განხილვა:მეტალიკა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე სტატუსი მითითებული არ არის!
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (4 ივლისი, 2010).
ეს სტატია გაუმჯობესდა „აშშ-ის ვიკიპროექტის“ ფარგლებში.

ისე, რომ წერია "1988 წელს ჩაიწერა პირველი სტუდიური ალბომი And Justice For All", წინა ალბომები სტუდიურები არ იყო?--ITshnik 22:01, 23 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

ბურტონის სიკვდილის შემდეგ იყო პირველი :) --გიგა პასუხი 22:10, 23 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

ტაკ-ს. ორი გვარი: ბურტონი და მაქგოვნეი. მე მგონია, 'ბურტონს' არავინ წერს. 'ბარტონია' მისი გვარი. რაც შეეხება მაქგოვნეის - ესეც არასწორი უნდა იყოს. მაკგოვნია ან მაკგოუნი. საზოგადოება რას იტყვის? --ციკლოვშიკი 22:15, 23 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

მაშინ უნდა დაკონკრეტდეს, თორემ გამოდის, რომ Kill'EM All, Ride the Lightning, Master Of Puppets სცენაზეა ჩაწერილი (ან ქუჩაში:)). და საერთოდაც რომ ავოვიღოთ ეს პირველი სდუდიური, მგონი მასე აჯობებს. გვარებს რაც შეეხება: ბარტონი და მაკგოუნი მიმაჩნია სწორად. და არის კიდევ ერთი, რობერტის გვარი: ტრუჯილიო, ტრუხილიო, ტრუჰილიო. ამ ფორმებით არის დაწერილი, რომელია სწორი? ჩემი აზრით, უნდა იყოს: ტრუჰილო (ასე გამოითქმის). რას იტყვით? --ITshnik 06:56, 24 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

როგორც მახსოვს, j მართლა ხ-დ იკითხება - ეგეთ გვარებში და საერთოდ, Juan-ს ხომ 'ჯუანად' არ ვკითხულობთ, ხუანია. აი რომელია სწორი - ტრუხილო თუ ტრუხილიო - ეს დასადგენია. --ციკლოვშიკი 09:19, 24 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

ვერ დაგენთანხმები. თვით რუსებიც კი, რომელთა ანბანში ჰ არ არის, მაინც ტრუჰილოდ მოიხსენიებენ. (ნახე სამ კაინდ ოფ მონსტერ, დოკუმენტური ფილმი)--ITshnik 09:59, 24 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

ჰო, ჰ-ს თქმა მინდოდა ზუსტად, ხ-ს არა...ანუ 'ჟ' და 'ჯ' არ არის აშკარად. --ციკლოვშიკი 11:26, 24 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]
მცირე დეზინფორმაციას აქვს ადგილი: Kill'em All ჩაიწერა 1983 წელს და არა 81-ში, და კიდევ, კლიფის სიკვდილის შემდეგ ჯგუფმა ტურნე არ შეწყვიტაო რო წერია, შეწყვიტა და მხოლოდ მომავალ წელს გააგრძელა. პ.ს. ეგეც არ იყოს, აქ მოყვანილი ინფო ძალიან მწირია. მე დამუშავების პროცესში მაქვს საკმაოდ ფერხორციანი სტატია, რომლის ცალკეული მომენტები არც ინგლისურ ვიკიშია და არც რუსულში. დავდებ ცოტა ხანში. უბრალოდ ასეთი დიდებული ჯგუფი უკეთესს იმსახურებს :)--ITshnik 16:48, 27 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

შეასწორე მერე --გოტა (მომწერე) 18:09, 27 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]
რავიცი, შევასწორო ეხლა? ცოტა ხანში სხვა სტატიას დავდებ... კარგი, შევასწორებ. მანამდე იქნებ ვინმემ მოძებნოს :)--ITshnik 18:16, 27 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]
მაინც ხო შესასწორებელია... თუ ახალ სტატიას რო დადებ, ამ ინფორმაციას წაშლას აპირებ?? საერთოდ ამას არ ვაკეთებთ ხოლმე. ეს ინფორმაცია უნდა გაავრცო. --გოტა (მომწერე) 18:18, 27 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]
თავისთავად მაგ ინფორმაციასაც მოიცავს, მაგრამ გაცილებით უფრო ვრცელი და დეტალური იქნება--ITshnik 18:24, 27 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]
კაი, მაგრამ კარგი იქნება თუ შენს დაწერილ სტატიას აქედანაც დაამატებ ინფორმაციას. --გოტა (მომწერე) 18:29, 27 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]
რათქმაუნდა. პარაგრაფი "ისტორია" კიდევ ქვეთავებად უნდა დავყო. რაც აქ არის ინფორმაცია მონაგონი იქნება. ეს არის ერთგვარი რეზიუმე ამ ჯგუფის და მე ვაპირებ ნამდვილი სრულყოფილი (ნუ სრულყოფილთან მიახლოებული მაინც) ბიოგრაფია გავაკეთო :) --ITshnik 18:37, 27 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

ინგლისურიდან თარგმნი? გოტა (მომწერე) 18:43, 27 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

ინგლისურიდან და რუსულიდან და ვაჯამებ--ITshnik 18:47, 27 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]


  • Best Recording Package (ჯილდოებში) როგორ იქნება ქართულად? თუ დავტოვოთ (რუსულშიც არ არის ნათარგმნი)
  • "1996: გამოჩენილი დრამერი - ლარს ულრიხი, 1997: ცნობილი მძიმე როკი ალბომი - ReLoad" - ამის დადასტურება ვერ ვნახე ვერსად ITshnik (განხილვა) 20:33, 1 მარტი 2010 (UTC)[უპასუხე]

Best recording package არის ჩანაწერის საუკეთესო შეფუთვა - როგორც ვხვდები, საუბარია დისკის შეფუთვაზე, თავისი გაფორმებით და ა.შ. — ციკლოვშიკი (განხილვა) 23:19, 1 მარტი 2010 (UTC)[უპასუხე]

გადავიტანოთ Metallica–ზე? — გოტა (მომწერე) 16:57, 15 თებერვალი 2010 (UTC)[უპასუხე]

  • (წინააღმდეგი) რა საჭიროა გადატანა, ქართულადაც მშვენივრადაა. მაშინ მოგვიწევს პინკ ფლოიდის Pink Floyd-ზე, ლედ ზეპელინის led zeppelin-ზე, დიფ ფარფლის Deep Purple-ზე გადატანა, გაგრძელება საჭირო არ არის. უმჯობესია ქართულად იყოს. ყველა იმ ენას რომელსაც ინდივიდვალური დამწერლობა აქვს, და ლათუნურის ბაზაზე არ არიან შექმნილნი თავის ენაზე აქვთ სტატიები (არაბული, ჩინური, იაპონური...) და მგონი ქართულს თავის დამწერლობაზე უნდა ჰქონდეს ასეთი სტატიები, ეს მარტო ამ თემას კი არ შეეხება არამედ NOKIA-ს, Microsoft-ს და ა.შ.— ნიკა () 08:58, 6 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]
აქ სხვა რამეშია კიდევ საქმე - მე მგონია, მეტალიკა მშვენივრად ჯდება ყველანაირად ქართულში, თავისი ბრუნვებით. არის ჯგუფები, რომელთა სახელები ბევრად უფრო რთულია და მათი საკითხია ზუსტად ცალკე განსახილველი. მეტალიკას არაფერი სჭირს გადასარქმელი. — ციკლოვშიკი განხილვაწვლილი 09:06, 6 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]
მე ყვლა ვარიანტში მომხრე ვარ რომ სტატიას სახელი ქართულად ეწეროს, თუმცა როგორც შენ თქვი არის შემთხვევები როდესაც სტატიის ქართული სახელის დადგენა საკმაოდ რთულია, ამ შემთხვევაში სხვა რა გზაა იყოს ლათინური. მაგრამ ზემოთ ჩემს მიერ მოყვანილ სტატიებს რად სჭირდება ლათინური დასახელება, მათი ქართული სახელი ხომ ყველამ მშვენივრად ვიცით. — ნიკა () 10:34, 6 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]
  • (წინააღმდეგი) - ვერ ვხედავ აუცილობლობას. როგორც უკვე ითქვა, მეტალიკა ადვილად გამოითქმის და მისი ზუსტი სახელი დადგენილია. ამასთანავე, ვფიქრობ, ქართული ვიკიპედიაში ყველაფერი მაქსიმალურად ქართულად უნდა იყოს {შესაძლებლობის ფარგლებში, რათქამაუნდა). რაც შეეხება სტატიებს NOKIA და Microsoft, ეგენი სავაჭრო მარკებია და, თუ სწორად ვიცი, სავაჭრო მარკები არ ითარგმნება, თუმცა არც მათი ქართული სახელწოდებები - ნოკია და Microsoft - ჟღერს ურიგოდ. არ ვიცი, ამაზე იყო თუ არა მსჯელობა ყავახანაში, მაგრამ საბოლოოდ უნდა დადგინდეს (ნოკიას, Microsoft-ის და მსგავსი სათაურის სტატიების შესახებ)--გიორგი განხილვაწვლილი 17:28, 6 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]
ისე, "პროექტ აშშ-ის გაუმჯობესებული სტატია" თუ იყო ეს, არ ვიცოდი ვიკრიჭები. მართლა--გიორგი განხილვაწვლილი 17:33, 6 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]
სტატიის რედაქტირების ისტორიაში შეგიძლია შეამოწმო ივლისში რა სახის ”გაუმჯობესება” მოხდა. - ალ-ო     @ 12:06, 8 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]
  • (მომხრე)--გიორგი, 17:56, 6 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]
  • (წინააღმდეგი); ამ ეტაპზე არა მგონია ეს სწორი იყოს, ვინაიდან ამ შემთხვევაში ეს დანარჩენ სტატიებსაც უნდა შეეხოს. თუ სადმე უფრო ფართოდ (თუნდაც ყავახანაში) განიხილება ეს საკითხი, მაშინ ცალკე გადასაწყვეტია ქართული ჯობია თუ ინგლისური. – BruTe () 12:40, 8 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]
  • (წინააღმდეგი) –– მე ვერ ვხვდები, რატომ უნდა დაიწეროს ეს სიტყვა ლათინური ასოებით მხოლოდ იმიტომ, რომ სახელწოდება ინგლისური წარმოშობისაა. სახელწოდება არ ითარგმნება, ეს არ ნიშნავს, რომ ასოებიც ლათინური უნდა გამოვიყენოთ. გამოდის, ყველა უცხოური ქალაქის სახელწოდებაც ორიგინალში უნდა დავწეროთ, გარდა ამისა "კომპიუტერი" ინგლისურად, "დავითი" ებრაულად, ხოლო "ტელევიზორი" – რუსულად და ა. შ. ლათინურად შეიძლება დაიწეროს მხოლოდ ამ სახის სტატიის სათაურები, რადგან ესენი უკვე ფრაზებია და მათი ქართული ასოებით ჩაწერა ან თარგმნა ცოტა უხერხულია. რაც შეეხება სავაჭრო მარკებს, მგონი მართალია, ლათინურად (ან ორიგინალში) უნდა ეწეროს (თუმცა აქაც რატომ, ვერ ვხვდები, უბრალოდ ფორმალობაა ალბათ). მაგალითად, ქართული კოკა–კოლის ბოთლს ქართულად არ აწერია. — დათო პასუხი 17:57, 8 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ტრუჰილო არაა ტრუჰილიოა— Taro-Gabunia განხილვაწვლილი 12:53, 6 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

არაა მასე. ტრუჰილო-ში კი არის , მაგრამ არ გამოითქმის. იხ.: ru:Трухильо, Роберт--გიორგი განხილვაწვლილი 13:14, 6 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

სწორია. მარა კირკ ჰამეტია და ჯეიმზ ჰეტფილდი. ეგრე ფრონანსიეიშენს თუ ვთარგმნით "ქლეფთონი" და "უოშინგთონი" გამოვა— Taro-Gabunia განხილვაწვლილი 19:42, 6 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ჰამეტი რომ ჰემეტია, განხილვის გვერდზეც მოგწერეთ, ხოლო რაც შეეხება ჯეიმზს, მისი განხილვის გვერდი რომ წაგეკითხათ, ამდენს აღარ გაარჩევდით. მე უკვე მომბეზრდა ეს უაზრო დისკუსია.--გიორგი განხილვაწვლილი 07:35, 7 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]