარიღი: ჩა 29 მარტი, 2009
(360, PS3, and Wii)
14 აპრილი, 2009 (PS2)[1]
ავს 27 მაისი, 2009
ევ 29 მაისი, 2009[2]
რეჟიმ(ებ)ი: ერთი მოთამაშე, მრავალი მოთამაშე
შეფასება: ESRB: T
OFLC: M
პლატფორმ(ებ)ი: PlayStation 2, PlayStation 3, Wii, Xbox 360
მედია: DVD, Blu-ray, Wii Optical Disc

Guitar Hero: MetallicaNeversoft-ის მიერ შექმნილი მუსიკალური ვიდეო თამაში, რომლის დისტრიბუციას ახორციელებს კომპანია Activision. Guitar Hero: Metallica მეორე გამოცემაა სერიაში Guitar Hero (გამოვიდა Guitar Hero: Aerosmith-ის შემდეგ), რომელიც ფოკუსირებულია ამერიკულ მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის სიმღერებსა და კარიერაზე.

თამაში დაფუძნებულია Guitar Hero World Tour-ზე და შესაბამისად რეჟიმებიც მსგავსი აქვს: ერთი მოთამაშის თუ ჯგუფის კარიერის რეჟიმები, ონლაინ შეკჯიბრებებისა და სიმღერების შექმნისა და გაზიარების შესაძლებლობა "GHTunes"-ის მეშვეობით. ნორმალური სირთულის დონესთან ერთად, რომელიც წარმოდგენილია Guitar Hero World Tour-ში, Guitar Hero: Metallica-ს აქვს "ექსპერტ+" სირთულის დონეც დრამებისთვის, რაც საშუალებას იძლევა გამოყენებული იქნას მეორე ბასის დრამის პედალი, რათა დაემთხვეს სტილი მეტალიკის დრამერის ლარს ულრიხის დაკვრის სტილს. თამაში მოიცავს მეტალიკის 28 ორიგინალურ ჩანაწერს და დამატებით 21 სიმღერას, რომლებიც ჯგუფის წევრების შერჩეულია. თამაშის დამატებებში ვიხილავთ მეტალიკის სცენის-მიღმა ჩანაწერებს, ტურნეებისა და კონცერტების ვიდეოებს და სხვა მრავალ საინტერესო მედია-ინფორმაციას.

Guitar Hero: Metallica-მ მიიღო დადებითი შეფასებები კრიტიკოსების მხრიდან, დაწყებული იქიდან რომ ეს იყო ერთერთი ძლიერი მიძღვნილი აქტი მეტალიკისადმი და დამთავრებული იმით, რომ წარმოადგენდა Neversoft-ის საუკეთესო ნამუშევარს სერიაში.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Thorsen, Tor (2008-08-01). Gamespot reports Activision announcements to analysts at press conference. Gamespot. წაკითხვის თარიღი: 2008-08-03.
  2. Purchese, Rob (2009-01-14). Guitar Hero: Metallica confirmed for May. EuroGamer. წაკითხვის თარიღი: 2009-01-14.