The Call of Ktulu

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„The Call of Ktulu“
სიმღერამეტალიკა
ალბომიდან Ride the Lightning
გამოსვლის თარიღი 27 ივლისი, 1984[1]
ჩაიწერა 20 თებერვალი-14 მარტი, 1984 წელი, სტუდიაში Sweet Silence Studios, კოპენჰაგენი, დანია
ჟანრი თრეშ მეტალი
ხანგრძლივობა 8:55
ხმისჩამწერი ლეიბლი Megaforce,
Music for Nations, Elektra, Vertigo
ავტორ(ებ)ი ჯეიმზ ჰეტფილდი,
ლარს ულრიხი,
კლიფ ბარტონი,
დეივ მასტეინი
პროდიუსერი მეტალიკა,
ფლემინგ რასმუსენი
აუდიომაგალითი

The Call of Ktuluამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის ეპიკური ინსტრუმენტული კომპოზიცია და მერვე, ბოლო სიმღერა ალბომიდან Ride the Lightning.

კომპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპოზიცია შექმნაში ჯგუფის ყველა იმჟამინდელმა წევრმა შეიტანა წვლილი; იგი ერთ-ერთია მეტალიკის იმ მცირერიცხოვანი ნამუშევრებიდან, რომელთა დაწერაში თავისი წვლილი ჯგუფის ყოფილ მთავარ გიტარისტს დეივ მასტეინსაც მიუძღვის. ჯგუფმა ეს კომპოზიცია შექმნა ლავკრაფტის მოთხრობის „კთულჰუს ძახილის“ (ინგლ. The Call of Cthulhu) შთაგონებით.[2] ეს არის ჯგუფის მეორე ინსტრუმენტული ნაშრომი და პირველია, სადაც მთელი ჯგუფი ერთად უკრავს.[3]

კომპოზიცია მეტალიკის ტრადიციულად ერთ-ერთი ყველაზე გრძელი, ხოლო ალბომში Ride the Lightning ყველაზე გრძელი სიმღერაა თავისი 8:53 წუთიანი ხანგრძლივობით.

დეივ მასტეინის ჯგუფმა Megadeth-მა გამოიყენა აკორდების იგივე სტრუქტურა (00:05-00:32) სიმღერაში Hangar 18 ალბომიდან Rust in Peace.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Cthulhu არის ამ სიტყვის ორიგინალური წერის სტილი, რომელიც გამოიყენა ლავკრაფტმა. შესაძლოა, მეტალიკამ შეცვალა იგი იმ მიზნით, რომ პატივი მიეგო ავტორისათვის; შესაძლოა, მეტალიკამ გამოიყენა სახელი Ktulu და არა Cthulhu იმიტომ, რომ ფიქრობდნენ Cthulhu საავტორო უფლებებით იქნებოდა დაცული.[3] ლავკრაფტის ზოგიერთ მოთხრობაში წერია, რომ ჩვეულებრივ მოკდავებს აკრძალული აქვთ მისი სახელის როგორც ხსენება, ასევე დაწერა, რადგან მისი სახელი მოუხმობს მას. შესაძლოა, მართლაც ეშინოდათ ურჩხულის, რადგან კლიფი და კირკი ძალიან იყვნენ გატაცებულნი ლავკრაფტის შემოქმედებით.[2]

S&M ალბომში კომპოზიციის სახელწოდებაა The Call Of The Ktulu და არა უბრალოდ The Call Of Ktulu.[3][4]

საკონცერტო შესრულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად ცოცხლად კომპოზიცია შესრულდა 1983 წლის 28 აგვისტოს ლას-კრუსესში, ნიუ-მექსიკო, აშშ. გვიან 1983 და ადრეულ 1984 წლებში სიმღერა ხშირად სრულდებოდა სახელწოდებით When Hell Freezes Over,[5] თუმცა საბოლოოდ სახელწოდება შეუცვალეს, როგორც ჩანს, ახალი ბასისტის კლიფ ბარტონის ინიციატივით, რომელიც ლავკრაფტის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი იყო.

მაიკლ კემენმა იზრუნა კომპოზიციის ორკესტრირებაზე 1999 წლის ალბომისთვის S&M. ვერსიამ ამ ალბომიდან მიიღო გრემი კატეგორიაში საუკეთესო როკ-ინსტრუმენტული შესრულება.[2][3][4]

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეტალიკა

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ალბომი Ride the Lightning. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-13. ციტირების თარიღი: 2011-07-20.
  2. 2.0 2.1 2.2 The Call of Ktulu. Songfacts.com. ციტირების თარიღი: 2011-07-22.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 The Call of Ktulu. Encyclopedia Metallica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-15. ციტირების თარიღი: 2011-07-22.
  4. 4.0 4.1 The Call of Ktulu. Metlists.com. ციტირების თარიღი: 2011-07-22.
  5. The Call of Ktulu. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-05. ციტირების თარიღი: 2011-07-20.